ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეკონომიკა და ბიზნესიკორპორაციული კულტურა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

კორპორაციული კულტურა
 | რეიტინგი 3 

ორგანიზაციებს, ისევე როგორც ინდივიდებს, პიროვნული თვისებები ახასიათებთ. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი ორგანიზაციის კულტურის ზუსტად გაზომვა ძნელია, ის მაინც არსებობს და დაქირავებულები ზოგადად აღიარებენ მას. ამ ცვლადს ორგანიზაციული კულტურა ეწოდება. როგორც ტომის კულტურას აქვს ტაბუები, რაც კარნახობს, როგორ უნდა მოიქცეს თითოეული წევრი სხვა წევრისა და გარეშე პირის მიმართ, ორგანიზაციებსაც აქვთ კულტურა, რომელიც მისი წევრების ქცევას მართავს.

 

ორგანიზაციული კულტურა არის ქცევების, სიმბოლოების, რიტუალების და მითების ერთობლიობა.  ის შეესაბამება ორგანიზაციისათვის დამახასიათებელ, გაზიარებულ ფასეულობებს და გადაეცემა  მის ყოველ წევრს ხშირად ზეპირი ფორმით, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილება.

დღეის მდგომარეობით, როცა ქართულ ბაზარზე მოღვაწე ორგანიზაციები ზრდასთან ერთად ცდილობენ დაქირავებულებთან ურთიერთობების დახვეწას. აყალიბებენ ან უკვე არსებობის შემთხვევაში სურვილი აქვთ განავითარონ კორპორაციული კულტურაა; როცა სახელწიფო ცდილობს არჩეული ევროპული კურსის ფარგლებში შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის კანონმდებლობასთან(ახალი შრომის კოდექსი),  სულ უფრო აქტუალური ხდება ორგანიზაციებში არსებული კორპორაციული კულტურა, მისი იდენტიფიცირება, დახვეწა.

„ყოველ კომპანიას გააჩნია საკუთარი ორგანიზაციული კულტურა, რაც მოიცავს ბიზნესის წარმართვის ფილოსოფიას და პრინციპებს, ფასეულობათა სისტემას, ქცევის სტანდარტებს, პრობლემების გადაწყვეტის გზებს და გადაწყვეტილების მიღების საშუალებებს, შრომით ატმოსფეროს, „ფოლკლორს“ ანუ კომპანიის ფასეულობების ისტორიას, ტაბუს სისტემას ან „ მიუღებელ გადაწყვეტილებებს“.

ორგანიზაციული კულტურა არის აზროვნების სტილი და მომედების საშუალება, რომელიც გადაიზარდა ჩვევებში და გახდა ტრადიცია. მას ამა თუ იმ ხარისხით ორგანიზაციის ყველა თანამშრომელი იზიარებს. აღნიშნული ტრადიციები აგრეთვე უნდა აითვისოს და ნაწილობრივ მაინც აღიაროს ახალბედა თანამშრომელმა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ვერ გახდება ორგანიზაციის სრულფასოვანი წევრი“[1]

 

ბიზნეს კულტურის ფართო სპექტრში შეიძლება გამოვყოთ ორი პოლუსი - იაპონური და ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელებული. მათი თავისებურებები განპირობებულია ისტორიული, რელიგიური და საზოგადოებრივი განსხვავებებით.

 

ორგანიზაციულ კულტურას აყალიბებს შიდა გარემოს მრავალრიცხოვანი ფაქტორები. მისი საფუძველია ორგანიზაციის მრწამსი და ფილოსოფია, რომელიც განმარტავს, თუ რატომ მოქმედებს იგი არსებული სახით და არა სხვაგვარად. კომპანიის კულტურა ვლინდება თანამშრომელთა შეხედულებებში და ბიზნესის იმ პრინციპებში, რომლებიც დეკლარილებულია ხელმძღვანელი რგოლის მიერ. ორგანიზაციული კულტურის მნიშვნელოვანი შემადგენლებია: კომპანიის ეთიკური სტანდარტები, ოფიციალური პოლიტიკა, სხვადასხვა პარტნიორებთან ურთიერთობები, ტრადიციები, კონტროლის მეთოდები, მოთხოვნები თანამშრომელთა ქცევისადმი; ის ატმოსფერო. რომელიც სუფევს კომპანიაში და გამოარჩევს მას სხვებისაგან.

კომპანიის კულტურა შეიძლება იყოს ყოვლისმომცველი. ამასთან, თითოეული კომპანია განსხვავებული და თავისებურია: ფიზიკური გარემოთი - შენობები, ოფისები, ავეჯი, დეკორაციები და ა. შ.; ადამიანთა ქცევით - თავაზიანი ან უხეში, საქმიანი, ნერვიული, ცნობისმოყვარე, შემოქმედებითი, ჩაკეტილი ან ბიუროკრატი; მათი აზროვნების სტილით - პრობლემების აქტიურად გადაწყვეტა, კანონების დაცვა, ნებისმიერ სიტუაციაში უიმედობა და მსხვერპლის როლში ყოფნა, მორჩილი, კონსტრუქციული ან პროაქტიური, არაოფიციალური ან იერარქიული, გაუმაძღარი ან ცინიკური; არსებობენ კომპანიები, სადაც თანამშრომლები თავს ისე გრძნობენ, როგორც საკუთარ სახლში ან კიდევ ისეთი, სადაც იმდენად დიდია განსხვავება ორგანიზაციასა და დასაქმებულს შორის, რომ სამსახურში ყოველდღე მისვლა ერთგვარ სტრესს წარმოადგენს დაქირავებულისათვის.[1]

 

          კორპორაციული კულტურა ძლიერ გავლენას ახდენს კომპანიის ფუნქციონირების სხვადასხვა ასპექტზემან შეიძლება შეაფერხოს კომპანიის განვითარება ან მოახდინოს მისი სტიმულირება. პოზიტიური ან ნეგატიური როლი ორგანიზაციული კულტურისა განისაზღვრება არა იმდენად კურტურის მახასიათებლებით, არამედ  სიტუაციებითა და მიზნებით, რომლის კონტექსტშიც ის ვლინდება

[1] კულტურა, ძალა და პოლიტიკა ჩვენს კომპანიებში, გიორგი მანგოშვილი



ავტორი: თეონა თავდიშვილი
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge