ყველა ადამიანი როდი დადის სატრენაჟორო დარბაზებში ან დარბის პარკში. ზოგიერთი უპირატესობას სახლში ვარჯიშს ანიჭებს, იყენებს რა ამისათვის ისეთ კლასიკურ ტრენაჟორებს, როგორიცაა ველოსიპედი ან სარბენი ბილიკი.
სწორედ ასეთი ხალხისათვის კომპანია Virtual Active-მ წარმოადგინა თავისი პროდუქტი. ეს არის სისტემა, რომელიც კომპიუტერული მოწყობილობის ეკრანიდან (მაგალითად, iPad, PlayStation 3) იძლევა თავისი თავის ქუჩაში მორბენლად წარმოდგენის საშუალებას.
დიახ, Virtual Active ვირტუალური სისტემაა, რომელიც მოგანიჭებთ ახალ შეგრძნებებს ჩვეულ ტრენაჟორებზე ვარჯიშისას. უბრალოდ, ვირჩევთ Virtual Active-ის ერთერთ ლოკაციას, მაგალითად, ვენეციას და დავრბივართ ამ ქალაქში.
იმავდროულად თქვენი გაჯეტის ვებ-კამერა თვალყურს ადევნებს ტემპს, როგორითაც დარბიხართ, და ასევე უყურებს, ხომ არ გაჩერდით. სურათი იმოძრავებს უშუალოდ მოწყობილობაზე თქვენი მოძრაობის სიჩქარის გათვალისწინებით. ხოლო თქვენი გაჩერებისას ისიც გაჩერდება ადგილზე.
მოკლედ, სახეზეა სრული დასწრების ეფექტი. Virtual Active-ს კატალოგში ასეთი ლოკაციები უამრავია.ამასთან, არის პროგრამები, სადაც თქვენ დარბიხართ დამოუკიდებლად ან კიდევ მწვრთნელის დახმარებით.
ლოკაციების თითოეული ნაკრები მიეწოდება ისეთი ტიპის ვარჯიშებთან ერთად, რომელშიც შედის სირბილი, ველოსიპედი და ზოგიერთი სხვა. შემდეგ გადაიხდება ლოკაციის საფასური ან შეიძინება DVD (ეს ცოტა უფრო ძვირია, ვიდრე ჩამოტვირთული ლოკაცია, რადგან დისკიც და ადგილზე მიტანაც ფასიანია).
უკვე ახლავე შეიძლება ითქვას, რომ Virtual Active-ს რაღაც ახალი შემოაქვს სპოტულ ვარჯიშებში, შეიცავს სათამაშო ელემენტსაც. და ეს მუშაობს.
პროექტის გყიდვა მიმართულია არა მხოლოდ შინ მომხმარებლებისაკენ, არამედ სპორტული კლუბებისკენაც, რომელთაც სურთ თავისი მეცადინეობების გამრავალფეროვნება.