ბიზნესის ეს სახეობა ბევრ ქვეყანაში იფურჩქნება და არ იფარგლება მხოლოდ დისკების დაგზავნით ან ჩამოსაქაჩი ფილმების წარდგენით. ხანდახან ჩნდება ხოლმე ძალზედ ორიგინალური იდეები. მაგალითად, ფილების USB-ფლეშკებით გაქირავება.
ბრაზილიურმა კომპანიამ „100% Video", რომელიც ვიდეოგაქირავებით დაკავებულია 1986 წლიდან (ჯერ კიდევ VHS-ის დროიდან), უკვე რამდენიმე ხანია ახალ მომსახურებას სთავაზობს - ფილმების გაქირავებას USB-დამგროვებელზე. კლიენტი მიდის ვიდეოგაქირავების ერთერთ ცენტრში (რომელიც კომაპნიას 70-ზე მეტი გააჩნია), ირჩევს მისთვის სასურველ ფილმს, იხდის ქირაობის ღირებულებას და იღებს ფილმს ფლეშკაზე თავისი გასაღებით. გასაღები ეს არის ვიდეოს პაროლით დაცული ფაილი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ განსაზღვრული დროის განმავლობაში, მაგალითად, ერთი დღეღამის. ამის შემდეგ ფაილი აღარ იხსნება.
ფილმების გაქირავება ვენდინგით (აშშ). ეს არის საკმაოდ საინტერესო ბიზნესის მაგალითი, რომელიც სადღაც შუაშია დისკების სრულფასოვან გაქირავებასა და ინტერნეტ-სერვისს შორის, როდესაც კლიენტი ფილმს იღებს ქსელიდან ელექტრონული სახით.
რასაკვირველია, ამ იდეას თავისი მინუსებიც ახლავს და მათგან მთავარია ვიდეოს ხარისხი. „100% Video"-ს მონაცემებით, ერთ 4-გეგაბაიტიან ფლეშკაზე ეტევა 2 ფილმი. ეს ლაპარაკობს იმაზე, რომ მათი მიწოდება ხდება არც თუ მაღალი ხარისხით. და თუ ნოუთბუქიდან ასეთი ფილმის ყურება კომფორტულად შეიძლება, ტელევიზორიდან უკვეგაცილებით უარესად. მომავალში შესაძლებელი იქნება ამ პრობლემის გადაჭრაც.