3D-პრინტერებზე არაერთი სტატიის წაკითხვაა შესაძლებელი. ეს ბიზნესი თანდათან იკრებს ძალას და აღწევა სულ სხვადასხვა უბრალო და გასაგებ სფეროებში. და არც ისე დიდი ხნიხ წინ დიზაინერულმა კომპანია MGX-ს გახსნა მხოლოდ ამ პრინტერებზე გაკეთებული 3D-საქონლის საკუთარი მაღაზია ბრიუსელში.
იდეა იმდენად ჩანს მოულოდნელი, რომ აქამდე მსგავსი ბიზნესი ჩვეულებრივ დაკავშირებული იყო კონკრეტული 3D-მოდელების შექმნასთან და მათ შემდგომ ბეჭდვასთან. მაგალითად, არსებობენ კომპანიები, რომლებიც დაკავებულნი არიან კოტეჯების პროტოტიპების მოდელების შექმნით. ისინი ჯერ იღებენ შეკვეთას, კლიენტთან ერთად ქმნიან კოტეჯის მოდელს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ მის ბეჭდვას. ოდნავ განსხვავებული, მაგრამ მსგავსი სქემით მუსაობენ ის კომპანიებიც, რომლებიც ბეჭდავენ როგორც მზა 3D-მოდელებს, ისე საინტერესო ფიგურებს.
MGX-ის იდეის უნიკალობა იმაშია, რომ კომპანია თავის პროდუქტს ამზადებს წინასწარ და გამოფენს ბრიუსელში მდებარე საკუთარ ოფლაინურ მაღაზიაში. ამასთან, ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ კომპანიაში სერიოზულად არიან დაკავებული დიზაინით, ხოლო მისი მრავალი მხატვარი რეგულარულად წარადგენს თავის ნამუშევრებს თანამედროვე ხელოვნების გალერეებში. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ყველა მოდელი უმაღლეს დონეზე გამოიყურება (თუ გავითვალისიწნებთ იმასაც, რომ მათი დეტალების დამუშავებას დაბეჭდვის შემდეგ ამთავრებენ უკვე ჩვეულებრივი ადამიანები).
MGX-ის ყველა პროდუქტის ფასი ძალიან მაღალია. ეს ნაწილობრივ დაკავშირებულია კომპანიის დიდ დანახარჯებთან ასეთი პროდუქციის წარმოებისას, და ასევე იმ ფაქტთანაც, რომ
.MGX მაინც დიზაინერული კომპანიაა და მისთვის აუცილებელია მარკის დაჭერა იაფ ნაკეთობებზე დაწვრილმანების გარეშე.
ძნელი სათქმელია, არსებობდა თუ არა ადრე ასეთი მაღაზიები, მაგრამ, თუ ვილაპარაკებთ MGX-ის სწორედ ასეთ კონცეფციაზე, უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის 3D-პრონტერებზე გაკეთებული საქონლის პირველი სრულფასოვანი მაღაზია.
მაინც რა იყიდება MGX-ის მაღაზიებში? პრინციპში, მრავალნაირი საქონელი, რომლებსაც შეუძლიათ თქვენი ბინის ინტერიერის გალამაზება. ამ ფონზე განსაკუთრებით გამოირჩევა MGX-ის მრავარიცხოვანი სანათები, ასევე საკმაოდ ფუტურისტული მაგიდა, რომელიც კარგი დიზაინის ყველა მოყვარულს მოეწონება.
ვერ ვიტყვით, რომ ამ ეტაპზე მაღაზიაში დიდი არჩევანია. ის შეგნებულადაა შეზღუდული კომპანიის საუკეთესო საქონლით, მაგრამ ეს დროებითი ფაქტორია. ნათელია, რომ დროთა განმავლობაში MGX-ში საქონლის რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. რასაკვირველია, MGX მაღაზიები არ წარმოადგენს კომპანიის ძირითად ბიზნესს, რადგან ისინი უფრო მსხვილი ფირმის Materialise-ს ფილიალებია, რომელიც დაკავებულია სახვადასხვა ობიექტების პროტოტიპების შექმნით. ეს უფრო კალმის გამოცდას ჰგავს, და ასევე მსგავს მაღაზიებით ბაზარზე გარკვეული პოზიციის დაკავების მცდელობას. ყველა წინაპირობა არსებობს იმისათვის, რომ MGX-ს ყველაფერი გამოუვიდეს. მთავარი კი ესაა..