"ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა." - ვკითხულობთ საქართველოს კონსტიტუციის მე-14-ე მუხლში.
ვკითხულობთ და დამთავრდა...
ან არც ვკითხულობთ...
მერე რა, თუ საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია და ყველა უნდა ვიცავდეთ მას.
მერე რა, თუ 21-ე საუკუნეში კანონი ანტიდისკრიმინაციის შესახებ მხოლოდ სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვად აღიქმება... (ასეც რომ იყოს რა?)
მერე რა, თუ ჰომოსექსუალიზმს, ნეკროფილიასა და პედოფილიას ერთმანეთთან აიგივებენ...
მერე რა, თუ მმკ „ჭინჭრებით" დასდევს ხალხს, სამღვდელოება კი - ტაბურეტებით.
მერე რა, თუ ყველაზე გადაჭედილ სატრანსპორტო საშუალებაშიც კი იპოვი თავისუფალ ადგილს ფერადკანიანი ადამიანის გვერდით...
მერე რა, თუ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე „გეი - აღლუმად" აღიქმება.
მერე რა, თუ ევროკავშირში შესვლა „გაპიდარასტებას" უდრის.
მერე რა, თუ ჩემს ქალაქში ბნელა?
ეს საქართველოა!
ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა...
აქ უყვართ ხინკალი, ღვინო და სამშობლო...
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.