ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოეკონომიკა და ბიზნესიმოდუსი აწესებს მაღალ სტანდარტს სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე (წარმატებული 25 წლის აღნიშვნა)

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

მოდუსი აწესებს მაღალ სტანდარტს სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე (წარმატებული 25 წლის აღნიშვნა)
 | რეიტინგი 3 

 

საქართველოში, სამშენებლო და სარემონტო მასალების კონკურენტულ ბაზარზე, ცოტა კომპანიას თუ შეუძლია ისეთი ხანგრძლივი და წარმატებული გზის გავლა, როგორიც მოდუსმა გაიარა.

დაარსდა მკაფიო ხედვით, იმისათვის რომ მოეხდინა რევოლუცია სამშენებლო მასალებით ვაჭრობის სფეროში. 25 წლის წინ ბათუმში გახსნილი მცირე ბიზნესი, დროთა განმავლობაში გადაიქცა ჰიპერმარკეტების ქსელად და სამშენებლო მასალების მსხვილ მწარმოებლად. მოდუსი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია  6 ფილიალითა და 3 საწარმოთი, დასაქმებულთა რაოდენობა კი ექვსასს აჭარბებს.

მოდუსმა გაფართოვებასთან ერთად მოიპოვა სამშენებლო კომპანიების, დილერებისა და საცალო მომხმარებლების ნდობა. მათი ხარისხისა და ინოვაციებისადმი აშკარა ერთგულება აისახება პროდუქციის ფართო ასორტიმენტში, დაწყებული სამშენებლო და სარემონტო მასალებით, დასრულებული ავეჯითა და საოჯახო ტექნიკით.

მოდუსის კონკურენტებისგან განმასხვავებელი ერთერთი ნიშანია ის, რომ არ დასჯერდნენ მხოლოდ იმპორტირებული პროდუქციით ვაჭრობას და წამოიწყეს საკუთარი წარმოება. ეს ნაბიჯი მათ საშუალებას აძლევთ მუდმივად აკონტროლონ რომ ნაწარმოები მასალების ხარისხი აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

თანამედროვე სამომხმარებლო ტენდენციების შესაბამისად, მოდუსმა ელექტრონული კომერციის სივრცეც მოიცვა, უკვე მრავალი წელია ჩაშვებულია ონლაინ მაღაზია modus.ge, სადაც წარმოდგენილია პროდუქციის სრული ასორტიმენტი და მომხმარებელს შეუძლია უსწრაფესი მიწოდების სერვისით ისარგებლოს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, 2024 წლის ივნისის ბოლოს მოდუსის ქსელსა და ონლაინ მაღაზიაში იყო გრანდიოზული ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე. აგლაძის ფილიალში გაიმართა გათამაშება, სადაც მომხმარებლებს საჩუქრად გადაეცათ ონიციოინერი, სარეცხი მანქანა, ერთ კვირიანი საგზური ერა პალასში, ავეჯი და სხვა უამრავი პრიზი. გათამაშების პარალელურად, სტუმრების განწყობის ასამაღლებლად, საღამოს ელექტრონული მუსიკით აფორმებდა მოწვეული დიჯეი.

სრული სვლით წინ! მოდუსი არ აპირებს ტემპის დაგდებას, ჩატარებული ღონისძიება არა მხოლოდ 25 წლიანი წარმატებული მოღვაწეობის აღსანიშნავი, არამედ ახალი მიზნების მისაღწევად ენერგიის შევსების საშუალებაც იყო. კომპანია გააგრძელებს ქსელის გაფართოებას, ასორტიმენტის ზრდას და სფეროში ინოვაციების დანერგვას. სამშენებლო და სარემონტო მასალების ბაზარზე მოდუსი მომხმარებლისთვის  არის საიმედოობისა და სიახლეების სიმბოლო.

დღეს, როცა საოცრად აჩქარებულია ცხოვრების ტემპი, წარმატებას კი განაპირობებს შრომა და სწორი გადაწყვეტილებები, მოდუსი მოგვიწოდებს:

აშენე მომავალი დღეს!

 

 

 


ავტორი:  შპს მოდუსი

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge