ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: მომავლის უჩვეულო ნაყინი

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: მომავლის უჩვეულო ნაყინი
 | რეიტინგი 3 

ბიზნეს-ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ყველა საქონლისა და პროდუქტის სრულყოფა შესაძლებელია, ხოლო ჩვენ ბიზნეს-იდეების კოლექციაში მუდმივად მოგვყავს ისეთი საქონლის სრულყოფის ბიზნეს-იდეები, რომელთა საშუალებითაც მათი გამომგონებლები დიდ მოგებას იღებენ.

ერთერთი ასეთი პროდუქტია ნაყინი. ერთის მხრივ, ჩანს, რომ ნაყინის შემდგომი სტულყოფა შეუძლებელია, რადგანაც რის მოგონებაც შეიძლებოდა, უკვე გაკეთებულია. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის. მეცნიერმა ბიოლოგმა ილინოისიდან კურტ ჯონსმა  (Curt Jones) მოიგონა როგორ შეეცვალა მისი ფორმა და გადაექცია ის მომავლის უჩვეულო ნაყინად.

კურტმა გამოიგონა ნაყინის სწრაფად გაყინვა თხევადი აზოტის საშუალებით, რაც მისთვის უჩვეულო პატარა ბურთულების ფორმის შესაძლებლობას იძლევა. იდეა კურტს თავში მოუვიდა 1998 წელს, როდესაც მეგობართან ერთად ნაყინს სახლში ამზადებდა. ექსპერიმენტების მოყვარულმა მეცნიერ-ბიოლოგმა კურტმა შესთავაზა ის სწრაფი გაყინვის წესით თხევადი აზოტის დახმარებით პატარა კრისტალების მიღება. მით მიიღეს პატარა ბურთულების ფორმის უჩვეულო ნაყინი, რომლებიც პირდაპირ დნებოდა პირში. იმ მომენტში კურტმა იგრძნო ნამდვილია გამონათება და იგრძნო, რომ გამოიგონა მომავლის ნაყინი და მას „Dippin' Dots" უწოდა.

 საკუთარი იდეის შეფასება კურტმა სთხოვა თავის უფროსს, რომელსაც გააჩნდა მეწარმის ალღო და მან მაშინვე შენიშნა მასში დიდი პოტენციალი. მან ურჩია კურტს ემუშავა მის რეალიზაციაზე. პირველი ნახევარი წლის განმავლობაში ერთმანეთს უხამებდა ძირითად სამუშაოსა და ბიზნესს, მაგრამ მოგვიანებით მოუწია სამსახურის დატოვება. თავისი უჩვეულო ნაყინის წინ წაწევის მთავარ სტრატეგიად კურტმა აირჩია პრეზენტაციები, რადგანაც ფული დამწყებ მეწარმეს არასაკმარისი ჰქონდა და მას მხოლოდ ის დარჩენოდა, რომ მოეყოლა და ეჩვენებინა თავისი ნუგბარი დიდი რაოდენობით მყიდველებისათვის ბაზრობებზე, ფესტივალებზე, გამოფენებზე და საზოგადოებრივ დღესასწაულებზე.

კურტი დარწმუნებული იყო, რომ ვინც მას ერთხელ მაინც გასინჯავდა, ის აუცილებლად დაბრუნდებოდა მის კიდევ ერთხელ საყიდლად და მისი მოლოდინი გამართლდა. ახლა უჩვეულო ნაყინი „Dippin' Dots" იყიდება არა მხოლოდ აშშ-ს, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების სუპერმარკეტებსა და გასართობ ცენტრებში. 2000 წლიდან კომპანიამ Dippin' Dots, Inc. 500 მილიონი დოლარის წლიური ბრუნვით გახსნა  ფრანჩაიზინგული მიმართულება  და ფრანშიზა  Dippin' Dots წარმატებით იყიდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.  

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge