სამეწარმეო რისკი დაკავშირებულია პროდუქციის, საქონლისა და მომსახურებების წარმოებასთან და ნებისმიერი სახის სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან, რომლის პროცესში მეწარმეები აწყდებიან ნედლეულის არაადექვატური გამოყენების პრობლემებს, თვითღირებულების ზრდას სამუშაო დროის დანაკარგების ზრდასთან ერთად, წარმოების ახალი მეთოდების გამოყენებას.
სამეწარმეო რისკის ძირითად მიზეზებს განეკუთვნება: წარმოების დასახული მოცულობებისა და პროდუქციის რეალიზაციის შემცირება შრომის წარმადობის დაქვეითების, დანადგარების მოცდენის, სამუშაო დროის დანაკარგების, საწყისი მასალების საჭირო რაოდენობის არქონის, წარმოებული პროდუქციის წუნის პროცენტის მომატების შედეგად; ფასების დაცემა დაგეგმილთან შედარებით პროდუქციის ან მომსახურების დაბალი რეალიზაციის, მისი არასაკამრისი ხარისხის, საბაზრო ინფრასტრუქტურის არასასურველი ცვლილების, მოთხოვნის შემცირების გამო; მატერიალური ხარჯების გაზრდა მასალების, ნედლეულის, საწვავის, ენერგის გადახარჯვის შედეგად, ასევე სატრანსპორტო ხარჯების, სავაჭრო დანაკარგების, ზედდებული და სხვა გვერდითი ხარჯების გაზრდის ხარჯზე; შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა დასახული რაოდენობის გადამეტების გამო, ან ცალკეული თანამრომლების დაგეგმილზე უფრო მაღალი ხელფასების დონის გამო; საქმიანობის პროცესში საგადასახადო გადახდებისა და სხვა გადარიცხვების გაზრდა გადასახადების განაკვეთების ცვლილების შედეგად სამეწარმეო ფირმისათვის არახელსაყრელ მხარეს; მოწოდების დაბალი დისციპლინა, საწვავისა და ენერგიის შეფერხებები; სამამულო საწარმოების დანადგარების ფიზიკური და მორალური ცვეთა.