საინოვაციო რისკი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამეწარმეო საქმიანობაში, რომელიც იმყოფება იმ კაპიტალების ზრდის ეტაპზე, რომლებიც გამოიყენება როგორც არსებული საქონლისა და მომსახურებების წარმოებაში, ისე ახლების, მყიდველისათვის უცნობის შესაქმნელად. საინოვაციო რისკი - ეს არის დანაკარგების ალბათობა, რომლებიც წარმოიქმნება სამეწარმეო ფირმის მიერ ახალი საქონლისა და მომსახურებების წარმოებაში სახსრების ჩადებისას, რომლებიც, შესაძლოა, ვერ ჰპოვებენ ბაზარზე მოსალოდნელ მოთხოვნას.
საინოვაციო რისკი წარმოიშობა შემდეგ სიტუაციებში: საქონლის ან მომსახურების წარმოების უფრო იაფი მეფი მეთოდის დანერგვისას უკვე არსებულთან შედარებით. მსგავსი ინვესტიციები სამეწარმეო ფირმებს მანამდემ ოუტანენ დროებით ზემოგებას, სანამ ის წარმოადგენს მოცემული ტექნოლოგიის ერთადერთი მფლობელს. მოცემულ სიტუაციაში ფირმა აწყდება რისკის მხოლოდ ერთ სახეობას - წარმოებულ საქონელზე მოთხოვნილების არასწორ შეფასებას; ახალი საქონლის ან მომსახურების ძველ დანადგარზე შექმნისას. ასეთ შემთხვევაში ახალ საქონელზე ან მომსახურებაზე მოთხოვნილების არასწორ შეფასებას ემატება ძველი დანადგარის გამოყენებისას საქონლის ან მომსახურების შეუსაბამობის რისკი; ახალი საქონლის ან მომსახურების წარმოებისას ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებისას. მოცემულ სიტუაციაში საინოვაციო რისკი შეიცავს ახალი საქონლის ან მომსახურების მყიდველის არარსებობას; ახალი დანადგარისა და ტექნოლოგიების ახალი საქონლისა და მომსახურების წარმოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის რისკს; შექმნილი დანადგარების გაყიდვის შეუძლებლობის რისკს, რადგანაც წარუმატებლობის შემთხვევაში ის არ შეესაბამება სხვა საქონლის წარმოებას.