მოტივაცია აუცილებელი დეტალია ადამიანის ცხოვრებაში. როდესაც შეიმჩნევა ინტერესის დაქვეითება, არაეფექტური მუშაობა, არ ხდება შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება. ასეთ დროს მოტივაციას შეუძლია ყველა ზემოთაღნიშნული პრობლემის მოგვარება, მოტივაციის სწორად შერჩეულ და სიტუაციაზე მორგებულ თეორიას.
დღემდე არსებულ თეორიებს, შორის, რომლებიც სხვადასხვა მოსაზრებებს გამოხატავენ თუ გამოთქვამენ მოტივაციის შესახებ, გამოირჩევა ვიქტორ ვრუმის მოლოდინის თეორია. რომლის მიხედვითაც დაქირავებულების მოტივაცია იზრდება, როცა გამოჩენილი ძალისხმევის შედეგი შესრულებული სამუშაოს კარგი შეფასება იქნება. ინდივიდის აღქმაში იარსებებს კავშირი სამუშაოს შესრულებასა და ჯილდოს შორის: გარკვეულ დონემდე სამუშაოს შესრულება სასურველ შედეგამდე მიიყვანს მას. იქნება ეს პრემია, გაზრდილი ხელფასი, დაწინაურება. ორგანიზაციული ჯილდოებით კი ადამიანი პირადი მიზნებისა თუ საჭიროებების დაკმაყოფილებას შეძლებს.
თანამშრომლების მოტივაციის ამაღლების პირველი ეტაპი არის მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. ხშირად პერსონალი შემართებით არ მუშაობს, რადგან მათი პოტენციალი ვერ ფასდება სათანადოდ. ეს დაბრკოლება იწვევს მუშაობის ხარისხის დეფიციტს. ისინი უკეთ იმუშავებენ თუ ეცოდინებათ, რომ წვლილი შეაქვთ კომპანიის განვითარებაში.[1]
პერიოდულად შესრულებული სამუშაოს არ დაფასების გამო ქრება მუშაობის ნებისყოფა და განწყობა. წახალისება დაქირავებულს მატებს თვითდაჯერებულობას და უკეთესად მუშაობის ხალისს. ის უფრო მეტს აიღებს თავის თავზე, ეს ყველაფერი ორგანიზაციულ ჯილდოსთან იქნება დაკავშირებული.
ორგანიზაცია დაინტერესებული უნდა იყოს, თანამშრომლების პროდუქტიულობასა და ინტერესის ამაღლებაში. მოტივაცია ორმხრივია და ეხმარება როგორც დაქირავებულებს, ასევე მთელ კომპანიას.
ინტერესს იწვევს ასევე ყველაზე ცნობილი მოტივაციის თეორია საჭიროებათა იერარქიიის შესახებ. რაც წარმოადგინა ფსიქოლოგმა - ალბერტ მასლოუმ 1943 წელს ადამიანის მოტივაციის თეორიის სახელწოდებით. მასლოუს მოტივაციათა იერარქიას საფუძვლად ედო ადამიანების ქცევის და ცხოვრების შესწავლა და დაკვირვება. მასლოუს იერარქია არის პირამიდის ფორმის, რომლის ყველაზე დიდი და ფართო ნაწილი, ყველაზე ფუნდამენტური და საწყისი საჭიროებებია, ხოლო პირამიდის მწვერვალზე მოთავსებულია ადამიანის ის საჭიროებები, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულ თვითრეალიზებას.
ყოველ ადამიანში არსებობს საჭიროებათა ხუთი იერარქიული საფეხური. იქნება ეს ფიზიოლოგიური, უსაფრთხოება, სოციალური, პატივისცემა თუ თვითრეალიზაცია. აღნიშნული საჭიროებების მაღალ და დაბალრანგიან საჭიროებებად დაყობის შემდეგ ვიღებთ სურათს, რომ დაბალი რანგის მოთხოვნილებები კმაყოფილდება შინაგანად, ხოლო მაღალი რანგის-გარედან.
I - ფიზიოლოგიური საჭიროებები - პირდაპირ კავშირშია ადამიანების არსებობასთან და სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია მათი დაკმაყოფილება. თუ ეს მოთხოვნილებები არ იქნება დაკმაყოფილებული, ორგანიზმი უბრალოდ ვერ განაგრძობს არსებობას. ჰაერი, წყალი, საკვები, მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა) გარდაუვალი და უმნიშვნელოვანესია ადამიანის არსებობისთვის, აგრეთვენებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის.
II - დაცულობის საჭიროება - თუკი პირველადი მოთხოვნილებები დაკმაყოფილებულია, მაშინ ჩნდება მეორადი საჭიროებების აუცილებლობა, მაგ. ადამიანი ვერ გრძნობს დაცულად თავს, თუ გარშემო ომია, ან ბუნებრივი კატასტროფები ხდება (მიწისძვრა, ცუნამი, ვულკანი და ა.შ.), ან ოჯახში ძალადობაა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლია და ა.შ. ადამიანებს სჭირდებათ ეკონომიური დაცულობაც, თუ ეკონომიურად დაუცველია შეიძლება მრავალი დიდი პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, ისევე, როგორც თუ ფიზიკურად უსაფრთხო გარემოში უწევს ცხოვრება.
III - სიყვარული - ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდგომ და მას შემდეგ, რაც იქმება ფიზიკური და სოციალური უსაფრთხოება, ადამიანს უჩნდება სურვილი უყვარდეთ, უყვარდეს, ეკუთვნოდეს ვინმეს და პირიქით. იყოს იმ ორგანიზაციის ნაწილი, რომელშიც დასაქმებულია. გრძნობდეს რომ აფასებენ მას.
IV - პატივისცემა - ნებისმიერი ადამიანი აფასებს საკუთარ თავს, ანუ აქვს თვითშეფასების უნარი, აფასებს და გრძნობს სხვების დამოკიდებულებას მისდამი, ხედავს საკუთარ ადგილს საზოგადოებაში. ყველა ნორმალურ ადამიანს სურს, იყოს პატივცემული სხვების მიერ, იყოს მისაღები და დაფასებული საზოგადოებაში.
V - თვითრეალიზება - „ადამიანს რაც შეულია იყოს, ის უნდა იყოს", "What a man can be, he must be.". ეს დონე გულისხმობს ადამიანის თვითრეალიზებას. და მისი მიზანია, ადამიანმა გამოიყენოს სრულად ის პოტენციალი რაც აქვს. იმისთვის, რომ ადამიანმა მიაღწიოს ამ დონეს, აუცილებელია ფლობდეს სხვა ყველა მის ქვეშ მდგომ დონეს საჭიროებებისა.
სამართლიანობის თეორიაზე დაყრდნობით კი, ადამიანები სამსახურში თავიანთ ჩადებულ რესურსებსა (ძალისხმევა, გამოცდილება, განათლება, კომპეტენცია) და შედეგს (ხელფასის რაოდენობა, დაწინაურება, აღიარება) ხშირად ადარებენ სხვებისას. იქნება ეს უშუალოდ ორგანიზაციაში, ორგანიზაციის გარეთ თუ სხვა ორგანიზაციაში.
დაქირავებულს შეუძლია, საკუთარი თავი შეადაროს მეგობრებს, მეზობლებს, თანამშრომლებს, სხვა ორგანიზაციებში კოლეგებს ან კიდევ ახლანდელი სამსახური - წინას.
ადამიანს ხშირად აქვს ცხოვრებაში ისეთი მომენტი, როცა მიზანი დასახულია, მიზნის მისაღწევი გზა ცნობილია, მაგრამ ის რატომღაც არაფერს არ აკეთებს. მოტივაცია დაქირავებულის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. ადამიანებს, რომელთაც აქვთ შინაგანი მოტივაცია, გააჩნიათ: ენერგიულობა და სიმხნევე, წარმატებული კარიერა, მაღალი შემოსავალი, გარშემომყოფთა პატივისცემა, ხედავენ რა, თუ როგორ სწრაფად ვითარდება იგი;
მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, საინტერესოა რამდენად ზრუნავენ დღეს ორგანიზაციები თანამშრომლების მოტივაციაზე, მათ უფლებებზე, რამდენად სამართლიანად ფასდება დასაქმებულის მიერ გაწეული ძალისხმევა, ქვეყანაში, რომლის მაცხოვრებელთა უმრავლესობა არც კი იცნობს შრომის კოდესს.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.