გქონდეს საკუთარი ბიზნესი და ამუშაო ის წარმატებულად - მარტივი არ არის, თუმცა, არსებობს ისეთი დამხმარე ხელსაწყოები და პროგრამული უზრუნველყოფები, რომელიც საქმეს საგრძნობლად აიოლებს, ნათლად გაჩვენებს შენს მიღწევებსა და სუსტ მხარეებს და გეხმარება პროგრესისკენ მიმავალი გზის სწორედ დანახვაში.
ერთ-ერთი ასეთი არის ოპტიმო, რომელიც პირველ რიგში გთავაზობთ მაღაზიის პროგრამას და ასევე, მნიშვნელოვან ფასდაკლებებს პარტნიორებისგან სხვადასხვა მომსახურებებზე.
ოპტიმო ბიზნესებს ეხმარება მარაგების მართვასა და აღრიცხვაში, ნებისმიერი ინფორმაციის სწრაფად მიღებასა და დამუშავებაში მაშინაც კი, როცა ფიზიკურად შორს ხართ, იგი იძლევა საშუალებას დისტანციურად მართოთ ბიზნესი და მუდმივად იყოთ საქმის კურსში, თუ როგორ მიმდინარეობს მოვლენები თქვენს ობიექტზე.
ეს მცირე ჩამონათვალია ოპტიმოს შესაძლებლობებისა, თუმცა, აუცილებლად უნდა იცოდეთ კიდევ როგორ დაგიდგებათ ოპტიმო გვერდით სხვადასხვა მომსახურების შეღავათიან ფასად მიღებაში.
მაგალითად, თუ გჭირდებათ მოწყობილობები თქვენი ბიზნესისთვის, ოპტიმოსთან თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია RS LINE უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას 20%-მდე ფასდაკლებით
RS LINE წარმოადგენს საცალო და საბანკო ტექნიკისა და გადაწყვეტილებების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორს და მიმწოდებელს საქართველოში. მისი მომხმარებლები არიან საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა მსხვილი რითეილ კომპანია და საბანკო დაწესებულება.
ამას გარდა, თუ ოპტიმოსთან ითანამშრომლებთ, ისარგებლებთ სპეციალური პირობებით Maven-ის საბუღალტრო და ფინანსურ მომსახურებებზე.
Maven ბუღალტრული, საგადასახადო და სხვა ფინანსური მომსახურების აუთსორსინგ კომპანიაა, რომელიც 2018 წელს დაარსდა. კომპანიის მიზანია, დაეხმაროს ბიზნესს ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებაში საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
მავენის ძირითადი მიმართულებებია: აუდიტორული მომსახურება, საგადასახადო დავები, საბუღალტრო და ფინანსური მომსახურება და კონსალტინგი. სწორედ ისინი გაგიწევენ საბუღალტრო მომსახურებასა და კონსულტაციებს საგადასახადო საკითხებზე შეღავათიან ფასად.
ადამიანური რესურსების მოძიება და მართვა საკმაოდ შრომატევადი საქმეა და აუცილებლად დგება მომენტი, როცა ბიზნესს ამ მომსახურების მიღების აუცილებლობა უდგება. თუ სწორედ ამ ეტაპზე ხართ და თანამშრომლობთ ოპტიმოსთნ, მაშინ Hiro გაგიწევთ HR მომსახურებას სპერციალურ ფასად.
Hiro არის HRM სააგენტო, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ კომპლექსურ მომსახურებას:
- რეკრუტინგული მომსახურება - დაქირავებული თანამშრომლის გადასახდელი გროს ხელფასის 40% (სტანდარტული ფასი მერყეობს 80%-100% დიაპაზონში);
- უფასო ერთჯერადი HR აუდიტის ჩატარება კომპანიაშიHR ადმინისტრირების მიმართულებით.
როგორც ხედავთ, ოპტიმო არამარტო საკუთარი მომსახურებით გეხმარებათ მართოთ ბიზნესი მარტივად, არამედ პარტნიორებთან ერთად ცდილობს, შემოგთავაზოთ აუცილებელი სერვისები ხელმისაწვდომ ფასად.