ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიადაზღვევადი და არადაზღვევადი რისკები

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

დაზღვევადი და არადაზღვევადი რისკები
 | რეიტინგი 3 

სუფთა რისკების უმეტესობა (მაგრამ არა ყველა) ექვემდებარება დაზღვევას; უნდა ითქვას, რომ სპეკულაციური რისკები არ იზღვევა. არადაზღვევადია რისკი, რომლის დაზღვევასაც ერიდება სადაზღვევო კომპანიების უმეტესობა იმის გამო, რომ შეუძლებელია მასთან დაკავშირებული დანაკარგების წინასწარ გათვლა. შესაძლებელია დაზღვევის ყიდვა ისეთი სტიქიური უბედურებებისაგან, როგორიცაა წყალდიდობა ან მიწისძვრა, მაგრამ, სადაზღვევო კომპანიები ყოველთვის უხალისოდ, თუ მეტად არა, განიხილავენ თანამშრმლობის შესაძლებლობას ისეთ შემთხვევებში, როდესაც რისკი დაკავშირებულია მთავრობის აქციებთან ან საერთო ეკონომიკურ სიტუაციასთან. ისეთი განუსაზღვრელი ფაქტორები, როგორებიცაა ცვლილებები კანონმდებლობაში და ეკონომიკური რყევები, გადიან დაზღვევის ფარგლებს გარეთ.

            ზოგჯერ არადაზღვევადი რისკები ხდებიან დაზღვევადი, როდესაც გროვდება მონაცემების საკმარისი რაოდენობა მომავალი დანაკარგების ზუსტი შეფასებისათვის. თავდაპირველად სადაზღვევო კომპანიები უხალისოდ აზღვევდნენ ავიამგზავრებს, მაგრამ ათწლეულeბის შემდეგ ეს რისკი გახდა წინასწარ გამოცნობადი.

არადაზღვევად  რისკებს  განეკუთვნება: 1. საბაზრო რისკები - ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ გამოწივიონ საკუთრების ან შემოსავლის დაკარგვა, ისეთები, როგორებიცაა ფასების სეზონური ან ციკლური ცვლილებები, მომხმარებელთა გულგრილობა, მოდის ცვლილებები, და უფრო მაღალხარისხიანი საქონლის შემთავაზებელი კონკურენტი. 2. პოლიტიკური რისკები - ისეთი მოვლენების წარმოშობის საფრთხე, როგორებიცაა მთავრობის შეცვლა, ომი, თავისუფალი ვაჭრობის შეზღუდვა, დაუსაბუთებელი ან გადამეტებული გადასახადები, ვალურის თავისუფალი გაცვლის შეზღუდვები. 3. საწარმოო რისკები - ისეთი ფაქტორების საფრთხე, როგორებიცაა დანადგარების არაეკონომიური მუშაობა, ნედლეულის რესურსების ნაკლებობა, ტექნიკური პრობლემების გადაწყვეტის აუცილებლობა, გაფიცვები, გაცდენები, სამსახურებრივი კონფლიქტები. 4. პირადი რისკები - ისეთი ფაქტორების საფრთხე, როგორებიცაა უმუშევრობა, სიღარიბე განქორწინების მიზეზით, განათლების უკმარობა, სამუშაოს შოვნის შეუძლებლობა და სამხედრო სამსახურში ჯანმრთელობის დაკარგვა.

დაზღვევადი რისკი - ეს არის რისკი, რომლისთვისაც ადვილად განსაზღვრადია დასაშვები დანაკარგების დონე, და ამიტომაც სადაზღვევო კომპანია მზად არის მათი ანაზღაურებისათვის.

დაზღვევად რისკებს განეკუთვნება:

1.                  ქონებრივი რისკები - უბედურებისაგან დანაკარგების წარმოქმნის საფრთხე, რომლებიც იწვევენ საკუთრების პირდაპირ და ირიბ დაკარგვას.

2.                  პირადი რისკები - დანაკარგების წარმოშობის საფრთხე ნაადრევი სიკვდილის, შრომისუუნარობის, მოხუცებულობის შედეგად.

