ჩვენ ხშირად ვყიდულობთ წიგნებს, მაგრამ მაშინვე არ ვიწყებთ მათ კითხვას. და ისინი თაროებზე თავის რიგს ელოდებიან თვებით, წლობით... ხანდახან კი საერთოდ ვერ ეღირსებიან მკითხველის ყურადღებას. ავტორებისა და გამომცებლებისათვის ამაში კარგი არაფერია, რადგანაც წაუკითხავი წიგნი ნიშნავს იმას, რომ შემდეგი გამოცემა საერთოდ აღარ გაიყიდება. არგენტინულმა გამომცემლობამ Eterna Cadencia მოიფიქრა, თუ როგორ მისცეს სტიმული წიგნების წაკითხვას მათი შეძენის შემდეგ.
მათ გამოუშვებს თანამედროვე ლათინოამერიკელი მწერლების ანთოლოგია და ბეჭდვისას გამოიყენეს განსაკუთრებული მელანი, რომელიც ქრება ქრება სინათლისა და ჰაერის ზემოქმედებით. სტამბიდან წიგნები წყალგაუმტარი შეფუთვით გამოდის და თუ ის დაირღვევა, წიგნში ნაბეჭდი ტექსტი ფურცლებიდან უკვე 2 თვეში გაქრება. ასე გადაწყვიტა Eterna Cadencia-მ მკითხველთა სტიმულირება ახალგაზრდა მწერლების შემოქმედების გასაცნობად.
ჩვეულებრივ, წიგნი ფასობს იმით, რომ მისი წაკითხვა შეუძლია რამდენიმე ადამიანს და არაერთჯერ. ამ შემთხვევაში ჯერ გაურკვეველია, თუ რა უფრო ძლიერი გამოდგენა - გაქრობადი ყიდვის დემოტივაცია მისი ხელმეორედ წაკითხვის შეუძლებლობის გამო თუ მოწონებული გამოცემის შეძენა უფრო გრძელვადიან გამოცემაში. როგორც ყოველთვის, ამას ექსპერიმენტი უჩვენებს.