ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეები5 იდეა: ტურისტული საიტიდან - ონლაინში ფოტოების გაყიდვამდე.

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

5 იდეა: ტურისტული საიტიდან - ონლაინში ფოტოების გაყიდვამდე.
 | რეიტინგი 3 

 

ბიზნეს-იდეების ამ მიმოხილვაში განვიხილავთ 5 საინტერესო პროექტს. ზოგ მათგანს შეუძლია შთაგაგონონ საკუთარი ბიზნესის წამოწყება, ან გახდეს თქვენი მომავალი ბიზნეს-პროექტების პროტოტიპი. ყველა ეს იდეა წარმოადგენს სრულფასოვან ბიზნეს-პროექტს და წარმატებით ფუნქციონირებს.

საიტი ტურისტებისათვის,

 

რომლებმაც არ იციან სად გაემგზავრონ. უნგრულმა კომპანიამ Joobili-მა ქსელში ჩაუშვა სკმაოდ საინტერესო პროექტი, რომელიც მოწოდებულია დაეხმაროს ტურისტებს ევროპაში მოგზაურობის ოპტიმალური მარშრუტის არჩევაში. მოგზაურობებისადმი Joobili-ის მიდგომა საკმაოდ ორიგინალურია. საქმე იმაშია, რომ საიტი გთავაზოვთ მოგზაურობას არა კონკრეტულ ადგილზე, არა თქვენთვის საინტერესო მოვლენის მიხედვით. აქ ჩამონათვალი საკმარისად ფართოა: ხელოვნება, ოჯახი, მუსიკა, დღესასწაულები, საყიდლები, სპორტი, ბუნება, საჭმელი და  სახვ. არის რამე გაუგებარი? კარგი, განვიხილოთ მაგალითზე. საიტზე შესვლის შემდეგ სპეციალურ სკალაზე უნდა შეირჩეს თქვენი მოგზაურობის თარიღი, რის შემდეგადაც გაიხსნება ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოვლენების ჩამოთვალი, რომლების ნახვაც ღირს დროის ამ პერიოდში.

Joobili გთავაზობთ ქვეყბის არჩევას იმ მოვლენების მიხედვით, რომელთაც ადგილი ექნებათ ამა თუ იმ მომენტში. ამით ტურისტს შეუძია თავისი მოგზაურობა გაცილებით საინტერესო გახადოს. მოკლედ, იმედია, რომ იდეა თქვენვის გასაგებია. თუ ვილაპარაკებთ იმაზეც, თუ როგორ იღებენ მოგებას საიტის შემქმნელები, აქ უნდა ითქვას პარტნიორობაზე სასტუმროებთან, გიდებთან, ავიაკომპანიებთან და ტურიზმთან დაკავშირებულ უამრავ რამესათან.

როგორ გავყიდოთ ფოსოსურათები საიტიდან.

 

სტოკურ ფოტოსურათებზე ყველას გექნებათ გაგებული. ეს ისეთი საიტებია, რომლებზედაც შეგიძლიათ მოიძიოთ თქვენთვის საინტერესო ფოტოები თქვენს ჟურნალში ან საიტზე გამოსაქვეყნებლად, ანდა უბრალოდ სილამაზისათვის (ეს უფრო იშვიათია). თავიდან ჩანდა, რომ ამ რესურსებს არაფერი ახლით ტრაბახი აღარ შეუძლიათ. ასეც იყო, სანამ რესურსმა Fotomoto.com-ომ არ შემოგვთავაზა ახალი მომსახურება.

 ახლა ამ საიტის დახმარებით შესაძლებელია ფოტოების გაყიდვა თქვენი ბლოგებიდანაც კი. ეს კეთდება Fotomoto-ს სპეციალური პანელის საშუალებით, სადაც თქვენი ბლოგზე ან საიტზე ყოველ სურათს ემატება კნოპი „ყიდვა". ფოტოსურათების ორგანიზაციის ასეთი ხერხი მათი გაყიდვის საშუალებას იძლევა არა მხოლოდ რომელმე მსხვილ მოედანზე (ფოტობანკზე)მ არამედ ახალ ძალებზეც უბრალოდ ფოტოებიანი ახალი პოპულარული საიტების შექმნით. რასაკვირველია, Fotomoto თავისთავზე იღებს ყველაფერს, რაც ეხება ფოტოების საფასურის გადახდას და მათ დაბეჭდვას (თუ კლიენტს ასე სურს, რატომაც არა?). და აქედან საიტს ყოველი გაყიდვიდან გარკვეული პროცენტი ერიცხება (რადგან უფასოდ არაფერი არსებობს).

მთლიანობაში, ჩვეულებრივი ფოტობანკი, რომელიც კონკურენტებისაგან განსხვავდება ფოტოგრაფის საიტზე კნოპის „ყიდვა" ინტეგრაციით, მაგრამ რამდენად ორიგინალურს ხდის მას ასეთი შესრულება!

მცირე ბიზნესში სამუშაოს ძიება სტუდენტებისათვის.

 

რატომღაც თვლიან, რომ სტუდენტთა უმრავლესობა ოცნებობს მსხვილ კომპანიაში მუშაობაზე. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან იქ ხელფასიც, ბუნებრივია, რომ გაცილებით მაღალია. და კარიერული ზრდაც თითქოს უკეთესად ჩანს. მაგრამ ასეთ კომპანიებში არსებობს ერთი სერიოზული პრობლემა - ბიუროკრატია და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის შეუძლებლობა, მეწარმეთა გამოცდილების გადმოღება. ამ პრობლემის მოსაგავრებლად ცოტა ხნის წინ აშში-ში ამუშავდა რესურსი Enternships.coms.

პროექტის იდეა სტუდენტებისათვის სამუშაოს მოძებნაშია. ამასთან, არა უბრალოდ სამუშაოსი, არამედ მცირე ბიზნესის წარმომადგენელ კომპანიაში.  ასეთი სამუშაოს უპირატესობა იმაშია, რომ ადამიანს იქ შეეძლება უფრო შესამჩნევი როლის შესრულება, ვიდრე დიდ კომპანიაში. ეს კი ნიშნავს, მის მიერ მიღებული გამოცდილებაც უფრო წონადი იქნება. დღესდღეობთ საიტი სრულიად უსასყიდლოდ ეხმარება სტუდენტებს მცირე ბიზნესში მათთვის საინტერესო სამუშაოს მოძიენაში, დაწყებული მარკეტინგიდან დამთავრებული ვებ-საიტის ადმინისტრირებით. ამასთან, ბევრი სტუდენტს, რომლებიც თავს გამოიჩენენ პატარა კომპანიაში, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ შეეძლებათ იქ მისვლა უკვე სრულფასოვან სამუშაოზე. მაგრამ როგორ აპირებს Enternships შემოსავლის ნახვას? ყველაფრი ძალზე მარტივია - რეკლამით. ხოლო ვაკანსიის უფასოდ მოძებნა ყოველთვის შეიძლება.

უნიკალური სამუშაო ადგილი.

 

ჰოლანდიური კომპანიამ Lande Productie Schijndel BV for Artifort and Gispen ცოტა ხნის წინ წარმოადგინა თანამშრომლებისათვის სამუშაო ადგილის საკუთარი ვარიანტი, რომელიც ოფისში ადგილის მნიშვნელოვანი ეკონომიის საშუალებას იძლევა. თავისი არსით, ჩვენს წინაშეა ლამაზი დიზაინერული კვერცხი, რომელიც უცბად იხსნება და გარდაიქცევა სრულფასოვან სამუშაო ადგილად. თავისი დიზაინით ეს პროდუქტი იდეალურად შეესაბამება როგორც ოფისს, ისე საკუთარ სახლსაც.

ბუნებრივია, რომ მოცემული სამუშაო ადგილი მობილურია. ძალიან ადვილია მისი გადატანა სპეციალური გორგოლაჭების საშუალებით, მაგალითად, ოფისში,  თუ ეს საჭირო გახდება რაიმე მიზეზის გამო. ახლა ელოდებიან ამ სამუშაო ადგილია გაყიდვაში გამოსვლას და მასზე ძალიან დიდი მოთხოვნილება იქნება ისეთი კომპანიების მიერაც, რომლებიც ვერ იამაყებენ დიდი საოფისე ფართებით. რასაკვირველია, თუ მისი ფასი არ იქნება ძალიან მაღალი (რომ იქნება, ეს ახლავე გასაგებია).

ფიტნესი, რომელიც თითქმის სოციალური ქსელი გახდა.

 

ალექს ლაიტი თავის დროზე დუბაიში მუშაობდა რიელტორად. სამწუხროდ, კრიზისმა ამ 26 წლის ახალგაზრდაზეც  იმოქმედა. უმუშევრად დარჩენილმა დაიწყო იმაზე ფიქრი, თუ რა ეკეთებინა. და იდეამაც არ დააყოვნა. ახლა ალექსი დაკავებულია ბიზნესით, რომელსაც, მართალია, ჯერ მოგება არ მოაქვს, მაგრამ უკვე უახლოეს ხანში უნდა ჩამოყალიბდეს სავსებით პერსპექტიულ საქმიანობად.

ალექსმა დაარსა კომპანია სახელწოდებით Bad Times Bootcamp. ეს არის ისეთი ადამიანების გაერთიანება, რომლეთაც დაკარგეს სამუშაო და ყოველ დილას ალექსის ჯგუფში სპორტით არიან დაკავებულნი. თუმცა, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს არის კიდევ ერთი ჩვეულებრივი საპორტული გაერთიანება. სრულებითაც არა. ალექსის ჯგუფი ეს არის კიდევ ურთიერთობაც, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს იყვნენ როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ტონუსში. ჯერჯერობით ლაიტი Bad Times Bootcamp-ით ფულს ვერ აკეთებს, რადგან მასში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ ახალგაზრდა საქმოსნის გეგმებშია პროექტში სპონსორების მიწვევა, ხოლო შემდეგ მის უფრო მასიურად გადაქცევა ისეთ ადამიანებზე ორიენტირებითაც, რომლებსაც აქვთ სამუშაო. ახლა მთავარია ასეთ სიტუაციაში მოტივაციის მოფიქრება.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge