ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: საქართველო და მსოფლიოგანათლება და კულტურაიმედგაცრუებული სტუდენტის ჩანაწერები

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

იმედგაცრუებული სტუდენტის ჩანაწერები
 | რეიტინგი 3 

 

სწავლის ხარისხი საქართველოში მგონი ის თემაა, ყველაზე ნაკლებად რომ ადარდებთ

სამაგიეროდ, ადარდებთ საფასური, რაც უფრო მაღალია, უკეთესი.

აი იმაზე კი არ ფიქრობენ რომ, სწავლის დონე, სულ მცირე შესაბამისობაში უნდა იყოს ფასთან.

აქ არ არის საუბარი თემაზე, უფრო ნაკლები უნდა ღირდეს, მეტი თუ ასე შემდეგ.

გაცდენილ ლექციებზე, არასრულად ჩატარებულ სემინარებზე, არაპროფესიონალ ლექტორებზე მეც, ისევე როგორორც ბევრ სტუდენტს, არაერთხელ დამიხუჭავს თვალი. მესმის რომ ქვეყანაში სადაც თითქმის ყველაფერი ხარვეზით მუშაობს, ვერც სასწავლო პროცესი იქნება იდეალური. სხვა თუ არაფერი, გაგებით მაინც ვეკიდები.

მაგრამ, არსებობს რაღაც ზღვარი.

არსებობენ რაღაცეები რაც დაუშვებელია.

რაც, სტუდენტს შეურაცხყოფას აყენებს.

რაც, ამცირებს მას და მოტივაციას უკარგავს...

როცა სტუდენტმა იშრომა, არაერთ ლიტერატურას გაეცნო, ყველაზე ძვირფასი - დრო დაუთმო დავალების შესრულებას, შენ, რომელსაც „ლექტორი" გქვია, კეთილი უნდა ინებო და ათი წუთი მაინც დაუთმო მას, მოუსმინო და ობიექტურად შეაფასო  ნამუშევარი.

 

სწორედ ამაში გიხდიან ხელფასს და არა, სოციალურ ქსელში „ჩათაობაში" (ხმა მაინც გაუთიშე ჩათს).

 

 

როცა სამაგისტრო ნაშრომს სტუდენტი ისე წერს, რომ ხელმძღვანელთან შეხვედრას ერთხელაც ვერ ახერხებს. რატომ? მაღალი თანამდებობა უჭირავს ლექტორს.

მთავარი კი ისაა, რომ პრეტენზიის გამოთქმის უფლებაც არ გაქვს, ადმინისტრაციაში გეუბნებიან, რომ ეს მათი პრობლემა არ არის. დაკავებულია ლექტორი და მორჩა.

რატომ ვიხდით ფულს?

სამაგისტროს დაცვაზეც კი რომ არ მოგისმინონ, იმიტომ, რომ შენამდე ბევრი გამომსვლელი იყო და კომისიის წევრები დაიღალნენ?

5 წუთიც არ დაგითმონ, რომ გააცნო დამსწრეებს რა კვლევა ჩაატარე, მიუხედავად იმისა, რომ თვალითაც არ გინახავს ხელმძღვანელი?

ადმინისტრაციაში არც კი მოგისმინონ, იმიტომ რომ პატივს არ გცემენ?

ჩემო უნივერსიტეტო,

მადლობა  არაფრისმომცემი 2 წლისათვის...

მადლობა ფუჭად დაკარგული დროისათვის...

მადლობა არაფერში გადახდილი თანხისათვის...

მადლობა, რომ ასე ზრუნავდი ჩემზე...

 

შენი იმედგაცრუებული, აღშფოთებული, გულნატკენი სტუდენტი...

 



ავტორი: თეონა თავდიშვილი
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge