ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს-იდეა: ოფლიანობის მკურნალობა მიკროტალღებით

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს-იდეა: ოფლიანობის მკურნალობა მიკროტალღებით
 | რეიტინგი 3 

 

სტატისტიკის მიხედვით, ჩვენი პლანეტის მოსახლეობის 3% დაავადებულია ჰიპერჰიდროზით, რომლის დროსაც ოფლის გამოყოფა აჭარბებს ყველა სამედიცინო ნორმას. გასუქებულ ამერიკაში ასეთი პერსონების რაოდენობა კიდევ უფრო მეტია. არსებობს ამ ავადმყოფობის მკურნალობის რემდენიმე საშუალება და მათ შორის ყველაზე ახალია საოფლე ჯირკვლების მიკროტალღებით დასხივება.

ჰიპერჰიდროზს დღესაც მკურნალობენ ძლიერი ანტირესპირანტებითა და ბოტოქსის ინექციებით, რომლებიც ბლოკავენ ოფლის გამოყოფის სიგნალების გადამცემ ნერვებს. მაგრამ ანტირეპრესანტები მუდმივ გამოყენება საჭიროებენს, ხოლო ინექციების გამეორება კი საჭიროა ყოველ ნახევარ წელიწადში. მიკროტალღოვანი დასხივება მოწოდებულია ბოტოქსისათვის კონკურენციის შესაქმნელად. პროცედურა დამუშავდა ამერიკულ კომპანია Miramar Labs Inc.-ში და მას  miraDry ეწოდა. ერთსაათიანი სეანსის განმავლობაში მიკროტალღები ანადგურებენ 22 000-დან 30 000-მდე საოფლე ჯირკვალს, რაც ოფლის გამოყოფას 82%-ით ამცირებს. ორი სეანსი უზრუნველყოფს ხანგრძლივ ეფექტს, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში.  miraDry-ს პლუსებიდან უნდა აღინიშნოს აგრეთვე აპოკრინული ჯირკვლების განადგურებაც, რომლებიც ცუდ სუნზე არიან პასუხისმგებელნი, და ასევე თმის ფოლიკულების დაზიანებაც, საიდანაც იზრდებიან იღლიისქვეშა თმები. ასე რომ, გამოდის 3 1-ზე.

რასაკვირველია, miraDry-ს აქვს უარყოფითი მხარეებიც. ცხადია, რომ, მიკროტალღები მცირე დამწვრობებსაც იწვევენ და პაციენტმა სეანსის დროს ტკივილი რომ არ იგრძნოს, მას ადგილობრივ ანესთეზიასაც უკეთებენ, მაგრამ დასხივებული ადგილი მაინც შუპდება და იღლიის ქვეშაც მომეტებული მგრძნობელობა მთელი კვირის მანძილზე ნარჩუნდება. გამოკვლევებისას ასევე აღწერილია ხელების დაბუჟების ან ჩხვლეტების შეგრძნებების შემთხვევები, რადგან იღლიების ქვეს საოფლე ჯირკვლების გარდა ხომ ნერვული კვანძებიცაა განლაგებული. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ ეფექტის მისაღებად საჭიროა პროცედურის ორჯერ (და ხანდახან სამჯერაც) ჩატარება, მას სასიანოვნოს ნამდვილად ვერ უწოდებ.

და,როგორც ყოველთვის, საკითხის ერთი მხარე ყოველთვის ფულს ეხება. ოფლიანობისგან მიკროტალღებით განთავისუფლება (ორი სენასი) 3 000 დოლარზე მეტი ღირს და ამიტომ სადაზღვევო კომპანიები.მას არ ეკარებიან. ბოტოქსის გამოყენება კი 1 000 დოლარამდე ღირს და ხშირად იფარება სამედიცინო დაზღვევით.

როგორც Wall Street Journal იუწყება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ხელისუფლებმა უკვე დართეს miraDry-ს ნება, ექიმები არ ჩქარობენ მიკროტალღების გამოყენებას. დღემდე ყველა ჩატარებული გამოკვლევა დასპონსორებული იყო Miramar Labs-ის მიერ, ხოლო ექიმები ელოდებიან დამოუკიდებელ მონაცემებს, რომლებიც მოიცავენ პაციენტებზე უფრო ხანგრძლივ დაკვირვებებს.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge