კომერციული რისკი - ეს არის რისკი, რომელიც წარმოიქმნება მეწარმის მიერ წარმოებული ან შეძენილი საქონლისა და მომსახურებების რეალიზაციის პროცესში. კომერციული რისკის ძირითადი მიზეზებია:
რეალიზაციის მოცულობების შემცირება სამეწარმეო ფირმის მიერ რეალიზებად საქონელზე, მოთხოვნის ან მოთხოვნილების დაცემის შედეგად, კონკურენტის საქონლის მიერ მისი გამოდევნა, გაყიდვებზე შეზღუდვების შემოღება; საქონელზე შესასყიდი ფასის მომატება სამეწარმეო პროექტის განხორციელების პროცესში; შესყიდვების მოცულობების გაუთვალისწინებელი შემცირება დასახულთან შედარებით, რაც ამცირებს მთელი ოპერაციის მასშტაბს და ზრდის დანახარჯებს რეალიზებადი საქონლის მოცულობის ერთეულზე (პირობითად მუდმივი დანახარჯების ხარჯზე); საქონლის დანაკარგები; მიმოქცევის პერიოდში საქონლის ხარისხის დაქვეითება (ტრანსპორტირება, შენახვა), რაც იწვევს მასზე ფასის შემცირებას.
დასახულთან შედარებით მიმოქცევის დანაკარგების კომერციული რისკი შეიცავს რისკს, რომელიც დაკავშირებულია ბაზარზე საქონლის (მომსახურების) რეალიზაციასთან, საქონლის გადაზიდვასთან (სატრანსპორტო), მყიდველის მიერ საქონლის (მომსახურების) მიღებასთან, დაკავშირებულს მყიდველის მსყიდველობით უნარიანობასთან და ასევე ფორს-მაჟორული მდგომარეობების რისკს.