რა სურთ მამაკაცებს? როგორც ჩანს ახალზელანდიურმა კომპანიამ Mammoth Supply Company იცის პასუხი ამ კითხვაზე, რომელიც ევასა და ადამის დროიდან აღელვებს ქალების ტვინებს. ეს ბრენდი ყველაფერს უყურებს მხოლოდ მამაკაცების თვალთახედვიდან და ელაპარაკება მათ მხოლოდ მათ ენაზე. არა, ეს არ არის არც შოვინისტური და არც სექსისტური კომპანია. და მას არ აინტერესებს სქესთა მუდმივი ბრძოლა. ამ კომპანიას უბრალოდ სურს გამოირჩეს კონკურენტების ფონზე და განცალკევებულად იდგეს კვების პროდუქტების დაჯერებულ ბაზარზე. ხოლო აწარმოებს ეს კომპანია ტკბილეულს, რომელიც სურთ და მოსწონთ მამაკაცებს.
ტკბილეული მამაკაცებისათვის. ამ ტკბილეულს კომპანია Mammoth შესაბამისადაც სთავაზობს, ისე, რომ მამაკაცებს აღუძრან მისი სურვილი. დიზაინი წვრილმანებამდეა გათვლილი - გაფორმება, ფერთა გამა, ეტიკეტები და მასზე წარწერები - ყველაფერი მამაკაცთა სიამოვნებისთვისაა. ამ კომპანიის მფლობელის სიტყვებით, მამაკაცებს უყვართ ტკბილეული, მაგრამ ბაზარზე არ არის არც ერთი პროდუქტი, რომელიც დააკმაყოფილებდა მათ მოთხოვნებს ფუნქციურ და ემოციურ დონეზე.
იდეა - ტკბილეული მამაკაცებისათვის წარმოიშვა შემთხვევით. მისი ავტორის მტკიცებით, ეს იყო გამონათება: „ჩვენ მივხვდით, რომ მამაკაცებს უყვართ იოგურტი, მაგრამ არა ის იოგურტი, რომლებიც იყიდება თანამედროვე მაღაზიებში. ის იოგურტი არ „ითრევს" ემოციურად. ჩვენ მივხვდით, რომ საჭიროა სწორად მიწოდება!".
თავდაპირველად კომპანია Mammoth-ში სწორად გააფორმეს იოგურტი, შემდეგ ყავა და ამის მომდევნოდ კი ნაყინი. ამ ტკბილეულის ყველაზე ეტიკეტზე წარწერები დაწერილია მათ, მამაკაცურ ენაზე. დამატებით, დიზაინერებმა ისინი უხვად მოხატეს კომიქსებით, რომლებიც ასე უყვართ მაკაცებს. იმავდროულად, ხარისხის უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევა არა მხოლოდ შეფუთვა, არამედ მისი შიგთავსიც - იოგურტი შეიცავს ნატურალურ ხილსა და კენკრას, ყავა - ნატურალურ რძესა და ყავას, ხოლო ნაყინი - ნატურალურ რომსა და კოლას.
შედეგად მიღებულ იქნა უნიკალური პროდუქტი - ტკბილეული მამაკაცებისათვის, რომელიც უყვართ მამაკაცებს მოსწონთ მათ და აკმაყოფილებენ მათ მოთხოვნებს როგორც ფუნქციურ, ისე ემოციურ დონეზე.