ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს-იდეა: გაკეთებულია ციხეში

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ბიზნეს-იდეა: გაკეთებულია ციხეში
 | რეიტინგი 3 

 

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ციხეში ბევრი ოქროსხელება ოსტატი ზის. ამასთან, ციხეში ჯდომა მავანთათავის რაღაც რომანტიკასთან ასოცირდება. სხვანაირად არც იარსებებდა ესოდენ პოპულარული ბანაკის შანსონი და შავი რეპი (ჩავარდნილ შარვლებთან ერთად). აქედან გამომდინარე, წარწერა „გაკეთებულია ციხეში" შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბრენდინგის ელემენტადაც და არსებობს ციხეში შექმნილი ტანსაცმლისა და აქსესუარების ბიზნეს-ნიმუშებიც.

ჯერ კიდევ 1988 წელს რომში გამოჩნდა  ყოფილი და მომქმედი პატიმრების მიერ ჩამოყალიბებული კოოპერატივი „რებიბია", რომელმაც სავაჭრო ნიშნით მარკით Made in Jail დაიწყო თერმობეჭდიანი მაისურების გამოშვება. შემდეგ მან დაიწყო პროდუქციაზე დაკვეთების დაგზავნა იტალიის სხვა ციხეებშიც  და ასორტიმეტს შეემატა ქვედა თეთრეული, ფეხსაცმელი, გალანტერეა და თოჯინებიც კი.

აპენინის ნახევარკუნძულის მულტიბრენდულ და რომის 2 მონობრებდულ მაღაზიებში Made in Jail-ის პროდუქცია ზომიერ ფასად იყიდება. საწარმოს ძირითადი მიზანია პატიმართა რეაბილიტაცია და, აქედან გამომდინარე, ამ საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი ნაწილდება კოოპერატივის წევრებს შორის. უნდა კი ითქვას, რომ მიუხედავად ამდენი ხნის ისტორიისა, მისი კომერციული წარმატებები არც ისე შთამბეჭდავია.

სულ ახალი წამოწყებაა ესტონური მარკა Heavy Eco, რომლითაც კომპანია Laurus Ethica  ასევე პატიმართა ძალებით აწარმოებს იგივე მაისურებს, ტრუსებს, საფულეებს და ჩანთებს. ჩანთების ნედლეულად გამოიენება ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი სარეკლამო ბანერები და ამიტომ ძნელია იმის წინაწსწარ გაჭვრეტა, თუ რა აღმოჩნდება შეკვეთილ ჩანთაში. ეს შეიძლება იყოს ბრუს უილისის ჭაღარა  ან რომელიმე ლამაზმანის სხეულის მადისაღმძვრელი ნაწილი.

Heavy Eco-ს ყველაზე საინტერესო პროდუქცია მაისურებია, რომლებიც მზადდება ინდური კანაფისაგან, ხოლო სურათებად მათზე დაიტანება რუსული ციხის ტატუირებები, რომლებიც ყვებიან პატიმრის კრიმინალურ წარსულზე და ციხის დღევანდელ ცინამდვილეზე.

ესტონელთა მიდგომა უფრო გლობალურია. ისინი ამბობენ, რომ პროდუქციის ნახვა შეიძლება რამდენიმე ევროპულ ქვეყანაშიც. არც ისე მცირე ფასიანი მაისურებით (29 გირვანქა) Laurus Ethica-ს იმედია აქვს ევროპელების მოხიბლვის იმ ფაქტით, რომ მოგების ნახევარი მოხმარდება ობოლი და უსახლკარო ბაშვების ორგანიზაციებს,  ამის ახსნა მარტივია, რადგან ციხეში გზა ბავშვობიდან იწყება. და თვინონ პატიმრებიც გამოიმუშავებენ „თამბაქოს" ფულს".

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge