ვაჟა-ფშაველას 16 / 811
|
|
0322305212
+995593188661
|
შპს "სპარ" წარმოადგენს მრავალფუნქციურ კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა არაფორმალური სწავლა-განათლება საქართველოში. ჩვენთან ფუნქციონირებს სხვადასხვა სასწავლო კურსები და ტრენინგები. ჩვენი სასწავლო ცენტრი ორიენტირებულია შემოიღოს თანამედროვე, მსოფლიოში აპრობირებული სასწავლო კურსები და პროგრამები, პარალელურად ვცდილობთ სასწავლო კურსი შევუსაბამოთ საქართველოს ბაზარზე ამჟამად არსებულ მოთხოვნებს, რომლებიც დღითიდღე უფრო მომთხოვნი ხდება ხარისხისადმი. კომანიის სხვა მიმართულებებია: ვებ სტუდია, უძრავი ქონების სააგენტო, მწვანე ბარათის გათამაშება.
ჩვენს სასწავლო კურსებზე გავრცელებულ სასწავლო პროგრამებთან ერთად წარმატებით მოქმედებს სხვადასხვა ინოვაციური სასწავლო კურსები და ტრენინგები, რომლებიც პასუხობენ თანამედროვე სტანდარტებს ამ სფეროში. ჩვენი პროგრამები განსხვავებულ აზროვნებას აძლევენ ადამიანებს, რომ მათ ნათლად შეაფასონ თავისი მდგომარეობა და გამოიმუშაონ უნარი თავისი ძალებით მიაღწიონ საკუთარ ფინანსურ დამოუკიდებლობას. ამ ტიპის ინოვაციურ სასწავლო კურსებს წარმოადგენენ: ელექტრონული კომერცია, Forex და საფონდო ბირჟებზე ვაჭრობა და სხვა. პარალელურად ჩვენს სასწავლო ცენტრში მოქმედებს სტანდარტული პროფესიული კურსები: საბუღალტრო აღრიცხვა, საბანკო საქმე, ოფის და ადმინისტრაციული მენეჯერის სასწავლო კურსი, ტურიზმის საქმე, გაყიდვების მენეჯმენტის კურსი, მარკეტინგის კურსი, HRM-ადამიანური რესურსების მართვის სასწავლო კურსი, კორპორატიული მენეჯმენტის და სხვა საოფისე მიმართულების სასწავლო კურსები და ტრენინგები, განსაკუთრებული მოთხოვნილება არის და წარმატებით მოქმედებს კომპიუტერული ტექნოლოგიების სხვადასხვა მიმართულებების სასწავლო პროგრამები და კურსები..
ჩვენ გვყავს კვალიფიცირებული, გამოცდილი კადრები და სასწავლო კურსის დამთავრების შემდეგაც სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ კომპეტენტური რჩევები და რეკომენდაციები ამა თუ იმ საკითხის შესახებ. ჩვენი კომპანია უკვე 10 წელია მოღვაწეობს საგანმანათლებლო სფეროში და მყარად გვაქვს დაკავებული ჩვენი ადგილი.
ჩვენს სასწავლო ცენტრს აქტიური ურთიერთობა აქვს საქართველოში არსებულ ბევრ ქართულ თუ უცხოურ კომპანიებთან. ახლო მომავალში მათი სურვილიდან გამომდინარე ჩვენ საუკეთესო კურსდამთავრებულებს სიამოვნებით გავუწევთ რეკომენდაციას მათი დასაქმების მიზნით, რასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ეს კომპანიები.
ამჟამად ჩვენი კომპანიის ბაზაზე იქმნება ახალი სამსახური, რომლის მიზანი იქნება სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტუდენტების დახმარების გაწევა დასასაქმებლად. ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ წარჩინებული კურსდამტავრებულების მონაცემთა ბაზას, რომელიც სურვილის შემთხვევაში წარედგინება სხვადასხვა კომპანიებს, კომპანიების მხრიდან მოხდება მათთან გასაუბრებები და საჭიროების შემთხვევაში ცაუტარდებათ დამატებით ტრენინგები, რომ მათ სტუდენტებმა მაქსიმალურად შეძლონ და დააკმაყოფილონ ამ კომპანიების მოთხოვნები.
ჩვენთან ასევე წარმატებით მოქმედებს საზღვარგარეთ დასაქმების პროგრამა Au-Pair (ძიძად მუშაობა / პარალელურად სწავლა). სრული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სპეციალურ გვერდზე: http://aupair.spar.ge