დღეს ძალიან პოპულარულია ორსულებისათვის ტანსაცმლის გაყიდვის ბიზნესი . საკმარისია გააკეთოთ შესაბამისი განაცხადი და ნახავთ აურაცხელ ამ მომსახურების შემომთავაზებელ ინტერნეტ-მაღაზიებს. მაგრამ მომხმარებლის თვალსაზრისით, არა აქვს აზრი ორსულებისათვის მთელი ტანსაცმლის შეძენას. და ამაზეც შეიძლება მოგების ნახვა, ყოველ შემთხვევაში, ბიზნესმენმა მარსელ კოსტელომ თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა.
თავად განსაჯეთ, ორსულობა ქალის ცხოვრებაში ისეთი პერიოდია, რომელიც 9 თვე გრძელდება. ერთის მხრივ, ეს შესანიშნავი დროა, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს დაკავშირებულია მთელ რიგ სირთულეებთან, რომელთაგან მთავარია მომატებული წონა. შესაბამისად, ორსულს ახალი ტანსაცმელი სჭირდება. ამ 9 თვის განმავლობაში შეიძლება არც ისე ძვირის ყიდვაც, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ხანდახან საჭიროა გამოსასვლელიც პრეზენტაციებისათვის, საღამოებისთვის, თეატრში, კინოში, გამოფენებზე და ა. შ. წასასვლელად. ასეთ სიტუაციებში ძვირი ტანსაცმლის ხიდვა არც ისე მომგებიანია. და აი, სწორედ აქ ჩნდება მარსელ კოსტელოს ბიზნესი - ტანსამლის გაქირავება ორსული ქალბატონებისათვის.
.Rentmaternitywaer (https://www.rentmaternitywear.com/) - ეს არის ინტერნეტის საშუალებით ტანსაცმლის გაქირავების კომპანია, რომლის მუშაობის სქემაც ძალზე მარტივია: კლიენტი შედის საიტზე და ირჩევს მისთვის საინტერესო ტანსაცმელსაა და მის აქსესუარებს, ზომას და ზოგიერთ სხვა პარამეტრს, და უკვე ამის შემდეგ აძლევს შეკვეთას. ძალიან მალე სახლში მიტანის სამსახური FedEx ტანსაცმელს სახლში მიართმევს. ამა დროს, თუ ზომა არ იქნება შესაფერისი, მაშინ 48 საათის განმავლობაში შეიძლება მისი დაბრუნება, სხვა ტანსაცმელზე გადაცვლა ან ფულის უკან მიღება. ასეთი ქირის ფასი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და მათ შორის უმთავრესია ტანსაცმლის სიახლე და ხარისხი, ასევე ქირის ვადაც. ასე, მაგალითად, 1-2 კვირით ტანსაცმლის ქირაობა 30-70 დოლარი ღირს, და ამავდროულად ხარისხიც ძალიან მაღალია, რადგან Rentmaternitywaer სთავაზობს მხოლოდ ყველაზე ცნობილ და ხარისხიან ბრენდებს.
Rentmaternitywaer-ის დამატებითი ღირსებაა მისილოიალობა კლიენტების მიმართ. მათ არ სჭირდებათ დაბრუნებისას ტანსაცმლის გარეცხვა და წესრიგში მოყვანა. პრობლემას არ წარმოადგენს ნარღვევებიც. ეს კი მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც საშუალებას აძლევს კლიენტებს დაქირავებულ ტანსაცმელში თავი საკმაოდ თავისუფლად იგრძნონ.
რასაკვირველია, არ არსებობს ღია მონაცემები Rentmaternitywaer-ის შემოსავლების შესახებ, მაგრამ მისი დამაარსებელი ირწმუნება, რომ კლიენტებს ვერ აუდიან, რადგან ორსულებისათვის ტანსაცმლის გაქირავების სერვისი ნამდვილად პოპულარულია, რაც სამომავლოდაც ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.