მისამართი: ბანკები და ფინანსებიკრედიტის ალქიმიაღირს თუ არა კრედიტის აღება ახლა? ექსპერტის აზრი
ღირს თუ არა კრედიტის აღება ახლა? ექსპერტის აზრი
| რეიტინგი 3
ეკონომისტმა პავლე ტრუნინმა მოყვა, თუ როგორ შეიცვლება განაკვეთები კრედიტებზე, რა უნდა ქნან მათ, ვინც ბანკიდან სესხი ვალუტაში აიღო, და ღირს თუ არა იპოთეკის აღება არსებული დანაზოგების გადასარჩენად.
ვალუტის კურსების რყევებს სერიოზული კორექტივები შეაქვთ ადამიანთა ცხოვრებაში. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თქვენ ფიქრობდით იმაზე, რომ აგეღოთ ფული ბანკში საცხოვრებლის, მანქანის ან უბრალოდ საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, დღეს კი ჩაბმა ისტორიაში სახელად „კრედიტი“უკვე აღარ მოჩანს ძალზე მიმზიდველად. ავიღოთ თუ არა სესხი ბანკში? მოდით, დავიწყოთ იქიდან, რომ კრედიტი - თვითმიზანი არ არის, , არ ღირს ჩაბმა ამ ისტორიაში იმისთვის, რომ შეძენილი იქნას ისეთი რამ, რაც ძალიან არც კი გჭირდებათ. გასაგებია, რომ თუ თქვენ დააპირეთ კრედიტის აღება უახლოეს ხანში, და ამასთანავე იცით, რომ თქვენი ფინანსური მდგომარეობა არ გაუარესდება, მაშინ ღირს ამის გაკეთება. მაგრამ სიტუაცია ეკონომიკაში ახლა ძალზე ცუდია, და არ არის გამორიცხული, რომ მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა ასევე გაუარესდება.
— ბევრი ადამიანი თუ გადაწყვეტს იპოთეკის აღებას თავისი მცირე დანაზოგების გადასარჩენად ან თუ გაიგებს იპოთეკურ კრედიტზე განაკვეთების ზრდის თაობაზე, თუ იქნება ეს სწორად გადადგმული ნაბიჯი?
— პროცენტი განაგრძობს ზრდას, ყოველ შემთხვევაში, ხანმოკლე პერსპექტივაში. მაგრამ იპოთეკურ კრედიტს, ჩვეულებრივ, იღებენ დიდი ხნის ვადით (10, 10, 20 წლით), და თუ თქვენ იმის იმედი გაქვთ, რო დაფარავთ აღებულ თანხას მთელი ამ ვადის განმავლობაში, მაშინ უნდა გვესმოდეს, რომ ის სიტუაცია, რომელიც ახლა ჩამოყალიბდა, სამუდამოდა რ გაგრძელდება, რომ გარკვეული დროის შემდეგ განაკვეთები მაინც დაიწევს. ამასთან, შეიძლება კრედიტის აღება, დაკარგოთ სამუშაო რაღაც დროის შემდეგ და აღმოჩნდეთ სიტუაციაში, როდესაც არ იქნება ამ კრედიტის მომსახურეობის საშუალება. ამიტომ, ფორმალური თვალთახედვით, დაჩქარებული ინფლაციის, განაკვეთების ზრდის დროს რუბლში აღებული კრედიტი ნამდვილად გამოიყურება მიმზიდველად მიმდინარე სიტუაციაში, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხართ დარწმუნებული თქვენ საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობაში. ყველა სხვადასხვა სიტუაციაშია, და ბევრი რამ არის დამოკიდებული შემოსავლების სიდიდეზე და იმ წილის ოდენობაზე (თქვენი შემოსავლებიდან), რომელსაც თქვენ გადაიხდით კრედიტისათვის. თუ თქვენ ყოველთვიურად ნახევარ ხელფასს იხდით იპოთეკის დასაფარავად, მაშინ სიტუაციის უმნიშვნელო გაუარესებაც კრიტიკულად აისახება თქვენი კრედიტის მომსახურეობის შესაძლებლობაზე.
— რა უნდა ქნან მათ, ვისაც კრედიტი ვალუტაში აქვს აღებული?
— ეს არის მსესხებელთა ყველა მოწყვლადი კატეგორია ამ სიტუაციაში, როდესაც ეროვნული ვალუტა რამდენჯერმე უფასურდება, მაღალია დეფოლტის ალბათობა. ასეთ სიტუაციაში ბანკებისათვის, როგორც წესი, უფრო მომგებიანია კრედიტის რესტრუქტურიზაცია, რაღაცაზე მოელაპარაკოს მსესხებელს, რომ მან რაიმე სახით მაინც გააგრძელოს კრედიტის მომსახურება, ამისათვის კი საჭიროა შეეცადოთ კრედიტის რუბლში გადაყვანა, ან განიხილოთ ეს ბანკთან.
— იმისათვის, რომ კრედიტი გადაყვანილ იქნას რუბლებში, და არ გაქვთ ფული დავალიანების დასაფარავად, თუნ არის საჭირო ახალი კრედიტის აღება, მაგრამ ახლა უკვე რუბლებში?
— ყველაფერი არც ისე მარტივია. თუ თქვენ მიმდინარე კურსის მიხედვით უკვე აღარ გაქვთ კრედიტის მომსახურეობის შესაძლებლობა, მაშინ თქვენ ახალ რუბლში კრედიტსაც ვერ მოემსახურებით, ამით თქვენ მხოლოდ თავს იზღვევთ საკუთარ თავს იმისაგან, რომ შემდგომი გადახდა გაიზრდება რუბლის დაცემის გამო.
— ეს ნიშნავს, რომ უმჯობესია ბანკთან მოლაპარაკება, მაგრამ თუ წამოვა ის ასეთ პირობებში კლიენტთან შეხვედრაზე?
— კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ბანკს არ აწყობს თქვენი გაკოტრება, მისთვის უფრო მომგებიანია თქვენთან მოლაპარაკება რაიმე ურთიერთმისაღებ პირობებზე, მაგალითად, თქვენ უფრო მეტ ხანს მოუნდებით კრედიტის დაბრუნებას და ამით შემცირდება თქვენი რეგულარული გადახდები. როგორც წესი, ბანკები მზად არიან მოლაპარაკებისათვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი კარგად ჩატარდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მაშინვე არ მოგახლიან, რომ არ სურთ არანაირი ვარიანტის განხილვა.