ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოპოლიტიკასაერთაშორისო გამოხმაურებები 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ (II ნაწილი)

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

საერთაშორისო გამოხმაურებები 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ (II ნაწილი)
 | რეიტინგი 3 

2008 წლის ომს მიეძღვნა არაერთი გამოძიება, რასაც ქართველებს გარდა ცდილობდნენ ევროპელებიც, ამერიკელებიც. ეს მოვლენები გამოიძია აშშ-ს კონგრესმა, უკრაინის რადამ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, „ჰიუმან რაითს ვოჩმა" (Hღჭ), „საერთაშორისო ამინისტიამ", ინგლისის ლორდთა პალატამ და სხვებმა.

გამოძიების მხრივ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა ტალიავინის დასკვნა. ევროკავშირის საბჭოს 2008 წლის 2 დეკემბერის გადაწყვეტილების საფუძველზე ჩამოყალიბდა საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისია (სმკდფდდსმ). მისიას სათავეში ჩუდგა ცნობილი შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი. მისიის მთავარი მიზანი იყო ფაქტები დაედგინა და ის არ წარმოადგენდა ტრიბუნალს. აღვნიშნავ იმ ფაქტსაც, რომ თუ რონალდ ასმუსის შემთხვევაში ავტორს ცალმხრივობაში დებდნენ ბრალს ტალიავინის დასკვნის შემთხვევაში ცალმხრივობა და მიკერძოებულობა გამორიცხულია, რადგან დასკვნაზე მუშაობდა ათობით ექსპერტი, ისტორიკოსი, პოლიტოლოგი. ასე რომ შეუძლებელია ყველას დასდონ ბრალი მიკერძოებულობაში. მისიის მთავარი მიზანი იყო დაედგინა კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და მისი მიმდნარეობა.

დასკვნაში საუბარი იწყება კონფლიქტის ისტორიული, პოლიტიკური და ადამიანური საფუძვლების შესახებ. აღნიშნულია ამ კონფლიქტში რუსეთის როლი, როგორც გარეშე ძალის, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა კონფლიქტში. ომის მიზეზი დასკვნაის ვერსიითაც იყო შემდეგი ფაქტი: საქართველოს არ უნდოდა დაბრუნებოდა რუსეთს და საბჭოთა კავშირს, ამიტომაც იყურებოდა დასავლეთისკენ, რამაც თავის მხრივ რუსეთის გაღიზიანება და კონფლიქტის პროვოცირება გამოიწვია.

დასკვნა ეხმიანება ე.წ. „პასპორტიზაციის" პოლიტიკას რომელსაც რუსეთი კონფლიქტის რეგიონში ატარებდა და რომელიც წინ უძღვოდა კონფლიქტს, მისია ამ ქმედებებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევად და საერთაშორისო სამართლის დარღვევეად მიიჩნევს.

აქვე აღნიშნულია, რომ კონფლიქტისთვის სცენა ორივე მხარეს მომზადებული ჰქონდა, კერძოდ ორივე მხარე ომის წინ აწარმოებდა სამხედრო წვრთნებს: რუსეთი საქართველოს საზღვრებთან აწარმოებდა სამხედრო წვრთნას სახელწოდებით „კავკაზ 2008", თავის მხრვ საქართველოს მიერ წარმოებულ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას არამარტო ქართველი არამედ ამერიკელი, უკრაინელი და ევროპელი სამხედროები იღებდნენ მონაწილეობას. დასკვნაში მოყვანილია ორივე მხარის შეცდომები: ერთის მხრივ საქართველოს შეცდომა, როდესაც მან გამოიყენა ძალა და მეორეს მხრივ რუსეთის რომელმაც არ უპასუხა წერტლოვანი დარტყმებით არამედ თავისი შტევა მთელი ქვეყნის მასშტაბით განავითარა.



კითხვას საქართველომ ძალის გამოყენებით დაარღვია თუ არა საერთაშორისო სამართლის პრინციპები მისია ასკვნის რომ, საქართველო ამ შემთცვევაში მოქმედებდა აბსოლიტურად სამართლებრივათ, რასაც ვერ ვიტყვით სამხრეთ ოსეთის ქმედებებზე, რომელმაც ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიმართ ქმედებებით საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანთა უფლებები დაარღვია. რაც შეეხება რუსებისა და ოსების მტკიცებას ქართველების მხრიდან გენოციდთან დაკავშირებით ამას მისია უარყოფს და მათი არასწორი შეფასებების და ტყუილის საილუსტრაციოდ მოჰყავს რუსების განცხადება, რომლის მიხედვითაც: ომის დასრულებამდე ისინი აცხადებდნენ ,რომ სამხრეთ ოსეთის 2000 მოსახლე იყო ქართველების მხრიდან მოკლული რაც ეწინააღმდეგება მათ საბოლოო ვერსიას, სადაც მოკლულთა რიცხვი 162-ია. ასე რომ ტალიავინის დასკვნა უარყოფს ქართველთა მხრიდან გენოციდს და ამტკიცებს პირიქით - გენოციდს ეთნიკურად ქართველთა მიმართ, საქმე ეხება ახალგორის მიმდებარე ტერიტორიიდან დევნილ ეთნიკურად ქართველებს. შეიძლება ვთქვათ, რომ დასკვნა უარყოფს რუსების მტკიცებას ,თითქოს ომში ისინი იმიტომ ჩაერთნენ რომ ოს მოსახლეობას გენოციდს უწყობდნენ.

აღსანიშნავია დასკვნის ის ნაწილი, სადაც წერია რომ ცეცხლის შეწყვეტის და 6 პუნქტიანი ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ რუსული ნაწილები აგრძელებდნენ ახალი მიწების ოკუპირებას რა მიწებიც ომამდე საქართველოს საქართველოს მთავრობას ემორჩილებოდა. თუმცა მისია არ ამართლებს საქართველოს ბევრ ქმედებას, მაგალითად: ქართველების მხრიდან რუსი სამშვიდობოების წინააღმდეგ საქართველოს ტერიტორიაზე (ოსეთში) ძალის გამოყენებას. გამომდინარე იქედან, რომ მისია ვერ ადასტურებს რუსეთის მხრიდან სავარაუდო სამხედრო მოქმედებებს. შესაბამისად დასკვნის მიხედვით საქართველოს მიერ ცხინვალში რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ ცეცხლის გამოყენება 7-8 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება. მისია თვლის, რომ რუსეთს ჰქონდა უფლება დაეცვა საკუთარი მშვიდობისმყოფელები თუმცა მისი შემდეგი მოქმედებები კანონსაწინააღმდეგო იყო.

მისია მაინც გამორიცხავს რუსეთის მხრიდან ჰუმანიტარულ ინტერვენციას, რასაც რუსები ამტკიცებდნენ და აღნიშნავს მათ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ინტერესებს.დასკვნაში ნახსენებია კოდორის მოვლენებიც, როდესაც აფხაზებმა რუსეთის დახმარებით დაიწყეს ოპერაცია კოდორის ხეობაში, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება იყო.დასკვნაში მრავლად არის აღნიშნული ცალკეული დანაშუალებები როგორიც არის: ძარცვა, გაუპატიურება და ა.შ.

მისია მომხდარ ომზე პასუხისმგებლობას მონაწილე ყველა მხარეს აკისრებს და დასკვნის სახით აღნიშნავს რომ, კონფლიქტში ყველა მხარე დამარცხებული აღმოჩნდა . აგრეთვე დარღვეული იქნა არაერთი საერთაშორისო სამართლის ნორმა, გაფუჭდა ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის, დაირღვა სახელმწიფოთა სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა. აქვე აღნიშნულია რომ მხოლოდ მშვიდობიანი გზით შეიძლება საქართველოში არსებული კონფლიქტის მოგვარება.



ავტორი: პავლიკა ჯაგუნავა
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge