გამარჯობა, ძვირფასო მკითხველი!
მოვიდა რამდენიმე წერილი შეკითხვით, თუ როგორი მოქცევაა საჭირო კონკრეტულ სიტუაციაში - არსებობს მატერიალური მიზანი (მანქანა. ბინა), მაგრამ არ არის საკმარისი ფული მის სრულად გადასახდელად, ანუ მისი ღირებულების მხოლოდ 30-50% და დადგა კითხვა: როგორ მოვიქცეთ უკეთესად? ღირს თუ არა კრედიტის აღება ახლა თუ დააგროვოთ და იყიდოთ მოგვიანებით?
გავუსწრებ მოვლენებს და ვიტყვი, რომ ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ყველაფერი დამოკიდებულია სიტუაციაზე.
მაგრამ მე შემიძლია მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი და მათ საფუძველზე შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.
როგორ ვიყიდოთ სწორად ბინა?
თუ თქვენი მიზანი - ბინაა, მაშინ ყველაზე სწორი იქნება, და ხშირად ერთადერთი სწორი შესაძლებლობა - ბინის კრედიტით ყიდვა. რატომ?
1) უძრავი ქონების %-ით ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე კრედიტის %-იანი განაკვეთი;
2) დანაზოგის დონე (უსაფრთხოსი, დავუშვათ, დეპოზიტის) ასევე უფრო ნაკლებია ღირებულების ზრდის ტემპებზე, ამიტომ უაზრობაა დაგროვება.
გამონაკლისი - თუ თქვენი შემოსავლების ზრდის ტემპები გაცილებით მაღალია უძრავი ქონების ღირებულების ზრდაზე, მაშინ შეიძლება რამდენიმე წლით მოცდა. მაგრამ ასეთი შემთხვევები ერთეულებია.
ამიტომ, თუ პრობლემატურია ბინისათვის ფულის შეგროვება, მაშინ ბინას ვიღებთ კრედიტით. მაგრამ მაშინვე უნდა განისაზღვროს საკუთარი ძალები, ადამიანების უმრავლესობა აკეთებს გათვლას და აგდებს საკუთარ თავს უზარმაზარ ვალებში და სწირავს თავს 20-30-წლიანი ვალის ორმოსათვის.
შეიზღუდეთ თქვენი შემოსავლის 30-50%-ით კრედიტით ყველა ხარჯთან მიმართებაში - ძირითადი ვალისა და პროცენტების გადახდით. დიდად სავარაუდოა, რომ დამატებით მოგახვევენ თავს ბინისა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ასე რომ, ესეც გაითვალისწინეთ. ეს არის კიდევ კრედიტის თანხაზე წლიური +0,5-1%-ის დამატება.
როგორ ვიყიდოთ ავტომანქანა სწორად? თუ თქვენი მიზანს ავტომანქანა წარმოადგენს. უძრავი ქონებისგან განსხვავებით, ეს არც ისე სასიცოცხლოდ აუცილებელი მიზანია. უმეტეს შემთხვევებში შეიძლება მოცდა და დაგროვება. თანხა, როგორც წესი, აბსოლუტური გამოხატულებით უკვე მნიშვნელოვნად ნაკლებია.
საერთოდ არსებობს აზრი, რომ მანქანის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს თქვენი წლიური შემოსავლის 50-100%-ს. ასე რომ, დააკვირდით, ხომ არ გაქვთ აქ თქვენ გადაჭარბება. მე გაძლევთ რეკომენდაციას იცხოვროთ შემოსავლების შესაბამისად.
გამონაკლისები, როდესაც კრედიტი გონივრულია:
- ავტოს კრედიტით შეძენა შესაძლებელია პირდაპირ ახლა საბაზრო ფასისგან მნიშვნელოვანი ფასდაკლებით/სარგებლით
- მანქანა მომავალში გაძვირდება მავან მიზეზთა გამო (ბაჟი, დოლარის კურსის ზრდა და ა. შ.).
მაგრამ თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ სარგებელი, რომელსაც თქვენ იღებთ ავტოს კრედიტით შეძენისას, უნდა იყოს იმაზე უფრო მაღალი, რასაც თქვენ გადაიხდით %% და სხვა საკრედიტო ხარჯებს.
ბანკები და ავტოსალონები ძალზე ჭკვიანურად უწევენ ექსპლუატაციას თქვენს გრძნობებსა და ემოციებს, მოგიწოდებენ რა რომ იცხოვროთ ახლა და არა მომავალში. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა.
თქვენ იღებთ სხვის ფულს დროებით, ხოლო იძლევით საკუთარსა და სამუდამოდ!
არ წამოეგოთ ასეთ ხაფანგებს და მიიღეთ გადაწყვეტილება ცივი გონებით. აქ ყველაზე კარგად მათემატიკა მუშაობს: სარგებელი - საკრედიტო ხარჯები => 0, ე. ი. შეიძლება კრედიტის აღება, თუ ნაკლებს აგროვებთ ან უყურებთ უფრო იაფ ვარიანტს. არჩევანი არის ყოველთვის, არ მისცეთ თქვენი ცნობიერებით მანიპულირების საშუალება. თუ როგორ უნდა ამოხვიდეთ ვალის ორმოდან, წაიკითხეთ ჩვენს სტატიაში „ცხოვრება ვალების გარეშე".
მათთვის, ვისთვისაც საინტერესოა ფულის სწორად დაგროვება, საკმაოდ სასარგებლო იქნება წაიკითხოს ჩვენი სტატია „საბანკო დეპოზიტების შესახებ".
კრედიტები მკურნალობისათვის
მაგრამ აქ ძალიანაც ვერ აირჩევ - ჯანმრთელობა ფულზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ხანდახან ასეც ხდება: ან შეძრომა ვალის ყულფში, ან ჯანმრთელობის დაკარგვა (და ღმერთმა ნუ ქნას - სიცოცხლისაც).
შემიძლია მხოლოდ გირჩიოთ, რომ დაგუგლოთ ერთი-ორი დღით სამომხმარებლო კრედიტის აღებამდე. შესაძლებელია, რომ არსებობს უფრო ნაკლებად ძვირადღირებული საშუალებები თქვენი პრობლემის გადასაწყვეტად. ხოლო თუ თქვენ ყველაფერი კარგად გაქვთ, მაშინ ნუ დააყოვნებ და იყიდეთ თუნდაც 1-2 მილიონ რუბლის ღირებულების დაზღვევა უბედური შემთხვევებისაგან. ეს ეღირება რამდენიმე ათასი რუბლი. სამაგიეროდ შემდეგ აღარ აიტკივებთ თავს, თუ სად იშოვნოთ ფული. კიდევ უფრო უკეთესია გქონდეთ სიცოცხლის დაგროვებითი დაზღვევა. უფრო დაწვრილებით იხ. „სიცოცხლის გრძელვადიანი დაგროვებითი დაზღვევა".
როგორ ვიყიდოთ სწორად საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა გაჯეტები?
სამომხმარებლო კრედიტს საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე და ახალი მოდის გაჯეტებზე - ცალსახად არა! ის ამად არ ღირს. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საყოფაცხოვრებო ტექნიკის (გაზქურა, მაცივარი ან სარეცხი მანქანა) შეძენა შესაძლებელია რამდენიმე ათასად და ფულის დაგროვებით, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად უხადოთ ბანკს 20% წლიური ახალი ტექნიკისათვის - ეს სიგიჟეა.
დანარჩენი ნივთები მოიცდიან. თუ ახლა არა გაქვთ ფული იმის შესაძენად, რაც გსურთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ის ჯერ არ გამოგიმუშავებიათ - დაფიქრდით იმაზე, თუ როგორ არის უკეთესი აუცილებელი ფულის გამომუშავება. არ მიაქციოთ ყურადღება შემდეგი ტიპის მოწოდებების რეკლამას: იყიდე iPhone4 კრედიტით ან იყიდე ნოუთბუქი კრედიტით და ა. შ. - არ გადადო და დაიდე ვალები. დაფიქრდით იმაზე, თუ შეედრება თქვენი ნივთის ფლობის სარგებელი ახლა (და არა რამდენიმე თვის შემდეგ) იმას, რომ თქვენ უნდა გადაიხადოთ კრედიტით.
არის მსყიდველობითი მოთხოვნის სტიმულაციის ისეთი სახეობა, როგორიცაა უპროცენტო კრედიტი. მაგრამ ის ყოველთვის საკმაოდ შორსაა უპროცენტოსაგან.
წაიკითხეთ უპროცენტო კრედიტის აღების ჩემი საკუთარი გამოცდილება. ეს იყო ნამდვილი შოუ! „უპროცენტო კრედიტი - ეს ხაფანგია" და „კრედიტი პროცენტების გარეშე - თუ როგორ მომატყუეს მე". წაიკითხეთ და დაფიქრდით, გჭირდებათ კი თქვენ ეს.
კრედიტი რემონტისათვის
როგორც წესი, კრედიტი ბინის რემონტისათვის - არც ეს არის რაღაც სასიცოცხლოდ აუცილებელი (იმის გამონაკლისით, როდესაც შედიხართ ახალ ბინაში, სადაც არ არის არანაირი რემონტი, მაშინ ეს საკითხი უნდა დაუკავშიროთ საცხოვრებლის შეძენის ღირებულებას და მიიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილება). დანარჩენ შემთხვევებში რემონტის გაკეთება ღირს ფულის გაჩენის შესაბამისად ან დააგროვეთ რემონტისათვის და გააკეთეთ ყველაფერი ერთად, თან ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ უნდა იცხოვროთ შესაძლებლობის მიხედვით.
კრედიტი განათლებისათვის
ეს ძალზე ღირსეული რამ არის, მაგრამ აქ ზუსტად უნდა გესმოდეთ, რომ სწავლის დასრულების შემდეგ როდის დაიწყებთ თქვენ ფულის გამომუშავებას და რამდენად რეალურია ეს. თუ ისწავლით 5-6 წლის განმავლობაში შრომითი მოწყობისა და შემოსავლების დონის მტკიცედ დაჯერების გარეშე, მე ფრთხილად მოვეპყრობოდი ასეთ კრედიტებს. მით უმეტეს, თუ იხდიან მშობლები ან ნათესავები, ხოლო თქვენ დამატებით არ მუშაობთ.
თუ პროფესია მოთხოვნადია და თქვენ დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში - მაშინ თქვენთან ყველაფერი კარგად იქნება. თუ არ გაქვთ ასეთი რწმენა, მაშინ ნამდვილად ნუ ჩაებმებით. ისე კი, დასავლეთში კრედიტები სწავლისათვის საკმაოდ გავრცელებულია, რადგანაც განათლება გაცილებით ძვირია ჩვენთან შედარებით. მაგრამ ჩანს, რომ ჩვენთანაც მთელი განათლება გახდება ფასიანი და ძვირადღირებული.
მე, მაგალითად, უკვე ვუგროვებ ჩემს ვაჟს უნივერსიტეტში სწავლის ფულს, თუმცა ის ჯერ მხოლოდ 5 წლისაა. ვაგროვებ სიცოცხლის გრძელვადიანი დაზღვევის მეშვეობით. თუ მე რამე შემემთხვევა და მე ვეღარ შევძლებ შენატანების გაკეთებას (დადგება სადაზღვევო შემთხვევა), მაშინ ჩემი ვაჟის სწავლის ფულს გადაიხდის სადაზღვევო კომპანია.