ჩვენ ყოველდღე უამრავ საღებავს მივირთმევთ. ისინი ძირითადად ნატურალურია, რადგანაც ჩვენს გარშემო მცენარეებიც მრავალფეროვანია. თუმცა, ჩვენს დროში კვების მრეწველობა იყენებს არც ისე ცოტა ხელოვნურ საღებავებსაც, რომელთა უსაფრთხოებაც ეჭვებს იწვევს. ამას ხელს უწყობს გერმანული კომპანია Deli Garage, რომელიც სხვადასხვა კულინარულ საშუალებასთან ერთად საკვებ საღებავებსაც აწარმოებს.
საღებავში Food Finish უპირველესად აღსანიშნავია ფერების გამა, რომლებიც სერიაში 4 მეტალის ელფერით: ოქროსფერი, ვერცხლისფერი, წითელი და ცისფერი. მათი დანიშნულებაა კერძებისათვის დაუვიწყარი შესახედაობის მიცემა. მართლაც, შეუძლებელია თვითნაბადი ოქროსფერი ქათმის დავიწყება! ისიც კარგია, რომ Food Finish-ს უმატებენ მხოლოდ შესახედაობისათვის, ხოლო ამ საღებავს სრულებით არ გააჩნია გემო და სუნი.
საღებავს ადებენ საკმაოდ ჩვეულებრივი მეთოდით - პატარა ბალონიდან დასხურებით. ამასთან, შეღებვა შეიძლება ყველაფრის - გამოცხობილი ცომეულის, ხორცის, ბოსტნეულის, ხილის. მაგრამ მის შედგენილობაში უამრავი „E"-ს არსებობა მაინც დამაფიქრებელია.
საკუთარი თავი რომ იგრძნოთ კრეზად, საჭიროა ერთ ფლაკონში მხოლოდ 24,8 ევროს გადახდა.