მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაბაბილონში ყველაზე მდიდარი ადამიანის წესები
ბაბილონში ყველაზე მდიდარი ადამიანის წესები
| რეიტინგი 3
წესი პირველი. დაიწყეთ თქვენი საფულის შევსება
- ახლა თქვენ ხედავთ, რომ არსებობს უამრავი ხელობა და საქმიანობა, რომელიც ადამიანს ფულის გამომუშავების საშუალებას აძლევს. თითოეული მათგანი - ოქროს ნაკადულია, რომლისგანაც განშტოების გაკეთება შეიძლება, რომ ოქროს ნაწილმა თქვენს საფულეშიც იდინოს. თქვენს ცოდნაზე და უნარზე დამოკიდებულებით ოქროს ნაკადი შეიძლება იყოს დიდიც და პატარაც. მეთანმებით?
ათი მონეტიდან, რომლებსაც თქვენს საფულეში ჩადებთ, ამოიღეთ მხოლოდ ათი, რომლებსაც დახარჯავთ თქვენი საჭიროებებისათვის. თხელი საფულე მაშინვე დაიწყეს გასქელებას და თქვენ
მალე იგრძნობთ სასიამოვნო სიმძიმეს ხელებში, რაც დაუჯერებელ კმაყოფილებას მოგიტანთ.
რა სურვილები გაქვთ ყველაზე მეტად? შეიძლება ეს იყოს თქვენი ყოველდღიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ძვირფასეულობის, მდიდრული ტანსაცმლის, გემრიელი საჭმელის შეძენა - ანუ ის, რაც მალე გადის და დაივიწყება? თუ თქვენ გჭირდებათ სოლიდური შენაძენები - ოქრო, მიწები, საქონელი, ვაჭრობა, შემოსავლიანი საწარმოები? მონეტებს, რომლებსაც თქვენ იღებთ საფულედან ყოველდღიურად, მოაქვთ პირველები, ხოლო დატოვებულებს კი ეს უკანასკნელები. ასე რომ, ჩემო მოაწაფეებო, დაიმახსოვრეთ გამდიდრებისს პირველი კანონი: „საფულეში ჩადებული ყოველი ათი მონეტიდან დახარჯეთ მხოლოდ ათი".
წესი მეორე. აკონტროლეთ თქვენი ხარჯები. ისე დაგეგმეთ საკუთარი ბიუჯეტი, რომ ფული სამყოფი იყოს აუცილებელი მოთხოვნილებებისათვის, სიამოვნებისათვის და ღირსეული სურვილებისათვის, მაგრამ, იმავდროულად, არ უნდა აჭარბებდეს შემოსავლის ცხრა მეათედს. წესი მესამე. გაამრავლე შენი სიმდიდრე. მინდა გითხრათ, ჩემო მოწაფეებო, რომ ადამიანის სიმდიდრე არ განიზომება მის საფულეში მონეტების რაოდენობით. სიმდიდრე განიზომება შემოსავლებით, რომელიც მას მოაქვს. ხოლო შემოსავალი - ეს ოქროს ნაკადივითაა, რომელიც განუწყვეტლად მოედინება თქვენს საფულეში და ასქელებს მას. სწორედ ამიტომ ესწრაფვის მას ყოველი ადამიანი. შემოსავლები უნდა იზრდებოდეს, იმისდა მიუხედავად, მუშაობთ თუ მოგზაურობთ. ესეც თქვენ გამდიდრების მესამე კანონი: ყოველი მონეტა უნდა მუშაობდეს და მოჰქონდეს მუდმივი შემოსავალი, რომ უწყვეტ ნაკადად ჩაედინებოდეს თქვენს საფულეში.
კანონი მეოთხე. დაიცავი შენი სიმდიდრე დაკარგვისაგან. სიბრძნე იმაში მდგომარეობს, რომ ისწავლოთ მოკრძალებული დანაზპგის გაფრთხილება, მანამ, სანამ ღმერთები დიდი სიმდიდრით დაგასაჩუქრებენ, - ასეთი სიტყვებით მიესალმა არკადი თავის მოწაფეებს. გაუფრთხილდით დანაზოგს, ჩადეთ ის მხოლოდ ისეთ პროექტებში, რომლებიც იძლევიან შენატანის სრულ უსაფრთხოებას, მის უკან დაბრუნებას ნებისმიერ მომენტში, ასევე სოლიდურ პროცენტებსაც. ჰკითხეთ რჩევები მხოლოდ კომპეტენტურ ხალხს. მიჰყევით იმათ რჩევებს, ვინც წარმატებას მიაღწია მომგებიანი კაპიტალდაბანდებებით. მათი სიბრძნე დაგიცავთ თქვენ რისკიანი ინვესტიციებისაგან. წესი მეხუთე. გადააქცით თქვენი საცხოვრებელი მომგებიან წარმოებად. გახდი საკუთარი სახლის მესაკუთრე. წესი მეექვსე. უზრუნველყავი შენი სამომავლო შემოსავლები. ყოველი ადამიანის სიცოცხლე იწყება ჩვილობიდან და გრძელდება სიბერემდე. ასეთია სიცოცხლის გზა და არავის არ ძალუძს მისი შეცვლა, თუ ღმერთები არ მოისურვებენ ადამიანის ვადაზე ადრე წაყვანას თავის სამეფოში. ამიტომაც გეუბნებით მე თქვენ, რომ საჭიროა დროულად უზრუნველყოთ მომავლისათვის შემოსავალი სიბერის ღირსეულად შესახვედრად, რომ ოჯახი არ განიცდიდეს გაჭირვებას თქვენი სიკვდილის შემდეგაც. ამ გაკვეთილის შეთვისებით თქვებ შეძლებთ შეინარჩუნოთ თქვენი საფულე სავსედ ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც აღარ შეგეძლებათ რაიმეს სწავლა - ასეთი სტყვებით შეხვდა თავის მოსწავლეებს არკადი მეექვსე დღეს.
ადამიანი, რომელიც შეიცნობს დაგროვების კანონებს, უზრუნველყოფს შემოსავლების მუდმივ ზრდას, მომავალზე ორიენტირებით. მან ისე უნდა დაგეგმოს თავისი ინვესტიციები, რომ ისინი რჩებოდნენ მომგებიანი მრავალი წლის განმავლობაში და შეეძლოს სიბერეში მისი ნაყოფით სარგებლობა. შეიძლება იყიდოთ სახლები და მიწები მომავალ მოგებებზე გათვლით. თუ მათ გონივრულად ავირჩევთ, ისინი ნამდვილად გახდებიან ფასიანი დაბანდებები და მოგებით დაგიბრუნდებათ. შეიძლება მისცეთ ფულის გარკვეული რაოდენობა მევახშეს, ისე, რომ დროთა განმავლობაში ის გაიზარდოს დარიცხული პროცენტების ხარჯზე.
ერთმა ჩემმა ნაცნობმა გამანდო, რომ იმ რვა წლის განმავლობაში, რაც თავისი ფული მევახშესთან ჰქონდა გაბარებული, ის ყოველ კვირა ორი მონეტით იზრდებოდა. და აი, სულ ცოტა ხნის წინ მევახშემ წარუდგინა მას შენატანის სრული ანგარიში, რომლის რიცხვებმაც ნაცნობი აღტაცებაში მოიყვანა. მისი მოკრძალებული შენატანი გახდა ათას ორმოცი ვერცხლის მონეტა. მე სიამოვნებით ვურჩიე მას შენატანის შენახვა უახლოესი თორმეტი წლის განმავლობაში, დავითვალე რა, რომ პროცენტების ჩათვლით ის გაიზრდებოდა ოთხი ათას მონეტამდე. ეს კი სრულიად საკმარისი იქნებოდა სიბერის შესახვედრად.
წინასწარ უზრუნველყავი სიბერე და იზრუნე მთელი ოჯახის უზრუნველ ცხოვრებაზე.
წესი მეშვიდე. სრულყავი გამომუშავების უნარი. გამდიდრების სურვილი ოცნების მსგავსია. თუმცა, თუ ადამიანს სურს ჰქონდეს 5 ოქროს მონეტა, ეს უკვე მიღწევად მიზანს ემსგავსება. ამ სურვილის ძალითა და ცოდნით გამტკიცებით ადამიანს შეუძლია შემდეგი ნაბიჯის გადადგმაც, დაისახოს რა მიზნად უკვე ათი ოქროს მონეტის მიღება, შემდეგ ოცის, ათასის და ბოლოს, გახდეს ნამდვილად მდიდარი. როცა ისწავლა რამდენიმე მონეტიანი პატარა სიმდიდრის შენახვა, მას უკვე შეეძლება დიდი ქონების გაფრთხილებაც. ასე გროვდება არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ სიმდიდრეც. დროთა განმავლობაში ადამიანი იძენს აუცილებელ გამოცდილებასა და უნარებს.
როგორც უკვე ვთქვი, სურვილები უნდა იყოს უბრალო და ნათელი. თუ ისინი ძალიან ბევრია, მაშინ თრგუნავენ მიზანს, რადგან გონებას უფანტავს ადამიანს თავისი მრავალფეროვნებით და ხელს უშლის მთავარზე კონცენტრირებას. მე ძალიან მალე ავხსენი წარმატების მიზეზი: საკმარისია სამუშაოს მიმართ ინტერესის გაზრდა, მეტი გულისყურის მოკრება, სიბეჯითისა და შეუპოვრობის გამოჩენა - შენი გადასწრება უკვე ძნელია. ჩემო გაზრდილი ოსტატობა დაფასდა ხელფასის მნიშვნელოვანი მომატებით ისე, რომ მე აღარ მომიწია მეპატრონისათვის ამის თხოვნა. რაც უფრო ვბრძენდებით, უფრო მეტს გამოვიმუშავებთ. ამრიგად, გამდიდრების მეშვიდე კანონი მდგომარეობს იმაში, რომ სრულვყოთ საკუთარი შესაძლებლობები და უნარები, ვისწავლოთ და გავხდეთ უფრო ბრძენნი, და ვიცხოვროთ ისე, რომ საკუთარ თავს ვცემდეთ პატივს. მოხლოდ მაშინ შეიძენთ თქვენ საკუთარი თავის რწმენას და შეძლებს ყველა სურვილის ასრულებას.
ჯორჯ ს. კლეისონი „ყველაზე მდიდარი ადამიანი ბაბილონში"