ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაჰერბერტ. ნ. კესონი: ბიზნესის წარმატების წესი N:1 აუცილებელი პირობა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ჰერბერტ. ნ. კესონი: ბიზნესის წარმატების წესი N:1 აუცილებელი პირობა
 | რეიტინგი 3 

 

საქმის დასაწყებად საჭიროა იმთავითვე რაიმე უპირატესობა გაგაჩნდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებისათვის ბრძოლა გაცილებით ძნელი იქნება.

თითოეულმა ვინც უკვე ბიზნესშია, ან აპირებს ხელი მიჰყოს ამ საქმეს, თავის თავს უნდა ჰკითხოს: `როგორი უპირატესობა მაქვს უკვე და როგორი შეიძლება მივიღო შემდეგში, სხვებთან შედარებით? რა ძლიერი თვისებები გამაჩნია სადღეისოდ?"

თუ ადამიანს არა აქვს არავითარი უპირატესობა, ასეთ შემთხვევაში, რაც არ უნდა აკეთოს მან, ყველაფერი საწინააღმდეგოდ შემობრუნდება. მისი ბიზნესი უმეტეს წილად ყოველთვის წვრილმან საქმედ დარჩება, ვინაიდან ამ შემთხვევაში ზრდისათვის, საკმარისი პირობები უბრალოდ არ არსებობს.

მანამდე კი სანამ დავიწყებდეთ ყოველივე ამაში გარკვევას, გთავაზობთ შემდეგ ხუთ მითითებასა თუ განმარტებას, უპირატესობათა შესახებ:

1. ადგილმდებარეობა. არსებობს გარკვეული იდეალური ადგილები: დიდი მაღაზიის, რესტორნის, ავტოფარეხისა თუ სასტუმროსათვის და ადამიანმა თავისი ბიზნესისათვის უკეთესი, მისთვის ყოველმხრივ ხელმისაწვდომი ადგილი უნდა ეძებოს. თუ მისი სასტარტო კაპიტალი მხოლოდ პატარა მაღაზიის გახსნის საშუალებას იძლევა, მან უნდა მოძებნოს მიწის ნაგლეჯი ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე. მთავარი მაღაზიის სიდიდე კი არა, გამვლელთა რაოდენობაა. მაღაზიის ათფუტიანი ფასადი მთავარ ქუჩაზე, ბევრად ჯობია ოცდაათფუტიანს მეორეხარისხოვა

1. ადგილმდებარეობა. არსებობს გარკვეული იდეალური ადგილები: დიდი მაღაზიის, რესტორნის, ავტოფარეხისა თუ სასტუმროსათვის და ადამიანმა თავისი ბიზნესისათვის უკეთესი, მისთვის ყოველმხრივ ხელმისაწვდომი ადგილი უნდა ეძებოს. თუ მისი სასტარტო კაპიტალი მხოლოდ პატარა მაღაზიის გახსნის საშუალებას იძლევა, მან უნდა მოძებნოს მიწის ნაგლეჯი ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე. მთავარი მაღაზიის სიდიდე კი არა, გამვლელთა რაოდენობაა. მაღაზიის ათფუტიანი ფასადი მთავარ ქუჩაზე, ბევრად ჯობია ოცდაათფუტიანს მეორეხარისხოვა

1. ადგილმდებარეობა. არსებობს გარკვეული იდეალური ადგილები: დიდი მაღაზიის, რესტორნის, ავტოფარეხისა თუ სასტუმროსათვის და ადამიანმა თავისი ბიზნესისათვის უკეთესი, მისთვის ყოველმხრივ ხელმისაწვდომი ადგილი უნდა ეძებოს. თუ მისი სასტარტო კაპიტალი მხოლოდ პატარა მაღაზიის გახსნის საშუალებას იძლევა, მან უნდა მოძებნოს მიწის ნაგლეჯი ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე. მთავარი მაღაზიის სიდიდე კი არა, გამვლელთა რაოდენობაა. მაღაზიის ათფუტიანი ფასადი მთავარ ქუჩაზე, ბევრად ჯობია ოცდაათფუტიანს მეორეხარისხოვა

1. ადგილმდებარეობა. არსებობს გარკვეული იდეალური ადგილები: დიდი მაღაზიის, რესტორნის, ავტოფარეხისა თუ სასტუმროსათვის და ადამიანმა თავისი ბიზნესისათვის უკეთესი, მისთვის ყოველმხრივ ხელმისაწვდომი ადგილი უნდა ეძებოს. თუ მისი სასტარტო კაპიტალი მხოლოდ პატარა მაღაზიის გახსნის საშუალებას იძლევა, მან უნდა მოძებნოს მიწის ნაგლეჯი ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე. მთავარი მაღაზიის სიდიდე კი არა, გამვლელთა რაოდენობაა. მაღაზიის ათფუტიანი ფასადი მთავარ ქუჩაზე, ბევრად ჯობია ოცდაათფუტიანს მეორეხარისხოვა

1. ადგილმდებარეობა. არსებობს გარკვეული იდეალური ადგილები: დიდი მაღაზიის, რესტორნის, ავტოფარეხისა თუ სასტუმროსათვის და ადამიანმა თავისი ბიზნესისათვის უკეთესი, მისთვის ყოველმხრივ ხელმისაწვდომი ადგილი უნდა ეძებოს. თუ მისი სასტარტო კაპიტალი მხოლოდ პატარა მაღაზიის გახსნის საშუალებას იძლევა, მან უნდა მოძებნოს მიწის ნაგლეჯი ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე. მთავარი მაღაზიის სიდიდე კი არა, გამვლელთა რაოდენობაა. მაღაზიის ათფუტიანი ფასადი მთავარ ქუჩაზე, ბევრად ჯობია ოცდაათფუტიანს მეორეხარისხოვა

1. ადგილმდებარეობა. არსებობს გარკვეული იდეალური ადგილები: დიდი მაღაზიის, რესტორნის, ავტოფარეხისა თუ სასტუმროსათვის და ადამიანმა თავისი ბიზნესისათვის უკეთესი, მისთვის ყოველმხრივ ხელმისაწვდომი ადგილი უნდა ეძებოს. თუ მისი სასტარტო კაპიტალი მხოლოდ პატარა მაღაზიის გახსნის საშუალებას იძლევა, მან უნდა მოძებნოს მიწის ნაგლეჯი ყველაზე ხალხმრავალ ქუჩაზე. მთავარი მაღაზიის სიდიდე კი არა, გამვლელთა რაოდენობაა. მაღაზიის ათფუტიანი ფასადი მთავარ ქუჩაზე, ბევრად ჯობია ოცდაათფუტიანს მეორეხარისხოვანზე.

2. სპეციალური ცოდნა. თუ ადამიანი შეისწავლის ან პრაქტიკული საქმიანობის წყალობით დაეუფლება რომელიმე სფეროს, იგი მზადაა გაუძღვეს საკუთარ საქმეს. კვალიფიციურ მზარეულს უპირატესობა აქვს მაშინ, თუკი იგი საკუთარ რესტორანს ხსნის, მაგრამ პრაქტიკულად, თითო-ოროლა თუ აკეთებს ამას! ვინც კარგად ერკვევა ავტომობილებში, მას შეუძლია ავტოსახელოსნო გახსნას.

3. პირადი პოპულარობა. ადამიანს, რომელსაც შეუძლია თავის მიმართ კეთილად განგაწყოს, რომელსაც ფართოდ იცნობენ, რომელსაც ბევრი მეგობარი ჰყავს თავის ბიზნესში აშკარა და ხელშესახები უპირატესობანი გააჩნია. ბიზნესში ძალიან ბევრია დამოკიდებული გარშემომყოფთა დამოკიდებულებასა და მხარდაჭერაზე.

როდესაც სპორტულ მაღაზიას კრიკეტის პოპულარული მოთამაშე ხსნის, მას სხვებთან შედარებით კოლოსალური უპირატესობა აქვს დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში. იგივეა, როცა სასტუმროს ყოფილი მოჭადრაკე მოკიდებს ხელს, ან როცა მაღაზიის მფლობელი ხდება ყოფილი მერი. ხშირად ბიზნესი არა საქონლისა და მომსახურების ხარჯზე ხდება მომგებიანი, არამედ მეპატრონის პირადი პოპულარობის გამო.

4. პირადი თვისებები. ეს სულ სხვაა, ვიდრე პირადი პოპულარობა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო უპირატესობათაგანია, რომელსაც შეიძლება საერთოდ ფლობდეს ადამიანი. ამერიკის უმსხვილესი სოვდაგარი იყო ჯონ უაინამეიკერი. სიკვდილის შემდეგ მან სამი უნივერმაღი და ჩვიდმეტი ათასი დაქირავებული მუშაკი დატოვა. ყოველივე ამას მან პირადი თვისებების წყალობით მიაღწია და არა ვაჭრობის რაიმე განსაკუთრებული ცოდნით.

თუ ადამიანი ცნობილია თავისი პატიოსნებითა და საიმედობით, მისი ბიზნესი შეიძლება დაიწყოს ნელა, მაგრამ  მეტწილად ეს იქნება მყარი საქმე. როდესაც ბიზნესს დაიწყებს ასეთი პიროვნება, რომელსაც ჩვენ `დაუმუშავებელ ალმასს" ვეძახით, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.

5. ეფექტურობა. ეს უპირატესობა ცალკე თავში დაწვრილებით იქნება განხილული. აქ მას მხოლოდ დავასახელებთ. სწორედ ეფექტურობა დაეხმარება ადამიანს სხვაზე უკეთ მოაწყოს თავისი ბიზნესი. სწორედ ის გადააქცევს მას მოყვარულიდან - პროფესიონალად.

ქაოტური ბორგვისა და აქეთ-იქით უთავბოლო სირბილის ნაცვლად, ის საფუძვლიანად შეისწავლის იმ პირობებს, რომელშიც ვითარდება მისი ბიზნესი და ჯერ დაისახავს მიზანს, შემდეგ კი მიიღებს ყველაზე სწორ გადაწყვეტილებას. უპირველესად, სწორედ პირველი რიგის გასაკეთებელ საქმეებს მოაგვარებს და ყურადღებას მოგებაზე გაამახვილებს.

ერთი სიტყვით, ადამიანის მოღვაწეობაში აუცილებლად დადგება პროფესიონალიზმის ერა, რადგანაც ყოველი პატივმოყვარე ბიზნესმენი, ამა თუ იმ დოზით, პროფესიონალი უნდა იყოს. ხოლო რაც შეეხება ნებისმიერ მსხვილ ფირმას, მას აუცილებლად პროფესიონალთა გუნდი უნდა მართავდეს და მათი დახმარებით იგი გამუდმებით, თავისი უპირატესობების ზრდისაკენ უნდა მიისწრაფვოდეს.

მეფუნთუშეს ახლო-მახლო ყველაზე კარგი პური ან საუკეთესო ორშილინგიანი ფუნთუშები უნდა ჰქონდეს, გასტრონომის მეპატრონეს საუკეთესო ბეკონი, ავტომრეწველმა თავის მუშტარს საუკეთესო სერვისული მომსახურება უნდა შესთავაზოს და ა.შ.

ერთმა ბიზნესმენმა მიამბო, თუ როგორ დააყენა მან ეს საკითხი თავის მაღაზიის მენეჯერთა თათბირზე. `მე მათ ვუთხარი, რომ ერთი უნივერმაღი ლონდონში აბრეშუმის ქსოვილითაა ცნობილი, მეორე _ საკაბე ქსოვილით, მესამე _ თამბაქოს ნაწარმით. აუცილებლად უნდა ვიყოთ გამორჩეული ჩვენც, რომელიმე განსხვავებული განყოფილებით". შემდეგში ამას პარფიუმერიისა და წიგნების განყოფილების წყალობით მიაღწიეს თურმე. ისე, რომ რაიმე ახალი არაფერი აღმოუჩენიათ.

ის რაც, ყველაზე მეტად ესაჭიროება თითოეულ ბიზნესმენს, ესაა მონოპოლია. ეს _ ერთადერთი რამაა, რასაც შეუძლია იგი იხსნას კონკურენციისაგან. მაგრამ მონოპოლია იშვიათი ხილია. თუ რომელიმე ფირმა აღწევს კიდევაც წარმატებას ამ კუთხით, ეს იმის წყალობით, რომ მან საზოგადოებას სრულიად ახალი საქონელი ან მომსახურების გამორჩეული ფორმა შესთავაზა, მაგრამ მონოპოლია ძალზე ხანმოკლე აღმოჩნდება და მალე, იგი მრავალრიცხოვან კონკურენტთა ალყაში მოექცევა.

ფირმა შეიძლება გამოირჩეოდეს ისეთი საქონელით, რომელიც გამოგონებული და დაპატენტებულია სხვა ქვეყანაში. ეს მონოპოლიის ის ფორმაა, რომელიც ადრეც და დღესაც ძალზე მომგებიანად ითვლებოდა და ითვლება. მაგრამ, ფირმას მალე მაინც გამოუჩნდებიან კონკურენტები.