3.                  რისკები, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ პასუხისმგებლობასთან - დანაკარგების წარმოშობის საფრთხე შემდეგ მიზეზთა გამო: ავტომანქანით სარგებლობა, შენობაში ყოფნა, საქმიანობის სფერო, საქონლის წარმოება, პროფესიული შეცდომები.

დაზღვევადი რისკი, რომლის  საკუთარ თავზე აღებისთვისაც მზად არის სადაზღვევო კომპანია, ჩვეულებრივ, პასუხობს შემდეგ მოთხოვნებს:

1.                  დაზღვევადი საფრთხე არ შეიძლება იყოს წინასწარგანზრახული ქმედებების შედეგი. ეს ნიშნავს, რომ სადაზღვევო კომპანიები არ იხდიან იმ ზიანზე, რომელიც წინასწარი განზარხვით არის მიყენებული თვითონ დაზღვეული ფირმების და პირის მიერ, მისი განკარგულებით ან საქმის კურსში ყოფნით. თუმცა, ასეთი პოლისი ითვალისწინებს ზარალის დაფარვას, თუ ცეცხლს აჩენს ფირმის თანამშრომელი.

2.                  ზარალი ექვემდებარება დათვლას, და დანახარჯები დაზღვევაზე უნდა იყოს  ეკონომიურად გამართლებული. მოგების მისაღებად, სადაზღვევო კომპანიებს უნდა გააჩნდეთ მონაცემები დანაკარგების სიხშირეზე და სერიოზულობაზე, რომელსაც იწვევს მოცემული უბედურება. თუ ეს ინფორმაცია მოიცავს დროის დიდ პერიოდს და ეფუძნება შემთხვევების დიდ რაოდენობას, სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ საკმაოდ ზუსტად განსაზღვრონ, თუ რა დანაკარგები გაჩნდება მომავალში.

3.                  რისკის ერთი სახეობა უნდა მოიცავდეს მსგავსი შეთხვევების დიდ რაოდეობას. რაც მეტი შემთხვევა მოხვდება მოცემულ კატეგორიაში, მით მეტია ალაბათობა იმისა, რომ მომავალი დაადასტურებს სადაზღვევო კომპანიის პროგნოზებს. ამიტომაც, სადაზღვევო კომპანიები უფრო მეტი ხალისით იღებენ თავის თავზე რისკებს, რომლებსაც აწყდება ბევრი ფირმა და კერძო პირი. მაგალითად, ხანძარი - ეს არის საერთო საფრთხე, რომელიც ემუქრება პრაქტიკულად ყველა შენობას, და ამის გამო ხანძრისგან დაზღვევა არ იწვევს სიძნელეებს.

4.                  რისკი ერთდროულად არ უნდა ეხებოდეს ყველა დაზღვეულს. თუ სადაზღვევო კომპანია არ მოიცავს დიდ გეოგრაფიულ ზონებს ან მოსახლების ფართო ფენებს, მაშინ მხოლოდ ერთმა კატასტროფამაც შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მას მოუწევდა გადახდა ყველა თავის პოლისზე.

5.                  დაზღვეულისათვის პოტენციური ფინანსური დანაკარგები საგრძნობი უნდა იყოს. სადაზღვევო კომპანია ვერ მისცემს  საკუთარ თავს საკანცელარიო მუშაობის უფლებას, რომელიც დაკავშირებულია წვრილი სადაზღვევო მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან (დაზღვეული პირების განაცხადებისა ზარალის ანაზღაურების შესახებ). ამიტომ, ბევრი პოლისი შეიცავს მუხლს, რომელიც ითვალისწინებს, რომ სადაზღვევო კომპანია გადაიხდის ზარალის მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც აღემატება პოლისში აღნიშნულ თანხას. ეს არის ე. წ. არადაზღვევადი ნაშთი, რომელიც წარმოადგენს ზარალის მთელი თანხის რაღაც ნაწილს, რომლის გადახდაზეც თვითონ დაზღვეულია თანახმა. ასე რომ, რისკების ზემოთ განხილული  კლასიფიკაციას გააჩნია უშუალო მნიშვნელობა რისკების მართვის პროცესისათვის.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge