ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოსაზოგადოებააგრესიულობა როგორც პიროვნების თვისება.

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

აგრესიულობა როგორც პიროვნების თვისება.
 | რეიტინგი 3 


აგრესიულად მოქმედების ჩვევა აყალიბებს პიროვნებაში განსაკუთრებულ თვისებას-აგრესიულობას. აგრესია და აგრესიულობა არ არის ერთიდაიგივე. აგრესია-არის მოქმედება, ხოლო აგრესიულობა პიროვნების თვისებაა. ნებისმიერი ადამიანი შეიძლება მოიქცეს აგრესიულად გაუთვიცნობიერებლად, მაგრამ მხოლოდ აგრესიულს შეუძლია მიაყენოს ზიანი ან ტკივილი სხვა ადამიანს.

აგრესიულობა-არის აგრესიისადმი მზაობა, აგრეთვე სხვა ადამიანების ქცევების მტრულად აღქმისა და ინტერპრეტირებისაკენ გადახრა. აგრესიულობის განვითარების წინაპირობები იმალება პიროვნების თვისებებში, დადგენილებებში, პრინციპებში, მსოფლმხედველობაში, მაგრამ მისი გამოწვევა გარე პირობებსაც შეუძლია.

დამტკიცებულია, რომ ისეთი სიტუაციური, პიროვნებაზე დამოუკიდებელი ფაქტორები, როგორიც არის ხმაური, სიცხე, დაბინძურებული ჰაერი ან ჰაერის უკმარისობა ზრდის აგრესიის დონეს. ყველაზე კეთილი ადამიანიც კი ხალხით გადავსებულ, დახუთულ ტრანსპორტში იგრძნობს დისკომფორტს, გაღიზიანებას, გაბოროტებას, გაცხარებას.

აგრესიული მოქმედების ფსიქოლოგია ასეთია, რომ თუ ქცევის აგრესიული მოდელი თუ გინდ ერთხელ აღმოჩნდება ეფექტური (მაგალითად ადამიანმა მიაღწია თავის მიზანს ფიზიკური ძალის გამოყენებით), ის გამყარდება მასში.

აგრესიულ ადამიანებს ჩვეულებრივ სხვადასხვანაირად სჯიან. ბავშვს, რომელმაც ცემა სხვა ბავშვი, დააყენებენ კუთხეში, ხოლო ზრდასრულ დამნაშავეს, რომელმაც სხვისი ჯანმრთელობა დააზიანა ან მკვლელობა ჩაიდინა, ჩასვამენ ციხეში.

დასჯის ყველა საშუალება მიმართულია პიროვნების შეცვლაზე, აღზრდაზე, გამოსწორებაზე, მაგრამ ეს საშუალებები იშვიათად არის ქმედითი. ადამიანმა, რომელმაც ისწავლა დარტყმაზე დარტყმით პასუხის გაცემა, აღარ გამოსწორდება, რამდენად დიდი სასჯელიც არ უნდა დაუნიშნონ მას, თუ კი არ იქნება ჩატარებული პიროვნებაზე მუშაობა.

დამოუკიდებლად, საკუთარ თავზე მუშაობა, სხვისი დახმარების და მხარდაჭერის გარეშე, ძალიან რთულია. რთული შესამჩნევია საკუთარი ნაკლოვანებები, განსაკუთრებით თუ კი ისინი გვეხმარება თავის გატანაში, მოაქვთ სარგებელი და ჩვევად არის ქცეული.

ამის მიუხედავად აგრესიული ადამიანები საჭიროებენ პიროვნებისა და ქცევის ფსიქოლოგიურ კორექციას. როგორც წესი, ყველა აგრესორი საჭიროებს ადეკვატური თვითშეფასების, საკუთარ თავში დარწმუნების, ცხოვრებაზე ჯანსაღი ხედვის, ქცევის ახალი მოდელების ჩამოყალიბებას.

აგრესიული ქმედების ფესვები შეიძლება ძალიან ღრმა იყოს და მხოლოდ ფისქოლოგიური კორექცია არ იყოს საკმარისი. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქოთერაპევტს. ხოლო თუ აგრესიული ქმედება განპირობებულია რაიმე ფსიქიკური დაავადებით, საჭირო გახდება ფსიქიატრის დახმარება.

 



ავტორი: geogeneral
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge