ცხოვრების განმავლობაში ნებისმიერი ქალი ერთხელ მაინც უსვამს საკუთარ თავს კითხვას: „რა ვჭამო ისეთი, რომ გავხდე?". და ამ მრავალტანჯულ ქალებს რას აღარ სთავაზობს სილამაზის ინდუსტრია „იდეალური" წონის მისაღწევად: უცნაური დიეტებიდან დაწყებული მახვილგონივრული გაჯეტებით დამთავრებული. ამჯერადმ არც ისე დიდი ხნის წინ გახდომის დამხმარე საშუალება გამოშვებულია პარფიუმის სახით - Prends moi მსოფლიოში პირველი არომატია, რომლის მიზანია სწორედ გახდომის ხელშეწყობა.
ეა არომატი შედგენილია ფრანგული პარფიუმერული კომპანია Robertet для Velds-ის სპეციალისტების მიერ. მწარმოებლები ამტკიცებენ, რომ არომატი შექმნილია გახდომის პროცესით სიამოვნების მისაღებად, რადგან მის შესაქმნელად გამოიყენეს არომათერაპიისა და ნეიროკოსმეტოლოგიის უახლესი მიღწევები. პარფუმის შედგენილობაში შემავალი კომპონენტები ათავისუფლებენ ბეტა-ენდორფინებს, რომლებიც თავის ტვინში აგზავნიან სიამოვნების სიგნალებს და დაკმაყოფილების გრძნობას, რის გამოც გამოირიცხება სტრესის ფაქტორი. სუნამოში შემავალი კოფეინი, კარნიტინი და სპირულინას ექსტრაქტი ააქტივებენ ორ საკვანძო ფერმენტს, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული ცხიმების დაშლასთან. არომატის ზედა ნოტების შედგენილობაში შედის ბერგამოტი, მანდარინი და გრეიპფრუტი. Prends moi-ის საბაზო ნოტები აერთიანებენ მუშკს, ვანილს, პაჩულასა და სანდალოზის ხეს.
კომპანია BIO-EC-ის მიერ 17-დან 70 წლამდე ასაკის ქალებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ მათ 75%-ში შემცირდა ჭამის მოთხოვნილება, ხოლო 73%-მა ამ ტუალეტის წყლით სიამოვნებაც მიღო. და ერთი ფლაკონის ფასიც არ აფუჭებს გუნებას - FragnanceShop-ის საიტზე ის სულ 30 ფუნტი ღირს.