ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: დაზღვევადაზღვევის ალქიმიაშესაძლო რისკის შეფასება

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

შესაძლო რისკის შეფასება
 | რეიტინგი 3 

დანაკარგების მინიმიზაციის პროცესს, რომელიც შეიძლება განიცადოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა უკონტროლო მოვლენების გამო, რისკის მართვა ეწოდება. რისკის იმ სფეროებს, რომლებშიც არსებობს  დანაკარგების პოტენციური ალაბათობა, შესაძლო დანაკარგების ზონა ეწოდება. ისინი 4 კატეგორიად იყოფა:

1. საკუთრების დაკარგვა (როგორც ნივთიერი, ისე არანივთიერი აქტივების განადგურება ან გატაცება); 2. შემოსავლის დაკარგვა (უბედური შემთხვევის გამო შემონატანების შემცირება ან დანახარჯების გაზრდა); 3. სხვა პირების წინაშე იურიდიული პასუხისმგებლობა, რომელიმე კომპანიის თანამშრმლების ჩათვლით; 4) კომპანიის წამყვანი თანამშრომლების დაკარგვა (უბედური შემთხვევების ან სიკვდილის გამო).

   ერთ მოვლენას შეუძლია  რამდენიმე სახის დანაკარგების გამოწვევა. მაგალითად, ტანკერის ავარიის შედეგად, როდესაც ზღვაში იღვრება ნავთობი და ის დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება, ზარალობს ის კომპანია, რომელსაც ეკუთვნის ეს ტანკერი და იკლებს მისი მოგებები წყლის გაწმენდის ხარჯების გაზრდის გამო. გარდა ამისა, კომპანია განიცდის დანაკარგებს, რომლებიც დაკავშირებულია იურიდიულ პასუხისმგებლობასთან ამ ავარიით დაზარალებული სხვა პირების სარჩელების გამო.

 რისკის მართვის პროგრამა მოწოდებულია მინიმალური დანახარჯებით რისკისგან მაქსიმალურად დაცვისაკენ. ის მოიცავს:

1) რისკის შეფასებას; 2) რისკის მართვის ისეთი ზომების შერჩევას, რომლებიც გააერთიანებდნენ დანაკარგების დაზღვევასა და მათი თავიდან აცილების მეთოდებს; და 3) ამ ზომების ცხოვრებაში გატარებას და მათი შესრულების კონტროლს.

შესაძლო რისკის შეფასებას განვიხილავთ მაგალითზე. ავიღოთ ერთერთი რისკის მრავალი სფეროდან, რომელსაც აწყდება რბილი სათამაშოების მწარმოებელი. ლაპარაკია პასუხისმგებლობაზე პროდუქციის ხარისხზე. ჯერ ერთი, აუცილებელია ზუსტად გარკვევა, შეუძლია თუ არა რბილ სათამაშოს მომხმარებლისათვის ზიანის მიყენება  (ყველაზე სავარაუდოდ, ბავშვისათვის) და რა სახის. არსებობს ასეთი საფრთხეების უამრავი სახეობა: ბავშვი შეიძლება დაიხრჩოს თვალის ღილით, შეჭამოს ამოსატენი, მას შეიძლება გაუჩნდეს ალერგიული რეაქცია ნებისმიერ მასალაზე, რისგანაცაა დამზადებული სათამაშო.

მეორეც, კომპანიამ უნდა გამოავლინოს ყველა დეფექტი სათამაშოების წარმოებასა და მარკეტინგში, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ ფიზიკური ზიანი; მაგალითად, ბავშვს შეუძლია გაუჩნდეს ალერგიული რეაქცია სათამაშოზე, თუ მასალები, რომლებისგანაც არის ის დამზადებული, არასაკმარისადაა შემოწმებული ალერგენებზე, თუ წარმოების პროცესში სათამაშოში მოხვდა მინარევები, ან თუ ის ცუდადაა შეფუთული (რაც გარეშე ნივთიერებების შეღწევის შესაძლებლობას აჩენს).

მესამე, მწარმოებელს შეუძლია გაანალიზოს შესაძლო დანაკარგების ყველა ვარიანტი და გამოითვალოს მისი რაოდენობა, რომლებიც დაკავშირებულია პროდუქციის ხარისხზე პასუხისმგებლობასთან. რადგანაც ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმის დადგენა, თუ როგორ შეუძლია მოცემულ ნაწარმა მიაყენოს ზიანი ადამიანს ან ქონებას, რამდენად ძნელია ასეთი დანაკარგების ზუსტად დადგენა, რისკების მართვის სპეციალისტს უწევს მიახლოებითი შეფასებებით დაკმაყოფილება.

განხვიხილოთ შესაძლო რისკის შეფასება მისი  კიდევ ერთი სფეროდან - გარემოს დაბინძურების საფრთხიდან. რისკის სავარაუდო შეფასება გულისხმობს წინა მრავალწლიანი პერიოდის ავარიების რეპრეზენტატიულ სტატისტიკას. იმ შემთხვევებში, როდესაც შეუძლებელია გარემოში მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის (ნარჩენების) მოცულობების დადგენა წინა რამდენიმე წლის განმავლობაში, ასევე გარემოს დაცვის კანონმდებლობის დარღვევისათვის გადასახადების (მათ შორის ჯარიმები) დათვლა, პერსპექტიულია ეკოლოგიური საფრთხეების შეფასებების გამოყენება თითოეული შესასწავლი ობიექტის „საქმიანი წვლილის" დონით გარემოში მავნე ნივთიერებებით დაბინურების სტრუქტურაში.

როდესაც არ არსებობს სრული ინფორმაცია ეკოლოგიური ავარიების შესახებ, არც დაბინძურების წილოვან სტრუქტურაზე,  გამოიყენება ფაქტორული ნიშნების გამოყოფის მეთოდი, რომელიც ეფუძნება ექსპერტების შეთანხმებულ შეხედულებებს ყოველი მათგანის გავლენაზე რეზულტატური ნიშნის სიდიდეზე. ეკონიმიკური ზარალის სიდიდე გარემოს ავარიული დაზიანებისაგან წარმოადგენს საწარმოებისა და წარმოებების ეკოლოგიურად სახიფათოდ, სახიფათოდ და ნაკლებად სახიფათოებად დაყოფის  ბაზას. ეკოლოგიურად განსაკუთრებით სახიფათო და  სახიფათო საწარმოებისა და წარმოებების ჩამონათვალს ადგენს ეკოლოგიური აუდირების სამსახური და მტკიცდება სახელმწიფო დონეზე.

მას შემდეგ, რაც შეფასდება რისკის მასშტაბები, განიხილება მასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის ყველა შესაძლო და არსებული მეთოდი.

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge