მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს-იდეა: როგორ გამოიმუშაოს ფოტოგრაფმა ქსელში ფული?
ბიზნეს-იდეა: როგორ გამოიმუშაოს ფოტოგრაფმა ქსელში ფული?
| რეიტინგი 3
საშუალებები, რასაკვირველია, ძალიან ბევრია. შეიძლება საკუთარი საიტის ან ბლოგის შექმნა, რომელთა საშუალებითაც შეიძლება საკუთარი მომსახურების შეთავაზება, რასაც აკეთებს თითქმის ყველა თანამედროვე ფოტოგრაფი. დღეს მინდა მოგიყვეთ შემოსავლის რამდენიმე განსხვავებული ხერხის შესახებ, რომლებიც ე .წ. პასიურებს მიეკუთვნებიან, რაც ნიშნავს, რომ მაშინაც მოგცემთ შემოსავალს, როდესაც არ იმუშავებთ.
ჩამდინარე ფოტოები.არ არსებობს არცერთი ერთი ფოტოგრაფი, რომელსაც არ სმენია ფოტობანკების შესახებ. ეს ისეთი საიტებია, რომლებიც წარმოადგენენ შუამავლებს ფოტოგრაფსა და გამომცემლობას შორის მათთვის ფოტოების მისაყიდად. ამ უკანასკნელთ ეს იმიტომ სჭირდებათ, რომ ჟურნალის ახალ ნომერში ჰქონდეთ პროფესიონალურად შესრულებული ფოტოები. ცალკეულ ფოტოგრაფთან დაკავშირება გამომცემლობისათვის წამგებიანია, რადგან დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ ისინი მაშინვე მიმართავენ ფოტობანკებს, რომლებშიც ფოტოების დიდი არქივებია წარმოდგენილი.
ფოტოგრაფებისათვის ფოტობანკები დამატებითი შემოსავლების წყაროა. და რაც მას მოეთხოვება, ეს არის მხოლოდ კარგი ფოტოების კეთება და ფოტობანკში დადება, რომლებმაც შეიძლება დააინტერესონ რედაქტორები. თითოეული თავისი ფოტოსათვის ავტორი გარკვეულ პროცენტს იღებს. თუმცა, აქ უნდა გათვალისწინებულ იქნეს ის ფაქტი, რომ ყველა ფოტო არ გაიყიდება. ამიტომ სურათები ისეთ თემებზე უნდა გაკეთდეს, რომ რაც შეიძლება მეტი რედაქტორი დააინტერესოს. ყველაზე პოპულარული თემებია გლამური და ბიზნესი.
რა ფული შეიძლება მოიტანოს ჩამდინარე ფოტოგრაფიამ? ადამიანთა უმეტესობისათვის 100 დოლარამდე თვეში. მაგრამ არსებობს სასიამოვნო გამონაკლისებიც, რომლებიც თვეში რამდენიმე ათას დოლარს გამოიმუშავებენ. ეს კი უკვე არც ისე ცუდი ხელფასის ტოლია.
დღეისათვის არსებობს რამდენიმე მსხვილი მსოფლიო ფოტობანკი, რომლებზედაც ღირს ყურადღების მიქცევა და ჩემი რჩევა იქნება ყველა მათგანზე დარეგისტრირება, რადგან ადვილი შესაძლებელია, რომ ზოგი ფოტო გაიყიდება ერთ საიტზე, სხვებზე კი არა. ფოტოების ბაზარზე უმსხვილესი მოთამაშეებია Dreamstime, iStockPhoto, Fotolia და ShutterStock. ეს უკანასკნელი მიჩნეულია მსოფლიოს უმსხვილეს ფოტობანკად. ოთხივე საიტზე რეგისტრაციის პირობები განსხვავებულია.
ზემოთ უკვე ავღნიშნე, თუ რომელი თემებია ფოტოების ყველაზე პოპულარული გასაყიდად. დამატებით მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე გაყიდვადი ფოტოების ShutterStock-ის რესურს-საიტი (http://submit.shutterstock.com/top50.mhtml)
ჩამდინარე ფოტოგრაფია დამატებითი შემოსავლის მშვენიერი შესაძლებლობაა. მაგრამ აქაც თავს იჩენს ზოგიერთი პრობლემა. ფოტოგრაფებს შორის კონკურენცია დღიდღე იზრდება და ასეთი საიტებიდან მუდმივი შემოსავლისათვის ძალზე ბევრი მუშაობაა საჭირო, რაც ნიშნავს ყოველთვიურად უმაღლესი ხარისხის ფოტოების რეალიზებას. ძალზე მნიშვნელოვანია მასიურობაც, რადგან ერთი ფოტოს ფასი საკმაოდ დაბალია. რასაკვირველია, არსებობს იმის ალბათობა, რომ ფოტოსურათი ბესტსელერად იქცეს, მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი მოვლენაა. ასე რომ, დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ ჩამდინარე ფოტოები დამატებითი შემოსავლის მშვენიერი შესაძლებლობაა, მაგრამ იგი უზარმაზარ მუშაობას მოითხოვს.