დაზღვევა ხდება სპეციალიზებული სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ, რომლებიც შეიძლება იყოს სახელმწიფო და არასახელმწიფო. მათი საქმიანობის სფერო შეიძლება მოიცავდეს საშინაო (შეზღუდულ), საგარეო ან შერეულ სადაზღვევო ბაზარს. ამით დაზღვევა განვითარებული სადაზღვევო ბაზრის პირობებში ხორციელდება როგორც მოცემული ქყეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს არის დაზღვევის ორგანიზებული კლასიფიკაცია. თუმცა, სადაზღვევო ურთიერთობების არსი გამოიხატება ობიექტებისა და საფრთხეების სახეობათა მიხედვით კლასიფიკაციის დახმარებით.
დაზღვევა მოიცავს დასაზღვევების სხვადასხვა კატეგორიებს. მისი პირობები განსხვავდება სადაზღვევო პასუხისმგებლობის მოცულობით; ის შეიძლება ძალაში შევიდეს კანონის ძალით ან ნებაყოფლობით საწყისებზე. სწორედ აღნიშნული მრავალფეროვნების მოსაწესრიგებლად და ერთიანი ურთიერთდაკავშირებული სისტემის შესაქმნელად არის საჭირო დაზღვევის კლასიფიკაცია. ჩვეულებრივ, კლასიფიკაციის ქვეშ გულისხმობენ ურთიერთდაკავშირებული რგოლების იერარქიულად დაკავშირებულ სისტემას, რაც ერთიანი მთლიანი გამართული სურათის შექმნის საშუალებას იძლევა, მისი შემადგენელი ნაწილების გამოყოფით. დაზღვევის კლასიფიკაციის დანიშნულებაა იმავე ამოცანის გადაწყვეტა: სადაზღვევო ურთიერთობების სრული ერთიანობის დაყოფა ურთიერთდაკავშირებულ რგოლებად, რომლებიც ერთმანეთთან იერარქიულ დაქვემდებარებაში იმყოფებიან.
ყოველი კლასიფიკაციას საფუძველად უნდა დაედოს ისეთი კრიტერიუმები, რომლებიც მოიცავენ ყველა ურთიერთდაკავშირებულ რგოლს. დაზღვევის კლასიფიკაციას საფუძვლად უდევს სამი კატეგორია: განსხვავება დაზღვევის ობიექტებში და სადაზღვევო მოცულობის პასუხისმგებლობაში. ამის შესაბამისად გამოიყენება ორი კლასიფიკაცია: სადაზღვევო ობიექტებისა და საფრთხეების სახეოებბის მიხედვით. პირველი კლასიფიკაცია წარმოადგენს საყოველთაოს, ხოლო მეორე კი - ნაწილობრივს, რომელიც მოიცავს მხოლოდ საკუთრების დაზღვევას.
სადაზღვევო ობიექტების მიხედვით დაზღვევის საყოველთაო კლასიფიკაციას შეიძლება მიეცეს შემდეგი განსაზღვრება: ეს არის დარგების, ქვედარგებისა და სახეობების მიხედვით მიხედვით დაზღვევის იერარქიული სისტემა, რომლებიც კლასიფიკაციის რგოლებს წარმოადგენენ.
კლასიფიკაციის ყველა რგოლი ისეთნაირად ლაგდება, რომ ყოველი მომდევნო რგოლი წინას ნაწილს წარმოადგენდეს. უმაღლეს რგოლად მიღებულია დარგი, საშუალოდ - ქვედარგი, უმდაბლესად კი დაზღვევის სახეობა. კლასიფიკაციის ყველა რგოლი მოიცავს დაზღვევის გატარების შემდეგ ფორმებს - სავალდებულოს და ნებაყოფლობითს.