ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაოფტოპიკი მდიდრულ ცხოვრებაზე

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ოფტოპიკი მდიდრულ ცხოვრებაზე
 | რეიტინგი 3 

luxurious life

სტატიის ავტორი მაიკლ მასტერსონი, შესაძლოა, თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე ნათელი გონებაა. ბევრი რამიდან, რაც მე გავიგე მისი და ასევე მისი მოწაფეების სტატიებიდან, კანზე ბუსუსებს მაყრიდა.

დღეისთვის მაიკლის ბიზნესის ბრუნვა წელიწადში 300 მილიონზე მეტია. არ არის ცუდი, იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი წლის წინ ის ფიზიკურად გავიდა პენსიაზე, ატარებს დრო თავის ოჯახთან ერთად და დაკავებულია ბრაზილიური ჯიუ-ჯიცუთი.

სტატია არ არის ფენშუიზე. და არც ფულზე. ის არის სიმდიდრეზე უფრო ფართო გაგებით. და ავტორს ნამდვილად არ სჭირდება პიარის კეთება

 
ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ოდესმე შემიტყვია მდიდრულ ცხოვრებაზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც კი ოდესმე გამიგია, მე მომოყვა ახალგაზრდმა კაცმა, რომელიც ფლობდა სიმდიდრეს წარსულში , აანება თავი ფულის მოგების თამაშს და დაიწყო ჩინური ფილოსიფიის სწავლა და Tai Chi-ს სწავლება.

მე ჯეფთან სკოლიდან ვმეგობრობდი. ოცდახუთი წლის წინ, შედარებით ახალგაზრდა ასაკში, ჩვენ ბიზნეს-პარტნიორები ვიყავით, რომელიც დაკავშირებული იყო სავაჭრო ავტომატებით გაყიდვებთან, რასაც საკმაო შემოსავალი მოჰქონდა. ჯეფის წლიური შემოსავალი ექვსნიშნა რიცხვებით გამოიხატებოდა.
ერთხელაც მან მიატოვა ეს საქმიანობა  და მას შემდეგ გამოიმუშავებდა ფულს, უწევდა რა კონსულტაციას და ასწავლიდა ჩინურ საბრძოლო ხელოვნებას. მისი ბიზნესიდან წასვლამ სრულებითაც არ გააფუჭა ჩვენი ურთიერთობები. პირიქით, ამან საშუალება მოგვცა გვეკეთებინა განსხვავებული კარიერა და შეგვედარებინა ჩვენი დაკვირვებები.

მე უკვე ვწერდი ჯეფზე. ის მიდრეკილია სერიოზული და ღრმა მოფიქრებებისაკენ. ჩვენ ორი თუ სამი ხანგრძლივი საუბარი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენთვის საინტერესო თემების განხილვით.
 ჩვენ ვსაუბრობდით ონთოლოგიაზე. ვიხილავდით სექსუალობას. ვეხებოდით დაბერებისა და ჯანმრთელობის თემებს. ერთადერთი, რაზეც ძალზე იშვიათად ვსაუბრობდით - იყო ფული. მაგრამ რამდენიმე თვის წინ ეს თემა ამოტივდივდა და ამან შეცვალა ჩემი ფორმირებადი შეხედულება სიმდიდრეზე.
მე მოვუყევი ჯეფს ჩემს მუშაობაზე წიგნზე „მდიდრული ცხოვრების შესახე". მე განვმარტე ჩემი აზრი, რომ ადამიანს კარგი ცხოვრებისათვის არ სჭირდება ტონობით ფული. ბევრი ადამიანი, რომელიც მიისწრაფის სიმდიდრისაკენ, ხარჯავს ძალზე დიდ სახსრებს სიმბოლოებზე. საგნებზე, რომელთაც არა აქვთ მნიშვნელობა და გაცილებით ნაკლებს იმაზე, რაც ნამდვილად საჭიროა... მატრასებზე.

„მატრასებზე?" - აზიდა წარბები ჯეფმა.

„ჩვეულებრივი ადამიანი ყოველ ღამეს ძილში 7 ან 8 საათს ატარებს, - ვთქვი მე, - მაგრამ როდესაც მოდის მატრასის ყიდვის დრო, ის ეძებს ფასდაკლებულ საქონელს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში საუკეთესო მატრასი ათჯერ უფრო დიდხანს მოემსახურება, ვიდრე იაფი, და უზრუნველყოფს მას ათასობით საათი კარგი ძილით".

 ჯეფმა ინტერესით მომისმინა, ხოლო შემდეგ მკითხა: „ რა წარმოგიდგენია, როდესაც სიმდიდრეზე ფიქრობ?"

გარდა იმისა, რომ ჯეფი ჩინური ფილოსოფიის სპეციალისტი იყო, მას ასევე ჰქონდა სოკრატისეული დიალოგის უნარი. მე ვიცოდი, რომ ეს კითხვა მხოლოდ პირველი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელიც უნდა გავევლო. და მე მამაცურად შევაბიჯე მასზე.

„არა ვარ დარწმუნებული, მე წარმოვიდგენ სიმდიდრის სიმბოლოებს - დიდ სახლებს აუზებით და ლამაზ მანქანებს".

„ეს საინტერესოა, - თქვა მან, - ახლი კი ასე: წარმოიდგინე საკუთარი თავი შეზლონგში აუზთან დიდ სახლთან და ახლოს დაყენებულ დიდ შავ მანქანასთან ერთად".

მე დავხუჭე თვალები და გავაკეთე ის, რაც მთხოვა.

„წარმოიდგინე საკუთარი თავი ამ სურათში?"- მკითხა ჯეფმა

„დიახ" - ვუპასუხე მე.

„და როგორ გრძნობ თავს:"

„არ ვიცი, - ვთქვი მე, - კარგად".

„შეგიძლია უფრო ზუსტად რომ აღწერო?"

მე დავკონცენტრირდი შეგრძნებებზე. „მშვიდად, - ვუპასუხე მე, და უსაფრთხოდ"
"ძალიან საინტერესოა" - თქვა ჯეფმა.

იმ დღეს ჩვენ ამაზე მეტი აღარ გვილაპარაკია. მაგრამ ეს ერთერთი ტიპიურია ჩვენი საუბრებიდან, რომლებიც  სულ უფრო ღრმავდებოდა.
მე მაინტერესებდა ის, რომ გრძნობები, რომლებიც ჩემში ასოცირდებოდა სიმდიდრესთან, ძალზედ
მრავალფეროვანები იყო. სიმშვიდე? უსაფრთხოება? ნუთუ?

ერთი თვის შემდეგ მე და ჯეფი ვსადილობდით მის ერთერთ საყვარელ რესტორანში პალმ-ბიჩზე, პატარა იტალიურ ბისტროში. როდესაც მე მივედი, ჯეფი თავის ჩვეულ მაგიდასთან იჯდა და ელაპარაკებობა მეტრდოტელ ჯუზეპეს. ის ადგა, რომ მომხვეოდა და შემომთავაზა ჩაციებული პროსეკოს ჭიქა.
ეს სადილი ჩანდა ხანგრძლივი და მდიდრული. თავიდან ჩვენ ვსვამდით ღვინოს, გადავედით საუზმეზე, შემდეგ ძირითად კერძებზე და ბოლოს უკვე გარეთ ეზოში დავლიეთ ესპრესო. ასე რომ, მე შევძელი დავმტკბარიყავი სიგარით. მე როდესაც მარტო ვარ, ამ ყველაფერს გაცილებით სწრაფად ვაკეთებ. საჭმლის მიღებას მე აღვიქვამ როგორც გარდაუვალ ბოროტებას. რაც უფრო მალე დავამთავრებ მას, მით უფრო სწრაფად შემვძლებ სამუშაოდ დაბრუნება.
,აგრამ ჯეფთან ერთად ეს სულ სხვანაირად ხდება. აუჩქარებლად, შეგნებით. ჯეფი ლაპარაკობს მორიგ მენიუზე. ის ტკბება ღვინით, სიამოვნებას იღებს საჭმლით. დრო ნელდება და მე ვიწყებ ამ გამოცდილების მშვენიერების უკეთ აღქმას.  
როდესაც ჩვენ პატიოში ვიჯექით სადილის შემდეგ, მე განვაახლე წინა საუბარი.

„მე ვიფიქრე იმაზე, თუ რას ვგრძნობ სიმდიდრეზე ფიქრისას" - ვუთხარი მე.

„და..." - მკითხა ჯეფმა.

მე ვუთხარი მას, რომ ალბათ ჩემი შეგრძნებები სიმდიდრის მიმართ საწყისს ჩემი ბავშვობიდან იღებს. ჩვენ ოჯახში 10 წევრი ვიყავით, რომელიც მასწავლებლის ხელფასხე ცხოვრობდა. ჩვენ ვიყავით ყველაზე ღარიბი ოჯახი მეილ სტრიტზე, ქალაქის ერთერთ ყველაზე ღარიბულ ქუჩაზე. იმ დროს მე მქონდა განგაშის შეგრძნება (შიში იმისა, რომ სკოლის მეგობრებს შევეზიზღებოდი სიღარიბის გამო), რომელიც შერწყმული იყო სიმორცხვესთან (ტანსაცმლის გამო, რომელსაც ვატარებდი, სადილების, რომელსაც დედა ამზადებდა და ა. შ.). მე მოვუყევი ჯეფს, რომ შეგრძნებები მოზრდილ ასაკში სიმდიდრის მიმართ - სიმშვიდე და უსაფრთხოება - საწინააღმდეგო იყო იმ გრძნობებისა, რომლებსაც განვიცდიდი სიღარიბეში - განგაშისა და შიშის.

„ეს საინტერესოა" , - თქვა მან.

და ცოტა მოგვიანებით დაამატა, „მაიკ, შენ დიდ წარმატებებს მიაღწიე სიმდიდრის დაგროვებაში, გაცილებით მეტს, ვიდრე იმ ადამიანების 99%-მა, ვინც ამისკებ მიისწრაფის. შენ გინდა თქვა, რომ შენი მისწრაფება სიმდიდრისაკენ სინამდვილეში იყო სწრაფვა შენი ბავშვობისდროინდელი ორი შეგრძნებისაკენ, რომლებსაც შე ასოცირებდი სიმდიდრესთან?" 
„დიახ" - მივუგე მე.

მან თავი დამიქნია. „და შენი დროის რა ნაწილი დახარჯე ფულის შოვნაზე და სიმდიდრის სიმბოლოების შეძენაზე"

„უამრავი დრო" - ვაღიარე მე.
"და ყველა ამ ფულის მიუხედვად, სახლისა და მანქანისაც, შენ ყოველთვის არ შეგეძლო დამტკბარიყავი იმ შეგრძნებებით, რომლებსაც ეძებდი?"

„სწორედ მასეა".

„მაშინ ნება მომეცო გკითხო: შენ თუ დაგითმია დრო იმისათვის, რომ გეგრძნო თავი მდიდრად"?

„რა გაქვს მხედველობაში?" - ბკითხე მე.

„მე მხედველობაში მაქვს სწრაფვა გრძნობებისადმი და არა ნივთებისადმი".

მე ვაღიარე, რომ ამისათვის დრო არასდროს დამითმია.
"და რამდენად ხშირად გრძნობ თავს მდიდრად?" - მკითხა მან.

„არ ისე ხშირად" - ვაღიარე მე.

„უკანასკნელად როდის იგრძენი შენი თავი მდიდრად?"

„მე ამას ახლა ვგრძნობ" - ვუთხარი მე მას.

მან ისევ დააქნია თავი.
"მოდი, გავისეირნოთ. აქ ახლოს არის პატარია მაღაზია საერთაშორისო ჟურნალების დიდი არჩევანით".

ჩვენ დავდიოდით მაღაზიში და იქ 20 წუთი გავატარეთ, ვათვალიერებდით ფრანგულ, იტალიურ და იაპონურ ჟურნალებს, რომლებიც ადრე არასოდესენახა.
ისევე, როგორც სადილის დროს, ყველაფერი მიდიოდა ნელა და მოდუნებულად - თითქმის აუჩქარებლად. და ამან რამდენადმე მომცა სშუალება გავხსნილიყავი. მე მომოვიდა იდეები ზოგიერთი ჟურნალისათვის, რომლებსავ მე გამოვცემ. ასეევე დავფიქრდი შემოქმედებით პროექტებზე, რომლებიც შემეძლო დამეწყო. ამან მე აღმაფრენა მომიტანა ... და კიდევ რაღაცა. მე ჩემი თავი უფრო მდიდრად ვიგრძენი.

ასე, მე გავიგე სხვა გრძნობა, რომელიც წამომექმნა სიმდიდრის შეგრძნებისას. ეს იყო შენაძენის გრძნობა - მაგრამ არა საგნების, არამედ აღმაფრენისა და ცოდნის,
ჩემთვის ეს იყო თვალის ახელის მომენტი.

მე ჩემო ზრდასრული ცხოვრების უდიდესი ნაწილი გავატარე სიმდიდრის სიმბოლოების დევნაში, მაგრამ საკმაოდ იშვიათად ვგრძნობდი თავს მდიდრად. ჯეფმა, პირიქით, დაანება თავი ფინანსური სიმდიდრის დევნას, და მიუხედავად ამისა, დიდი ხნით ტკბებოდა სიმდიდრის შეგრძნებით!
ჯეფი არ უარყოფს სიმდიდრის მატერიალურ აპსექტებს. მშვენიერი ნივთები და ხარისხიანი  მომსახურებები რეალურია და მან ეს იცის. მაგრამ ის ასევე ხვდება რაღაცეებს ამ საგნებზე, მდიდარი ადამიანების უმრავლესობისაგან განსხვავებით: თავად მათ ფლობას არ მოაქვს სასურველი გრძნობა. ის წარმოიშობა მათი აღქმისა და შეგრძნების წყალობით.
ამასთან ერთად, იახტის საყდლად,  რომელიც მილიონები ღირს, საჭიროა მთელი გუნდი მისი მომსახურებისათვის  და რომელზედაც საჭიროა ზრუნვა მთელი წლის განმავლობაში, ჯეფი კითხულობს იახტებზე და ესწრება იახტ-შოუებს, რათა ნახოს ის ნავები, რომლებზედაც კითხულობდა. მისი 6 მილიონად ყიდვის ნაცვლად ის ბედნიერია შვებულების სამი დღის ლიტლ როკის ოტელში გატარებით.

ახლა ჩემს სიმდიდრის შეგრძნებაში არსებობს სამი ელემენტი: შიმშვიდე, უსაფრთხოება და ემოციურად ან ინტელექტუალურად გამდიდრება..

როგორც ჯეფი მასწავლიდა, სიმშვიდე მიიღწევა ტემპის უბრალოდ შენელებით. როდესაც ადამიანი უკლებს სიჩქარეს, ის იწყებს გამოცდილებისათვის  უფრი დიდი ყურადღების მიღწევას. თქვნ შეგიძლიათ გასინჯოთ ღვინო, დატკბეთ საჭმლით ან ვარდების არომატით.

უსაფრთოების შეგრძნება შეგიძლიათ მიიღოთ ისე, რომ არ დახარჯოთ იმაზე მეტი, რამდენის უფლებაც შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს. ამის მიღეწევა შეიძლება ფულის შეზღუდული რაოდენობით, იმ ილუზიაზე უარის თქმით, რომ თქვენ უნდა ფლობდეთ ყველაფერს.

ჯეფის ამ გაკვეთილის შეთვისების შემდეგ, მე და ჩემო ცოლი ვტკბებოდით პარიზის „მეფე გეორგის" სასტუმროს მდიდრულ ნომერში 1500 დოლარის გადახდით.ჩვენ გავატარეთ გასაოცარი 90 წუთი ბისტროს ტერასაზე ღვინის სმით. თქვენ გჭირდებათ ფული - ბევრი ფული - რათა ფლობდეთ სიმდიდრის სიმბოლოებს. მაგრამ, ინტელექტუალური და ემოციური გამდიდრების შეგრძნების მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმის გაგებით, თუ რას მოაქვს სიმდიდრის შეგრძნება, ამის ძიება და შეძენილი გამოცდილების აღქმა.

ვიმეორებ: ჩაისუნთქეთ ვარდების არომატი!

 

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge