რთულია იმის უარყოფა, რომ კორონავირუსამდე პერიოდში საფონდო ბაზრებზე „ბუშტის“ ფორმირება ხორციელდებოდა გარკვეული კანონზომიერების ფარგლებში. მართალია საფონდო „ბუშტი“ მოდის და მიდის, მაგრამ როგორც ვარაუდობს ჟან-პოლ როდგირო, ჰოფსტრის უნივერსიტეტიდან, დღეს საფონდო „ბუშტი“ ძლიერდება მეტად მძლავრი „ზურგის ქარის“ პირობებში.
როდრიგოს აზრით ბუშტის განვითარებას გააჩნია რამდენიმე სტადია. მან გააანალიზა ბოლო 500 წლის ეკონომიკური ისტორია და მივიდა დასკვნამდე, რომ: „მართალია, ყოველ მანიას ახასიათებს თავისი უნიკალური განმასხვავებელი შტრიხი, მათ აღმოაჩნდათ გარკვეული საერთო ნიშნებიც“. ასე გამოიყურება „ბუშტის“ ზოგადი გრაფიკი და განვითარების სტადიები
თუკი ვივარაუდებთ, რომ როდრიგოს გრაფიკი ადეკვატურია საფონდო ბაზრის დღევანდელ მდგომარეობაში, გამოდის, რომ წინ გვაქვს კიდევ „შიში“, „კაპიტულაცია“ და „იმედგაცრუება“.
დღეს მაკდონალსმა განაცხადა: „ორი თვის წინ ნავარაუდები 2020 წილს მეორე კვარტლის $1,59 მოგება არ არის რეალური. სავარაუდო მოგება იქნება 60%-ით ნაკლები. სავარაუდო ნავაჭრი კი 35%-ით მცირე. შეიძლება თავი შევიკავოთ საკუთარი აქციების გამოსყიდვისგანაც“. და ეს განცხადება გულისხმობდა მხოლოდ აშშ-ს რესტორნებს, სადაც რესტორნების 99% ბოლომდე არ დახურულა, არამედ ემსახურებოდა ავტომძღოლებს და ახორციელებდა მიტანის სერვისს.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.