ზაფხულის პაპანაქება უკან მორჩა, მაგრამ გაისად ის ხომ ისევ დაბრუნდება. მისთვის მოსამზადებლად სიცხისაგან შეწუხებულ ყავის მოყვარულებს უღირთ, რომ ყურადღება მიაქციონ ცივი ყავის დამამზადებელ სახალისო აპარატს. თავითნახადი ალკოჰოლური სასმელების აპარატის ტრადიციებით დამზადებული Yama Cold Brew Drip Tower-ის ყავის რეაქტორი საშუალებას იძლევა რამდენიმე საათში აავსოს მატონიზებელი სასმელით ერთლიტრიანი კოლბა, შექმნას ქიმიური ლაბორატორიის საიდუმლოებით მოცული ანტურაჟი და გაამხიარულოს სტუმრები.
Yama Cold Brew Drip Tower - ეს არის სადგამი ერთი მეორეზე განლაგებული სამი ჭურჭლით. მისი მხოლოდ შეხედულებაც კი განაწყობს მნახველს მფლობელისადმი პატივისცემით, რომელსაც ნადვილად ესმის ქიმიაც და ალქიმიაც. ზედა ჭურჭელი გამკუთვნილია წყლისა და ყინულის კუბიკებისათვის, შუა - დაფქული ყავისათვის და ქვედა კი მზა სასმელისათვის. ცივი წყალი ზედა კოლბიდან ნელნელა წვეთავს მეორეში, ანოტივებს ყავას, რომელიც ფილტრში გავლის შემდეგ ქვედა კოლბაში ჩაედინება. 5-8 საათის შემდეგ ყავის რეაქტორის გამოსავალთან მიიღება დაპირებული ერთ ლიტრამდე განსაკუთრებული გემოს მქონე ცივი ყავა.
მათ, ვისაც სურთ თავის მოჩვენება ალქიმიკოსად და ყავის გამოხდის დიდოსტატად, შეუძლიათ ტაივანის წარმოების Yama Cold Brew Drip Tower-ის შეძენა ყავის აპარატების მაღაზიაში Clive Coffee (აშშ) სულ რაღაც 220 დოლარად.