საერთოდ უნდა ითქვას, რომ მიზანშეწონილია ნებისმიერ დიდსა თუ პატარა ფირმას, თავისი სპეციალიზაცია გააჩნდეს. სწორედ ეს უკანასკნელი უნდა შეადგენდეს ფირმის სახეს. თუკი სპეციალიზაცია კარგადაა რეკლამირებული, იგი შეიძლება მოგების ძირითად წყაროდ იქცეს. სპეციალიზაცია თითქმის ისეთივე უპირატესობას იძლევა, როგორსაც მონოპოლისტობა.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმას ყიდის, რასაც მისი კონკურენტები ჰყიდიან, ძალზე წამგებიან მდგომარეობაში იმყოფება. მის საქონელზე ფასები კონკურენციის გზით წესდება. მას არ უშველის ფასების შემცირება, რაც გაზრდის გასაღების მოცულობას, მაგრამ ამავე დროს შეამცირებს, ანდა სულაც არარად აქცევს მის მოგებას.

თუ გსურს, რომ შენი საქონელი ბაზარზე შეამჩნიონ, მაშინ აუცილებელია, იგი რაღაცით გამოირჩეოდეს. გამუდმებით უნდა ფიქრობდე ამაზე, ვიდრე შენი ბიზნესი რაიმეთი არ აჯობებს თავის კონკურენტებს.

ჩიკაგოელმა სოვდაგარმა მარშალ ფილდმა ეს პრობლემა იმით გადაჭრა, რომ თავის უნივერმაღზე გამოაკრა აბრა წარწერით: `თავაზიანობის კოლეჯი". მის გამყიდველებს მთელ შეერთებულ შტატებში საუკეთესო მომზადება ჰქონდათ. მან პირველმა დაამუშავა მყიდველის თავაზიანად მომსახურების მეცნიერება.

თვით ყველააზე უმნიშვნელო უპირატესობამაც კი შეიძლება ბიზნესმენი ლიდერად აქციოს არა მარტო თავის რაიონსა და ქალაქში, არამედ დარგშიც კი. დოღის ცხენი, რბოლაში უმნიშვნელო უპირატესობით იმარჯვებს. ჯერ არცერთი ადამიანი არ გამხდარა ლიდერი ისე, რომ არ ჰქონოდა, რამოდენიმე თუ არა, ერთი უპირატესობა მაინც, სხვებთან შედარებით.

საზოგადოებას ყოველთვის იზიდავს რაიმე განსაკუთრებული და თუ ბიზნესმენს არ შეუძლია გააკეთოს ოდნავ მაინც გამორჩეული, მას ელის მარცხი ან უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ უმნიშვნელო წარმატება.

თუ წვრილმან მოვაჭრეს აქვს პატარა, ფარღალალა მაღაზია გუდამშიერი, დაჩიავებული მაღაზიების ქუჩაზე, მას შეუძლია იგი გადაღებოს თეთრ ფერად და მაშინ მისი მაღაზია იქნება შუქურასავით გამორჩეული.

შეიძლება შევნიშნოთ, რომ მცირე ბიზნესში ძირითადად ყველაზე ჩვეულებრივ საგნებს ამზადებენ, ყველაზე ჩვეულებრივი ხერხებით. მიზეზიც ესაა, რომ ეს ბიზნესი მცირე ბიზნესად რჩება. ასევე შეიძლება შევნიშნოთ: ყოველი მსხვილი ბიზნესი, გამონაკლისის გარეშე, რაიმეთი უნდა გამოირჩეოდეს, სულერთია, იქნება ეს საქონელის ხარისხი თუ ბიზნესის წარმოების მეთოდები.

ზეუპირატესობა _ აი, რა უდევს საფუძვლად ფირმის მსხვილ წარმატებას. გიგანტურმა სანავთობო კომპანიამ `სტენდარდ ოილ ოფ კომპანიმ", ბევრად გაასწრო ყველა თავის კონკურენტს, როგორც კი დაიწყო ნავთობის ტრანსპორტირებისათვის მილსადენების გამოყენება. ფოლადის მეფემ ენდრიუ კარნეგიმ ბევრით ჩამოიტოვა თავისი მეტოქეები, როგორც კი ხელი მიჰყო ახალი მარკის ფოლადის მსხვილმასშტაბიან წარმოებას. საცოდავია მცირე ბიზნესი! სასამართლოები გადავსებულია მათი გაკოტრების საქმეებით. სწორედ მათი მიზეზით ხდება ფინანსური კატასტროფების უმეტესი წილი. ბევრი ახალბედა, როცა საქმიან ცხოვრებას იწყებს თავის კონკურენტებს ბაძავს და მიზანმიმართულია ერთფეროვნებისაკენ. მათ უნდათ იყვნენ `ნორმალურები", რადგანაც ეშინიათ ექსპერიმეტებისა და აკეთებენ ისე, როგორც აკეთებენ სხვები, მაგრამ მე ჩემს მოვალეობად მიმაჩნია ვთქვა: ეს შეცდომაა, იმას რაც საყოველთაოდ მიღებულს წარმოადგენს და არ სცილდება ჩვეულებრივს, მომხმარებლები ვერ ამჩნევენ. უბრალოდ გაფორმებული ვიტრინა ოციდან მხოლოდ ერთი გამვლელის ყურადღებას თუ მიიქცევს. ის ბიზნესი, რომელიც სხვებისგან არაფრით არ გამოირჩევა, ყოველთვის მივიწყების ბურუსშია გახვეული. იგი არასოდეს არ იწვევს გარემომცველთა მხარდაჭერას, მაშინ როდესაც, სწორედ მათი კეთილგანწყობის მოპოვება წარმოადგენს კომერსანტის უმთავრეს ამოცანას მის ბიზნესში.

მიზეზი იმისა, თუ რატომაა ამდენი უფერული ბიზნესმენი იმაშია, რომ საერთოდ ცოტაა ორიგინალური პიროვნება და უმეტესი მათგანი ჩვეულებრივები არიან და ვერ ხედავენ იმას, თუ როგორი არსებითი მნიშვნელობა აქვს ბიზნესისათვის განუმეორებლობას. ეს ასეა და უნდა ვცნოთ, ვაღიაროთ დაუფარავად, ღიად!

მაგრამ ასევე უნდა ითქვას მეორე ჭეშმარიებაზეც: საშუალო უნარის მქონე ჩვეულებრივ ადამიანსაც შეუძლია შექმნას დიდი ბიზნესი, რომელსაც ექნება ბევრი განმასხვავებელი თავისებურება. შეუძლია, თუკი სრულად აითვისებს თავის ბიზნესისათვის უპირატესობის მიმნიჭებელ ხერხებს, გაითავისებს მის დიდ მნიშვნელობას.

რამოდენიმე წლის წინათ ერთი ადამიანი გავიცანი, რომელმაც აიღო ჩვეულებრივი საქონელი, შეფუთა მიმზიდველად, გამოუცვალა დასახელება და მერე წარმატებით ყიდდა მთელს მსოფლიოში, სხვადასხვა სახის სარეკლამო საშუალებათა გამოყენებით.

მის მაგალითს შეუძლია მიბაძოს ნებისმიერმა ბიზნესმენმა, რომელიც არაფერს არ ფლობს, გარდა საღი აზრისა და პატივმოყვარეობისა. ცნობილია მეთოდები, რომელთა დახმარებითაც, ისეთმა ადამიანმაც კი, რომელიც მაინცდამაინც დიდი ჭკუა-გონებით არ გამოირჩევა, შექმნა `გონივრული ბიზნესი" და ცხოვრებაში ასე ხშირად ხდება.

ბიზნესი უნდა იყოს აზრიანი. მას უნდა ჰქონდეს განმასხვავებელი ნიშნები და პირველ რიგში სწორედ ამას უნდა გაესვას ხაზი. ნებისმიერი კომერცია, რომელიც ყველა გაგებით ჩვეულებრივის ზღვარს არ სცილდება, ვერ გაუძლებს კონკურენციის დარტყმებს. ის მხოლოდ გადარჩენისათვის ბრძოლას თუ მოახერხებს.

საქმიან სამყაროში, ისევე როგორც ბუნებაში, გადარჩენის შანსი უფრო შეგუების უნარის მქონეს აქვს. ასი ათასობით წვრილი საწარმო იბადება, გარკვეული დროის განმავლობაში იბრძვის გადარჩენისათვის, მერე კი იღუპება, რადგან ვერ ახერხებენ სიტუაციასთან შეგუებას.

თითქმის ყოველი დიდი ბიზნესი თავდაპირველად მცირე იყო, მაგრამ იგი თავიდანვე ფლობდა რიგ უპირატესობას. ის აღემატებოდა თავის წვრილ-წვრილ კონკურენტებს. შემდეგ კი ზოგიერთი პოზიციებით დაიწყო უფრო დიდების გადასწრება და ასე აგრძელებდა ზრდას მანამ, სანამ განვითარების ზენიტს არ მიაღწევდა.

ჭკვიანი მენეჯერი მუდმივად ფიქრობს იმაზე, თუ როგორ სრულყოს თავისი ბიზნესი, როგორ აქციოს იგი უფრო შესამჩნევი, როგორ გაზარდოს მისი უპირატესობანი.

მან იცის, რომ დახელოვნება და სრულყოფა დაუსრულებლად შეიძლება და ბეჯითად მიდის კიდევაც ამ გზით. მართალია, კონკურ

უკან

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge