ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკაკოდორის ხეობის ოკუპაცია და მისი წინაპირობები (ნაწილი II)

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

კოდორის ხეობის ოკუპაცია და მისი წინაპირობები (ნაწილი II)
 | რეიტინგი 3 

  ივლისის ბოლოს სრულდება სოხუმი-ოჩამჩირის რიკინიგზის აღდგენა  და ძლიერდება სროლები ქართული სოფლების მიმართულებით. იმავე თვეში კი ბაღაბში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შტაინმაიერს უარს ეუბნება ევროპული სამშვიდობო მისიის გაძლიერებაზე და ქართულ მხარესთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე. ამას მოყვა შამბას და ბაღაბსი მხრიდან აფხაზური შეიარაღებული ძალების მობილიზება და ბრძოლის დაწყების მზადება.

   შეიარაღებულ კონფლიქტს წინ უძღვოდა დიპლომატიური შეხლა შემოხლაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბათუ ქუთელიამ აფხაზეთის მხრიდან კოდორის დარტყმის შემთხვევაში სოხუმზე იერიშით დაიმუქრა, აფხაზეთის თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარიამ კი ქუთაისამდე ჩამოსვლით იმუქრებოდა, რათქმაუნდა მის მუქარას რუსები უმაგრებდნენ ზურგს.

    შეიძლება ითქვას აფხაზების შესაბამის მომენტს ელოდნენ აგვისტოს დასაწყისში შეტევისათვის რაც დადგა 2008 წლის 7 აგვისტოს როდესაც ქართველებმა ოსების პროვოკაციას უპასუხეს და ცეცხლი გახსნეს ე.წ. სამხრეთ ოსეთში სროლების პარალელურად  12:28 საათზე მთავრდება რუსეთის 58-ე არმიის და აფხაზური ბანდფორმირებების სრული მობილიზება. 8 აგვისტოს აფხაზეთის პრეზიდენტმა ბაღაბშმა ოსების დახმარების მიზნით მოხალისეები გაგზავნა ე.წ. სამხრეთ ოსეთში.

     8 აგვისტოს უკვე აფხაზურ არმიასი 6000 მეომარი ირიცხებოდა რომელთა რიცხვის გაზრდა 30000 მდე შეეძლოთ, რუსებმა გარდა სახმელეტო მებრძოლებისა აფხაზებს სამთო მფრინავებიც გამოუგზავნეს, რუსი სამშვიდობოების რიცხვი 4000  აღწევდა მათი სარდალი იყო გენარელ მაიორი სერგეი ჩაბანი, რომელმაც მეორე ფრონტის გახსნამდე გააფრთხილა გაეროს 15 დამკვირვებელი, რომლებმაც კოდორის ხეობა დატოვეს. ხეობაში შეყვანილი იქნა რუსეთის რეგულარული არმიის კუთვნილი 135 ერთეული მძიმე ჯავშანტექნიკა.

   9 აგვისტოს დილიდანვე დაიწყო დასავლეთ საქართველოს მნისვნელოვანი პუნქტების დაბომბვა რუსული ავიაციის მიერ. 13:41 საათზე დაიბომბდა კოდორის ხეობა. აფხაზეთის გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი ზაიცევმა გასცა ბრძანება კოდორის ხეობისკენ შეტევის შესახებ, სადაც 1000 ჯარისკაცი გაიგზავნა, საჭიროების შემთხვევაში მათი რაოდენობა გაიზრდებოდა. ამ პერიოდში კოდორის ხეობასი ქართველ ჯარისკაცთა რაოდენობა ოფიციალური მაჩვენებელით 4000 შეადგენდა არაოფიციალურად კი მათი რიცხვი 6000 იყო. გარდა ამისა ქართველებს დანაღმული ჰქონდათ აფხაზეთიდან კოდორისკენ მიმავალი გზები.

    9 აგვისტოს მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ზემო აფხაზეთისდაბომბვა, დაიბომბა ომარიშრას აეროდრომი და ზემო აფხაზეთის ცენტრი ჩხალთა. თავის მხრივ კი სერგეი ბაღაფში აცხადებდა რომ ეს აფხაზური ავიაცია იყო და არა რუსული, თუმცა ქართველების მიერ ჩამოგდებულ საფრენ აპარატებზე ვერ ვიტყვით რომ ისინი აფხაზებს ეკუთვნოდა.

   10 აგვისტოს დილიდან ისევ დაიწყო კოდორის დაბომბვა, ქართველებმა 1 მოიერიშე ჩამოაგდეს, იმავე დღეს რუს მოიერიშეებს აფხაზი მებრძოლებიც შეუერთდნენ და სახმელეთო იერიში მიიტანეს ხეობაზე. 11 აგვისტოსაც მსგავსი სცენარით მიმდინარეობდა ბრძოლები: რუსები ჰაერიდან ბომბავდნენ ხეობას აფხაზები კი ხმელეთიდან უტევდნენ ქართველებს.

  10 აგვისტოდან კოდორის ხეობა უკვე იცლებოდა მოსახლებისგან, გაწყვეტილი იყო კავსირი მოსახლეობასა და ქართველ სამხედრო სარდლებს შორის.  მოსახლეობა ძირითადად მესტიის რაიონში გაიხიზნა.

 კოდორის ხეობის ბრძლოებში ხმელეთზე მოქმედებებისას  უპირატესობა ქართველ ჯარისკაცებს ენიჭებოდათ, მაგრამ რუსეთის საჰაერო ძალებმა ამ უპირატესობას ხაზი გადაუსვეს და ამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტეს. ამიტომაც გაჩნდა საშიშროება რომ ქართველი ჯარისკაცები იქ დარჩენის შემთხვევასი მტლიანად იქნებოდნენ განადგურებულნი რუსეთის ავიაციის მიერ, შესაბამისად მოხდა ის რომ ქართულმა ნაწილებმა თითქმის უბრძოლველად დაიწყეს კოდორის ხეობის ნელ-ნელა დაცლა. იყო შეიარაღებული წინააღმდეგობების უმნიშვნელო მცდელობები, რამდენიმე რუსული საფრენი აპარატის ჩამოგდება, მაგრამ რუსების ავაიცია ცაში ბატონობდა და თავისუფლად ახორციელებდა დარტყმებს მათთვის სასურველ წერტილებზე. მაშინ ხალხის გადარჩენის ერთადერთი გზა დანებება აღმოჩნდა, რაც მაშინდელი შს მინისტრის ივანე მერაბიშვილის ვრძანების შემდეგ აღსრულდა, კოდორში მცხოვრები 2000 მოსახლიდან 12 აგვისტოს ადგილზე მხოლოდ 100 ადამიანი იყო. 12 აგვისტოს აჟარაში რუსები და აფხაზები შევიდნენ და აფხაზური დროშა ააფრიალეს. არსებობს ვარაუდი რომ ქართველებმა კოდორის ხეობა თითქმის უბრძოლველად იმიტომ დატოვეს რომ არსებობდა მუქარა რუსების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი თბილისს დაბომბავდნენ.

   როგორც არ უნდა ყოფილიყო 12 აგვისტოს რუსებმა დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები : ფოთი, სენაკი, კოდორი, ზუგდიდი დაიკავეს, ეს უკანასკნელი კი 6 პუნქტიანი ხელშეკრულების მიუხედავად დღემდე არ დაუტოვებიათ.

  აფხაზებს და რუსებს არ სურდათ საერთაშორისო საზოგადოებას ისინი ეთნიკურ წმენდაში დაედანაშაულებნა ამიტომაც ისინი მშვიდობიან მოსახლეობას არ მიჰკარებიან, პირიქით ომის შემდეგ მისინი მოსახლეობას უკან კოდორიში დაბრუნებისკენ მოუწოდებდნენ და არცთუ უშედეგოდ.

   აფხაზები დღემდე ამტკიცებენ რომ კოდორის დაკავებით მათ ქართველების მიერ ოკუპირებული აფხაზური ტერიტორია დაიბრუნეს.

 

 



ავტორი: პავლიკა ჯაგუნავა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge