ძალზე მწვავედ დგას სუპერმარკეტების თაროებზე ახალი და ძველი პროდუქტების თემა. ათობით ტელეპროგრამა ასწავლის მომხმარებლებს, თუ რომელი პროდუქტების ყიდვა ღირს და რომლის არა. თუ ლაპარაკია შეფუთულ პროდუქტებზე, რეკომენდებულია შემოწმდეს დამზადების თარიღი და უშუალოდ ვარგისიანობის ვადა, და ასევე ახალი სტიკერების არარსებობა ახალი ვადებით.
რასაკვირველია, გონიერი ხალხი რეკომენდაციების გარეშეც ამოწმებს ვარგისიანობის ვადას, მაგრამ ყველა შემთხვევაში ესეც არ იცავს გაფუჭებული პროდუქტების ყიდვისგან. ვთქვათ, თქვენ ყიდულობთ შეფუთულ ხორცს, ხოლო სახლში აღმოაჩენთ, რომ ის გაფუჭებულია მიუხედავად მოქმედი ვარგისიანობის ვადისა. ეს შეიძლება მრავალი მიზეზის გამო მოხდეს - გადაჭარბებული ვარგისიანობის ვადის გა ან კიდევ, მაგალითად იმის, რომ ხორცმა ჯერ კიდევ შეფუთვამდე დაიწყო გაფუჭება.
გერმანიაში იოზეფ ფრაუნჰოფერის (Joseph Fraunhofer) სახელობის ფიზიკური ინსტიტუტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს ამ პრობლემის უბრალო და გენიალური გადაწყვეტა. მათ გამოიგონეს ხორცის სიახლის ინდიკატორი. ის წარმოადგენს ლენტა-დეტექტორს ხორცის სიახლის დონის დასადგენად, რომელიც უნდა გახდეს შეფუთვის შიდა ნაწილი.
ამ ხორცის სიახლის ინდიკატორის მოქმედების პრინციპი ძალზე მარტივია. ხორცის სიახლის/გაფუჭების მიხედვით ლენტა-დეტექტორი იცვლის ფერს. თუ ხორცი სულ ახალია, ის ყვითელი რჩება, ხოლო თუ გაფუჭებას იწყებს, ლენტა-დეტექტორი სიახლის დონის განსაზღვრისათვის თანდათანობით იცვლის ფერს: ი ის „საშუალო სიახლისაა" ლენტა მწვანეა, ხოლო თუ ყველაფერი ცუდად არის, ლენტი იფერება ცისფრად და შემდეგ ლურჯად.
როგორ მუშაობს ხორცის სიახლის ინდიკატორი? როდესაც ხორცი ფუჭდება, მისი შესახედაობის მიუხედავად, არის ეს ქათამი, თევზი, ძროხის თუ ღორის ხორცი, უჩნდება სპეციფიური სუნი, რომლის შეგრძნებაც შესაძლებელია მხოლოდ შეფუთვის გახსნის შემდეგ და ის ჩნდება მოლეკულების სახელად ამიდების გამო. სწორედ მათ არსებობაზე და რაოდენობაზე რეაგირებს გერმანელი მეცნიერების მიერ შექმნილი ხორცის სიახლის დამდგენი ლენტი-დეტექტორი.
გერმანიაში ამ ხორცის სიახლის ინდიკატორის იდეა დიდი აღფრთოვანებით მიიღეს. დღეისათვის მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ფაბრიკებთან ლენტი-დეტექტორის შეფუთული ხორცის წარმოებაში დანერგვის შესახებ. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ლენტი-დეტექტორების წყალობით თვითონ მეწარმისათვის იქნება უფრო მოხერხებული მუშაობა. ის დაეხმარება მათ მომხმარებლებთან სკანდალების თავიდან აცილებაში უკვე საწყისი ეტაპიდან, რადგანაც ის ხორცი, რომლიც გაფუჭებაც იწყება, საერთოდ აღარ მოხვდება მაღაზიების თაროებზე.
ფრაუნგოფერის ინსტიტუტში ახლა მიდის მუშაობა ისეთი ლენტი-დეტექტორის შესაქმნელად, რომელიც განსაზღვრავს სახვა პროდუქტების სიახლესაც, მაგალითად, მოცემულ ეტაპზე ბოსტნეულის.
გერმანიის ტელევიზიაშია ამ სამუშაოებს უკვე მიძღვნა რამდენიმე სიუჟეტი და საერთო დასკვნა ასეთია, რომ ეს არის შესანიშნავი, უბრალო, ეფექტიანი და თვალსაჩინო ბიზნეს-იდეა. სიახლის ინდიკატორი დაიცავს მომხმარებელს ფულის ამაო ხარჯვისაგან, იმავე მყიდველებსა და მწარმოებლებს ნერვიულობისაგან, თუ საქმე გარჩევამდე მივა, და ასევე კვებითი მოწამვლებისაგან.