მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიასამეწარმეო საქმიანობის დაზღვევის სახეები
სამეწარმეო საქმიანობის დაზღვევის სახეები
| რეიტინგი 3
სამეწარმეო რისკების დაზღვევის სახეები, როგორც დაზღვევის სხვა ქვედარგები, იყოფა სადაზღვევო ობიექტებისა და სადაზღვევო რისკების მიხედვით. ამის გარდა, მათი დაყოფაც შეიძლება სასაქონლო წარმოების პროცესში სახსრების წრებრუნვის სამი ცნობილი სტადიის შესაბამისად. სახსრების წრებრუნვის პირველი (ფულადი) სტადია დაკავშირებულია კაპიტალის ინვესტირებასთან. ჩადებული კაპიტალის სადაზღვევო უზრუნველყოფა ხორციელდება ინვესტიციების, კრედიტების, სადეპოზიტო ანაბრების დაზღვევის საშუალებით. მეწარმის სადაზღვევო დაცვა სახსრების წრებრუნვის მეორე (საწარმოო) სტადიაზე ხორციელდება დაზღვევის ჩატარებით სამეწარმეო საქმიანობის გაჩერებების შემთხვევებში ხანძრებთან, ავარიებთან და სხვა არახელსაყრელ მოვლენებთან დაკავშირებით, და უზრუნველყოფს ირიბი დანაკარგებისაგან დაცვას, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქციის გამოშვების შეწყვეტასთან, წარმოების აღდგენისათვის დამატებით ხარჯებთან და სხვ. სახსრების წრებრუნვის მესამე (სასაქონლო) სტადიაზე, როდესაც ხდება მზა პროდუქციის რეალიზაცია და მისი ანაზღაურება, ხორციელდება პოლიტიკური და კომერციული მიზეზებით გადაუხდელობის რისკის დაზღვევა.
სამეწარმეო რისკების დაზღვევის ობიექტები შეიძლება იყოს დაზღვეულების ქონებრივი ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია მათ მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან. რფ-ის სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, ასეთი სადაზღვევო ხელშეკრულებები შეიძლება დაიდოს მხოლოს დაზღვეულთა სასარგებლოდ. სამეწარმეო რისკების სადაზღვევო ხელშეკრულებების სადაზღვევო თანხა არ შეიძლება აღემატებოდეს დაზღვეულის სამეწარმეო საქმიანობის დანაკარგებს, რომლებიც შეიძლება განიცადოს მან სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. ამასთან ერთად, დაზღვევის პირობები ხშირად ითვალისწინებენ დადგენილ ფრანშიზებს. სადაზღვევო რისკების ჩამონათვალში შეიძლება შევიდეს სხვადასხვა მოვლენები - სტიქიურიდან დაწყებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფაქტორებით დამთავრებული.