მე გამოწერილი მაქვს ყველა პუბლიკაცია, რომლებიც ეხება წარმატების მიღწევას და კეთილდღეობას. ჩემთან ყოველდღიურად მოდის ასობით წერილი და მეც ვცდილობ ყველა მათგანს გადავხედო. დღეს მოვიდა ერთი გზავნილი, რომელმაც ძალიან მომნუსხა. ინფორმაცია არ არის მაინცდამაინც პოზიტიური და ამიტომ დიდხანხ ვფიქრობდი, ღირდა თუ არა მისი განთავსება საიტზე. მაგრამ სტატიამ შეიძლება ზოგიერთნი დააფიქროს იმაზე, რომ არ შეიძლება სულ ვარდისფერი სათვალის ტარება.
1. განათლება. ოცდაათი წლის ყმაწვილების უმრავლესობას ისეთი განათლება აქვს, რომელიც მოძველდა უმაღლესი სასწავლებლის დამთავრებისთანავე. ბევრი უკვე სწავლის პროცესშივე მიხვდა, რომ ისინი სწავლობენ უმუშევრობას. ამრიგად, უმუშევარი და არსად არდასაქმებული ახალგაზრდა კაცი მაშინვე შოულობს დროებით სამუშაოს, რომელიც თავიდანვეა დაბალანაზღაურებადი და უპერსპექტივო - ბიჭად ბაკდონალდსში ან რეალიზატორად ბაზარში - ეს უკვე კლასიკური მაგალითებია დსთ-ში.
2. უძრავი ქონება. ოცდაათი წლის ახალგაზრდები ნამდვილად ვერ მიიღებენ ბინას სახელმწიფოსგან. არა აქვთ სტაჟი და ნამსახურება, ასევე არ ექნებათ პენსიაც, პროფკავშირული საგზურები, უფასო სამედიცინო მომსახურება. ეს არაფერი არ არის და უკვე აღარ იქნება.
3. ოჯახის შექმნა. ოცდაათწლიანებმა, რომლებიც უკვე დაოჯახდნენ, კიდევ უფრო გაიღრმავეს თავისი პრობლემები, რადგანაც ფინანსურად მოუმაგრებლებს გაუჩნდათ შვილები და ხარჯებიც გაეზარდათ.
4. პენსონერები. ჩვეულებრივ, ოცდაათწლიანი ახალგაზრდების ხანდაზმული მშობლები ასევე საჭიროებენ ფინანსურ დახმარებას, რადგან თავისივე მიზეზებით ისინი აღმოჩნდნენ ეკონომიკის ბორტსმიღმა. და ამით ოცდაათწლიანების ხაეჯებიც იზრდება.
ახლა მინდა მოვიყვანო სამი მიზეზი, რომლებსაც, ჩემის აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვთ და გამოაქვთ სიღარიბის შეუბრალებელი განაჩენი:
5. კრედიტები და საკრედიტო ბარათები. დღეს საკმაოდ მარტივია სამომხმარებლო კრედიტის აღება ბარათით. ბევრ ბარათზე ის ავტომატურად გაიცემა. და ფულის მუდმივი უკმარობა ძალზე იოლად უბიძგებს ოჯახს კრედიტების ერთიმეორის მიყოლებით აღებისაკენ. ეს უფრო მარტივია, ვიდრე ნაცნობებისგან ან მშობლებისგან ფულის სესხება. დღეისათვის აშშ-ში საშუალო ოჯახს მართებს ბანკების 12 000 დოლარზე მეტი (სახლზე იპოთეკის ან მანქანის კრედიტის გარეშე). დსთ ძალზე სწრაფად ეწევა ამ მაჩვენებელს. ასე ყალიბდება ახალი სექტორი, რომლის არსებობასაც რობერტ კიოსაკი არც კი ეჭვობს. ეს არის ოფიციალურად უმუშევარი, რომელიც წარმოადგენს მეწარმეს, მაგრამ მუშაობს ქაღალდების გარეშე. ასეთ მეწარმეს შეუძლია იმუშაოს სხვისი დოკუმენტებით და დაიქირაოს ხალხი შრომითი ხელშეკრულების გარეშე. ყველა ანგარიშსწორება - მხოლოდ ნაღდი ფულით ხელში. კეთილი ძველი სქემა.
6. რჩევები. ჩვენ პატივს ვცემთ უფროსებს და მათ რჩევებს ცხოვრების შესახევ, და ამიტომაც ამან ოცდაათწლიანი თაობისათვის ცუდი შედეგი გამოიღო.
ეს იმიტომ, რომ უფროსი თაობის ზოგიერთ რჩევას „სტაბილური სამუშაოს პოვნაზე", ან „კარგ სპეციალისტად გახდომაზე" ან „შრომის წიგნაკის გახსნაზე" პირდაპირ მივყავართ სიღარიბისაკენ. ინდუსტრიული საუკუნე დამთავრდა და ახლა ასეთი რეკომენდაციები არ შეიძლება ჩაითვალოს წარმატების საწინდრად! თუ უფროსებს დავუსვამთ კითხვას „ფულის ჩადებაზე ბინის შეძენაში თუ ბიზნესში", თქვენ ნამდვილად ბინას გირჩევენ. ახლა შეიძლება ამ ბინაში ჯდომა და ჩუმად სიკვდილი შიმშილით. „სამაგიეროდ შენია!!!" - გეტყვის ბებია, თითის მაღლა ამართვით.
7. ეკონომიკის კრიზისი. აი, აქ მივედით ეკონომიკის კრიზისამდეც. მას შეაქვს თავისი წილი ყველა ზემოთა პუნქტში. ის გავლენას ახდენს მათზე, ვინც იძულებულია ერთიმეორის მიყოლებით იცვალოს სამსახური. და კედელზე აკრავს იმ მეწარმეებს, რომლებმაც უკვე გახსნეს საკუთარი საქმე. კლიენტები სულ უფრო ცოტავდება და და საქმეც იძულებით იხურება.
კითხვა: რა ვაკეთოთ? როგორც ამბობენ, თავიდან საჭიროა თუნდაც მხოლოდ შეიგნო, რომ იმყოფები ფინანსურ ორმოში. იმის გააზრების შემდეგ, რომ ორმოში ხარ, უნდა მორჩე მიწის თხრას (აქ თხრა = კრედიტების აღებას, განსაკუთრებით სამომხმარებლოსი, დახარჯო ყველაფერი, რაც გაგაჩნია, არ გაზარდო შემოსავლების წყაროები და ა. შ.) და დაიწყო ფიქრი. ფინანსური დამოუკიდებლობა სწრაფად არ იქმნება. და ის არის არა შემთხვევითი, არამედ მიზანმიმართული ქმედებების შედეგი.