ალბათ ყველას გვიფიქრია რა მოხდება ერთ დღეს გავიღვიძოთ და უზრუნველი ცხოვრება გვქონდეს, არ დაგვჭირდეს სამსახურში სიარული და მუდამ ვიმოგზაუროთ, გავერთოთ და უბრალოდ ვისიამოვნოთ ცხოვრებით, თუმცა რეალობა ბევრად განსხვავებულია ოცნებისგან. წარმატების საფუძველი იღბალი და მუდმივი შრომაა, შესაბამისად ნებისმიერი წარმატებული და გავლენიანი ადამიანისთვის დროის ფუჭად ხარჯვა წარმოუდგენელია. მუდმივი შრომა არის გზა მწვერვალისკენ. ვინ შეიძლება ჩავთვალოთ ჩვენი დროის გმირად? ალბათ არავინ, გმირები ხომ მხოლოდ ზღაპრებში არსებობენ, მიუწვდონელნი და იდეალურნი არიან. გმირი არა მაგრამ მისაბაძი ადამიანი გვეგულება კი ვინმე? ალბათ არა, მიბაძო ნიშნავს გაიზიარო სხვისი ხედვები სრულად, რაც წარმოუდგენელია, იკარგება ინდივიდუალურობის განცდა. ჩვენ კი თითოეული განსხვავებულნი ვართ ვიზუალით, აზროვნებით, მისწრაფებებით და სურვილებით. რა განაპირობებს წარმატებას? სწრაფვა მიზნისკენ ყველაფრის ფასად. ხშირად წარმატებულ ადამიანებს უწევთ არჩევანი პირად ცხოვრებას და კარიერას შორის. მუშაობენ 24/7 და არ ფიქრობენ შედეგებზე, ისმის კითხვა ღირს კი ასეთი თავგანწირვა თუ დასასრული მაინც ყველასთვის ერთია, თუმცა ის ნაყოფი რასაც შრომა იძლევა იმდენად ტკბილია ღირს ამად. ხშირად საუბრობენ რა გამოარჩევს წარმატებულ ადამიანს სხვებისგან? მრავალი პუნქტი შეგვიძლია მოვიყვანოთ:
- წარმატებული ადამიანი მუდამ ვითარდება, ის არ კარგავს დროს ფუჭად უსარგებლო საქმეზე
- კითხულობს წიგნებს
- ფიქრობს და რეალობაში ნერგავს სიახლეებს
- უყვარს პოზიტიური ადამიანები და უხარია სხვისი წარმატება
- იცის გამარჯვების ფასი და არ ეგუება დამარცხებას
- ლიდერია, მაგრამ უყვარს გუნდური მუშაობა
- უბრალოდ წარმატებულია...
ჩამონათვალი უსასრულოდ შეგვიძლია გავაგრძელოთ, თუმცა წარმატების საფუძველი ის საქმეა, რასაც ვაკეთებთ. გინახიათ ექიმი ვისაც ადამიანები არ უყვარს? მინახია და არასოდეს ყოფილა წარმატებული, შევხვედრივარ მასწავლებელს ვისაც არ უყვარს ბავშვები და არასოდეს ყოფილა მოსწავლეების მისაბაძი მაგალითი. ყველაზე დიდი ბედნიერებაა აკეთო ის რაც გიყვარს და სწორედ აქედან იწყება გზა დიდებისკენ. თუმცა დღეისათვის ამას ბევრი ვერ ახერხებს, მუშაობენ იქ სადაც არ მოსწონთ, ეპირფერებიან უფროსებს და ასრულებენ დამატებით სამუშაოს ფულის გამო. რეალობაა და თანაც მწარე, აქედან იწყება უკუსვლა და ადამიანის მორალური ნგრევა.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.