მისამართი: ბიზნესის ალქიმიაბიზნეს იდეებიბიზნეს-იდეა: ახალი მასალა დეკორატიული გაწყობისათვის
ბიზნეს-იდეა: ახალი მასალა დეკორატიული გაწყობისათვის
| რეიტინგი 3
Decorbish - ეს არის დეკორატიული გაწყობისათვის განკუთვნილი უნივერსალური ორკომპონენტიანი მასალა მაგნეზიალური წებვადი ასაკრავისა და მინერალ ბიშოფიტის ბაზაზე. მწარმოებლის აღწერილობით, მისით შეიძლება ნებისმიერ მინერალური ფუძის დაფარვა (გაჯით შელესილი კედლის, ბეტონის, აგურის). ამ მასალას გააჩნია უფრო ხანგრძლივი პლასტიური ცხოვრება მისი ნარევის მომზადების მომენტიდან დაფარვის დაწყებამდე (თაბაშირის საფუძველზე დამზადებული მასალებისგან განსხვავებით), ხოლო სიმტკიცის აკრეფის შემდეგ (30 დღე) ამ მაჩვენებლით ის ბეტონსაც კი არ ჩამოუვარდება. Decorbish მდგრადია წყლის ნავთობპროდუქტების და თემპერატურის მიმართ, რადგანაც ცეცხლ- და თბოგამძლეა.. ამ ყველაფერთან ერთად მას კარგი დეკორატიული თვისებებიც გააჩნია. Decorbish-ით შესაძლებელია ბევრი ბუნებრივი მასალის იმიტირება - ხიდან ნატურალურ ქვამდე, ადვილად იღებს ფორმას და მისი მიცემისას ზუსტად გადმოსცემს ნაკეთობის სტრუქტურას.
არ იმტვერება და არ ჯდება. ახალი დეკორატიული მასალის შედგენილობაში შემავალი ბიშოფიტი გამოიყენება მედიცინაშიც. ამიტომა, ახალი მასალით გაწყობილი სახლის მობინადრეებს ექნებათ სასარგებლო იონიზებული ჰაერი, დაცულები იქნებიან ობისგან, სოკოებისგან, მწერებისაგან და მღრღნელებისგანაც.
Decorbish-ის გამოიყენება როგორც შიდა, ისე გარე დეკორირებისათვის: რელიეფების, ფრესკების, კოლონებისა და ქანდაკებების შესაქმნელად; ბუხრებისა, საუნების, აბანოებისა და აუზების გასალამაზებლად.