მეწარმეთა მუდმივი მისწრაფებები შექმნან მასებისათვის ახალი საინტერესო პროდუქტები ხანდახან მხიარულ კაზუსებამდე მიდის. მაგალითად, ამერიკულმა კომპანიამ Parker's Crazy Cookies (ითარგმნება, როგორც „პარკერის გიჟი ნამცხვრები") ყველა მსურველს სთავაზობს მხიარულ კანიბალებში გაწევრებას. რასაკვირველია, არავის არ მოუწევს ადამიანების შეჭმა, მაგრამ, აი, თავისი მეგობრების, კოლეგების და ნათესავების ფიგურების ფორმის ნამცხვრებს კი შესაჭმელ სუვენირებად კი შემოგთავაზებენ.
Parker's Crazy Cookies-ში მზად არიან ადამიანის ფოტოდან ორიგინალის ზუსტი ასლის ფორმის ნამცვხრის გასაკეთებლად. შემდეგ ნამცხვარს აცხობენ საჭირო რაოდენობით და შემკვეთს სახლში მიართმევენ.
Parker's Crazy Cookies სან-ფრანცისკოს ოლქის ტერიტორიაზე 2006 წლიდან მოღვაწეობს, იღებს შეკვეთებს ფიგურულ ნამცხვრებზე და შემდეგ ყიდის ცალობით ათობით კაფესა და მაღაზიაში. აქ ყიდიან კასტომიზებულ ნამცხვარს ცალს 8 დოლარად, ოღონდ შეკვეთა უნდა იყოს არანაკლებ 150 ცალზე. ასეთი შეკვეთის შესასრულებლად კლიენტმა უნდა გადაიხადოს დიზაინერის მომსახურების 20 დოლარიც.
გარდა ადამიანის ფიგურის მქონე ნაცხვრისა, Parker's Crazy Cookies-ის ასორტიმენტში არის მხიარული თემატური ნაკრებებიც, მაგალითად „ჰიპი", „ძროხები", „შობა", „ჰელოუინი", „ყველა შეყვარებულის დღე" და სხვ.
ყველა ნაკრებს შეიძლება თან ახლდეს პერსონალური მისალოცი ეტიკეტები. თუ თქვენს მიერ დასაჩუქრებული დიდი ხნით არ შეინახავს ნაცხვარს მის ორცხობილა-არტეფაქტად გადაქცევამდე, მაშინ პერსონალური ფიგურული ნამცხვრის მეორე ვარიანტი ამ ადამიანისათვის შეიძლება აღმოჩნდეს სიმპათიური, უჩვეული და გემრიელად მისამრთმევი საჩუქარი.