ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს იდეა: სათვალეები ინსულტის საწინააღმდეგოდ სამუშაო ადგილზე

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს იდეა: სათვალეები ინსულტის საწინააღმდეგოდ სამუშაო ადგილზე
 | რეიტინგი 3 

მილიონი ადამიანი თავისი დროის ლომის წილს ატარებენ სამუშაო ადგილას – ზიან კომპიტერთან მთელი სამუშაო დროისა და მეტის განმავლობაში. ცხოვრების ეს მჯდომარე წესი, რომელსაც თან ახლავს ცოტა მოძრაობა, კუნთების დაძაბვა და ხერხემლის გამრუდებაც – და თან დამატებით ქალაქის მცხოვრების ჩვეულებრივი სტრესები იწვევენ გუნება–განწყობის გაუარესებას.

რამდენად ხშირად იწყებთ დილით მუშაობას ცუდად გამოძინებული და თავის ტკივილით? ჩივილები ცუდ განწყობაზე – ყველაზე გავრცელებული თემაა თანამშრომლებს შორის სამსახურში. და თუნდაც თქვენ მუშაობდეთ სახლში  – სამუშაო სულაც არ არის ნაკლები... მაგრამ იქ ვერავისთან დაიჩივლებთ.

თანამედროვე მშრომელები მიეჩვივნენ ცუდი გუნება–განწყობისა და ქრონიკული უგუნებობის გაქარვებას ყავის ფინჯნებით, სიგარეტებით, თავის ტკივილების ტაბლეტებით, რომლებსაც იღებენ უკონტროლოდ და სიმპტომატურად. მუხედავად ამისა – თავბრუსხვევა, გაშეშება და ოსტეოქონდროზის სხვა სიმპტომები, ვეგეტო–სისხლძარღოვანი დისტონიები და ჟაგბადის ნაკლებობა ავიტამინოზთან ერთად ხშირად შეიძლება იყოს განვითარებადი ინსულტის სიმპტომები.

ჩვენ ვერ მივეჩვიეთ ჩვენი ორგანიზმის ყურის გდებას და ჯანმრთელი წესით ცხოვრებას. ამიტომ ჩვენ თუ რამე გვტკივა, მაინც ვაგრძელებთ კომპიუტერთან ჯდომას. და ამიტომ არის ძნელი დროზე გადაწყვეტა და იმის გარკვევა, რიმ ჩვენ ეს ჩვეულებით ვართ ცუდად თუ ინსულტი ვითარდება... ასეთ დროს თავისი თავისადმი აღმაშფოთებლად უყურადღებო ადამიანის დასახმარებლად მდოის ხელსაწყო.

Goggles სათვალეები აფიქსირებენ ინსულტის წინა მდგომარეობას

თქვენ იკეთებთ ინსულტის საწინააღმდეგო სათვალეებს, რომლებიც უერთდება თქვენს ნოუთბუქს, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან. ამრიგად, თქვენს ჯანმრთელობას მუდმივად თვალყურს ადევნებს პროგრამა, მიდის თქვენი ჯანმრთელობის მონიტორინგი თქვენი მონაწილეობის გარეშე. ინფრაწითელი კამერა აფიქსირებს თქვენი თვალების მოძრაობის იმცირეს ცვლილებებსაც. როგორც კი ეს ცვლილებები იწყებენ იმაზე ყვირილს, რომ თქვენს ტვინს კატასტროფულად არ ყოფნის ჟანგბადი (ეს კი ინსულტის ერთერთი ნიშანია), თქვენი ცხოვრების გადარჩენაში ერევა პროგრამა, რომელიც იძახებს ექიმს და გადაგარჩენთ თქვენ ინსულტის იმ სტადიაზე, როდესაც თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ გადაურჩეთ ინვალიდობას (და არც მოკვდეთ – ესეც ვარიანტია).

 

ინსულტის საწინააღმდეგო სათვალეები Goggles დაამუშავა ცნობილმა ნევროპათოლოგმა, დოქტორმა David Newman-Toker–მა. ინსულტისწინა მდგომარეობის დიაგნოსტიკის სათვალეები მოწოდებულია გადაარჩინოს ამბიციური მომუშავეების სიცოცხლეები, რომლებიც ტრაბახობენ იმით, რომ თავზე აყრიათ „დედლაინები“, შეხვედრები, პროექტები და მუშაობენ გამოსასვლელი დღეების გარეშე, მაგრამ რატომღაც ზრდიან გაახალგაზრდავებული ინსულტიანების სტატიტიკას. მართლაც, რატომ უნდა მოკვდეს ადამიანი 45 წლის ასაკში?

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge