მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიათქვენი წარმატება შვებულებაშია? მაშინ ისწავლე როგორ გამოიძახო ის სამსახურში (Lari.ge-ს პროექტი)
თქვენი წარმატება შვებულებაშია? მაშინ ისწავლე როგორ გამოიძახო ის სამსახურში (Lari.ge-ს პროექტი)
| რეიტინგი 3
აღნიშნული პროექტი საინტერესო და სასარგებლო იქნება, როგორც რიგითი ადამიანებისთვის, ასევე კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციებისთვისაც, ვისაც უნდა, რომ წარმატებას მიაღწიოს თავის საქმიანობაში თუ კარიერაში. კერძოდ, ვინც თვლის, რომ აქვს ყველა ინტელექტუალური რესურსი, რომ იყოს წარმატებული, აქვს სურვილიც და ძალისხმევაც, მაგრამ ფინანსური და შესაბამისი ნაცნობობის წრის არ ქონის გამო მისი წარმატება უვადო შვებულებაშია. ის რისი შემოთავაზებაც მინდა ამ სტატიაში მისაღებია ნებისმიერი წლოვანების ადამიანისთვის, მთავარია მათ სიტყვას და აზრს ძალა ჰქონდეს და შეეძლოს ამის კარგად გადმოცემა წერით. პორტალმა Lari.ge დაიწყო საკუთარი პროექტი ექსპერტების გამოვლენის და ”ექსპერტთა კლუბის” შექმნის ინიციატივით, რაც ქვევით უფრო ფართოდ იქნება ახსნილი. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს პიროვნების წარმატებისაკენ სვლას და მის პიარს კარგი გაგებით. სტატიის გამოქვეყნება არის უფასო და ტექნიკურად ადვილი
ერთი-ორი ათეული წლის წინ მუშაობდა წარმატების ასეთი აქსიომა: კარგი სკოლა, კარგი უმაღლესი, კარგი ნაცნობ- მეგობრობა + ქრთამი და მომავალი წარმატება უზრუნველყოფილია, ეს მაინც ხელოვნურ წარმატებად რჩებოდა, მაგრამ შედეგი ქონდა. ახლა ეს უკვე წარსულშია. დღეს სამსახურის შენარჩუნებაც კი მეტ ძალისხმევას მოითხოვს ვიდრე წარსულში. დღეისათვის მუშაობს წარმატების შემდეგი აქსიომა: კარგი სკოლა და უმაღლესი, რა თქმა უნდა განათლება ყოველთვის აქტუალურია, მაგრამ არა დიპლომი, არამედ მიზნობრივი პროფესიული უნარ-ჩვევები. ამის შემდეგ ყველაფერი შესაძლებელია ფულისა და ნაცნობობის გარეშეც. როგორ? სწორედ ამაზე ვისაუბრებ ამ სტატიაში.
საკუთარი თავის ირიბი რეკლამა და პიარი - ეს არის ის, რის გარეშეც, დამერწმუნეთ, თანამედროვე ეპოქაში ნებისმიერ წარმატებაზე საუბარიც კი ზედმეტია.
ოქროც რომ იყო და ნიჭით სავსე, თუ ეს არავინ იცის, შენ არაფრით განსხვავდები მცირეფასიანი ლითონისგან! დაე, იცოდე, რომ ოქრო ხარ! მერე რა.
სტატიის სიდიდის მიუხედავად, ეცადეთ ბოლომდე წაიკითხოთ ის, რომ თქვენთვის ფარდა აეხადოს იმას, რაც ყველას ცხვირწინ უდევს, მაგრამ ერთეულები თუ იყენებენ მას. ხოლო ვინც იყენებს, ამაზე არ საუბრობს (გასაგები მიზეზების გამო). თავად მე გახლავართ ბიზნესმენი, ინტერნეტ კომერციის და ინტერნეტ რეკლამის სპეციალისტი, განათლებით ეკონომისტი, ჩემი სახელია სპარტაკ თიკანაშვილი. ამ სტატიით ჩემს პირად ხედვას გადმოგცემთ, ამიტომ ბოლოში არსებულ კომენტარებში მივესალმები თქვენს დადებით თუ უარყოფით გამოხმაურებას. ახლა კი თქვენის ნებართვით განვაგრძობ სუბარს...
სანამ კონკრეტულად გადავიდოდი სტატიის სათაურის მიზანზე, აუცილებელია გავაკეთო პატარა წინასიტყვაობა ზოგადად იმ სფეროზე, რომლის მცირე ნაწილის ახსნასაც შევეცდები ამ სტატიაში. ასევე შევეცდები არ გამოვიყენო ამ სფეროსათვის დამახასიათებელი ტერმინები (თუ ეს უკიდურესად აუცილებლობით არ იქნება გამოწვეული), რომ უფრო მარტივი და ზოგადი ენით მივაწოდო ჩემი აზრი მკითხველს.
როგორც ვიცით, ინტერნეტი თანამედროვე ეპოქაში უძლიერესი საშუალება გახდა რეკლამისა თუ პიარისათვის, ხალხის მოზიდვისათვის, გარკვეული აზრის ფორმირებისთვისა და გავრცელებისათვის. ბევრი კომერციული თუ არაკომერციული ორგანიზაცია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უფრო უკეთესად შეისწავლონ რეკლამისა და პიარის ეს სეგმენტი და წარმატებით გამოიყენონ თავიანთი საქმიანობის წინ წაწევისთვის. წარმატების მისაღწევად რეკლამა და პიარი ინტერნეტში ჭირდება ყველას:
- რიგით ადამიანებს, რომ წარმატებას მიაღწიონ თავის პროფესიაში თუ კარიერაში. გახდნენ ცნობადები თავიან მიზნობრივ სეგმენტში და აქედან მიიღონ მატერიალური თუ არამატერიალური დივიდენდები და სხვა.
- კომერციულ ორგანიზაციებს (კომპანიებს): მათი მიზანია ყავდეს მეტი კლიენტი ან გაუკეთონ მეტი რეალიზაცია თავის პროდუქციას, შექმნან დადებითი იმიჯი საკუთარი თავისა და პროდუქციის მიმართ და სხვა;
- არაკომერციული ორგანიზაცია: ცდილობს შექმნას დადებითი იმიჯი თავის ორგანიზაციაზე, იყოს მეტად ცნობადი და ამით გააფართოვოს თავისი საქმიანობა, მოიზიდოს მეტი ადამიანი და მეტად ეფექტურად შეასრულოს თავისი მიზანი და სხვა.
- სამთავრობო დაწესებულებებს: გაავრცელონ თავისი ფორმულირება ამა თუ იმ საკითხზე და შექმნან გარკვეული აზრი, შექმნან დადებითი იმიჯი თავის თავზე და ზოგადად მთავრობაზე, გაუკეთონ კომენტარები არასწორად გავრცელებულ აზრებსა თუ შეხედულებებს და სხვა.
ამ მიზნების მისაღწევად ინტერნეტში არსებობს ბევრი საშუალება: პირდაპირი თუ არაპირდაპირი რეკლამა, სტატიების გამოქვეყნება, კომენტარებში მონაწილეობა, ფორუმები, სოციალური ქსელები და სხვა. ყველა მათგანი თავისებურად დამოუკიდებელი საშუალებაა და თავისი საკუთარი ეფექტი აქვს, არის ფასიანიც და უფასოც, ნელი, მაგრამ დროში განშლადი ან სწრაფმოქმედი, მაგრამ დროში ხანმოკლე და სხვა.
ამჟამად სტატიაში მინდა განვიხილო ირიბი რეკლამა, საავტორო სტატია, როგორც პიარის საშუალება. აღნიშნული სერვისი ბიზნეს პორტალზე უფასოა პორტალზე Lari.ge ,სადაც არა მარტო ბიზნესის, არამედ სხვა თემატიკის სტატიების გამოქვეყნებაც არის შესაძლებელი. ეს არის დროში განშლადი რეკლამისა და პიარის ტიპი, რომელიც ნელა იკრებს ძალას, მაგრამ გრძელდება ძალიან დიდი დროის მანძილზე (თვეები, წლები). სანამ განვიხილავ, თუ როგორ ხდება ეს, შემოგთავაზებთ მცირე ექსკურსს SEO ოპტიმიზაციაზე. რას ნიშნავს ეს? Search engine optimization (SEO) - ოპტიმიზაცია საძიებო სიტემაში:
ინტერნეტში უკვე ყველამ იცის, თუ რა ფუნქციას ასრულებს საძიებო სიტემები. მაგალითად, Google.com. ის საშუალებას იძლევა, მთელი ინტერნეტის ინფორმაციული სამყარო მომხმარებლისათვის იყოს ადვილად მისაწვდომი. ისე, რომ ადვილად მოიძებნოს სასურველი ინფორმაცია. ასეთი საძიებო სისტემების გარეშე ფაქტიურად ინტერნეტი თავისი ფუნქციის 0,1%-საც ვერ შეასრულებდა. ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინფორმაცია ისე ჩაიძირებოდა ინტერნეტის "ნაგავში" (ინტერნეტში ინფორმაციის უმეტესობა ნაგავს წარმოადგენს), რომ მისი მოძებნა შეუძლებელი გახდებოდა. საძიებო სისტემებს აქვს საკუთარი ინტერნეტ რობოტები, რომლებიც ინტერნეტში მოძრაობენ გვერდიდან გვერდზე, სწავლობენ მათ და ყველა გვერდის შესახებ აგროვებენ მონაცემებს, სპეციალური ალგორითმის გამოყენებით ანიჭებენ მათ გარკვეულ რეიტინგებს (Page rank) კატეგორიების გათვალისწინებითა და ამ მონაცემებს ინახავენ სერვერებზე "თავიანთ მეხსიერებაში".
ეს ინფორმაცია მუდმივად ახლდება. ალგორითმები მუდმივად იხვეწება და უკვე რთული ინტელექტუალური დონის შესაძლებლობებიც აქვთ. როდესაც მომხმარებელი საძიებო სისტემის ძებნის ველში წერს სასურველ საძიებო სიტყვას ან ფრაზას, საძიებო სისტემა ამ ძებნის შესატყვის მასალას ეძებს არა ზოგადად ინტერნეტში, არამედ უკვე ”თავის მეხსიერებაში” დალაგებულ მრავალდონიანი რეიტინგების სისტემის მიხედვით, ძებნის შედეგიც ამ რეიტინგის შესაბამისად გამოდის, ყველაზე რეიტინგული განლაგდება თავში. მოკლედ, ყველაფერი დაახლოებით ასე მუსაობს . . .
მაშასადამე, თუ ჩვენ გვეცოდინება, თუ რა ალგორითმით ალაგებს ინფორმაციას საძიებო სისტემა თავის სერვერებზე და რა ალგორითმით გამოიტანს ის შედეგებს, მაშინ შესაძლებელია წინასწარ გავითვალისწონოთ ეს, რაც გარანტიას მოგვცემს საძიებო შედეგების ზედა ნაწილში გამოჩნდეს ჩვენი გვერდი (სტატია), რაც თავის მხრივ განაპირობებს მეტ მომხმარებელთან წვდომას. ის ვინც ინტერნეტში რამეს აქვეყნებს, ბუნებრივია, აქვს სურვილი, რომ ეს ინფორმაცია გამოდიოდეს საძიებო სისტემის ძებნის შედეგების თავში, რადგან მომხმარებლების 99% უკვე არ ჩადის შედეგების ქვედა დონეებზე და კმაყოფილდება პირველი გვერდის შედეგებით. ეს არ გულისხმობს რამე არაკანონიერი გაკეთებას, უბრალოდ სტატიით ადამიანი გადასცემს თავის აზრს, მაგრამ თუ ამ ტექსტს გამოქვეყნებამდე ოდნავ გავუკთებთ რედაქტირებას საძიებო სისტემებში ოპტიმიზაციის კუთხით, მაგრამ აზრს დატოვებთ იგივეს, მაშინ უფრო მეტი მომხმარებელი წაიკითხავს მას. რჩევები ამის თაობაზე იხილეთ სტატიის ბოლოში.
თავისი ალგორითმის სრულ რეცეფტს Google მალავს, მაგრამ იძლევა წესებისა და რჩევების დიდ ჩამონათვალს, რომელთა გათვალისწინებაც იძლევა დადებით შედეგს. სწორედ, ამ წესების გათვალისწინებით შექმნილ სტატიას, ინფორმაციას თუ ვებ გვერდს უწოდებენ SEO ოპტიმიზირებულს. SEO ოპტიმიზაცია ცალკე პროფესიაა და ბევრ სხვა რაღაცეებსაც მოიცავს, თუმცა ჩემი მიზანი არაა ამაზე დაწვრილებით ვისაუბრო. მთავარია, ამ მოკლე ახსნით ნათელი მოვფინო ამ ტერმინს.
ახლა უკვე შეგვიძლია გადავიდეთ ამ სტატიის მიზნის ახსნაზე. ანუ ჩვენი მიზანია გავაკეთოთ რეკლამა და პიარი საავტორო სტატიების გამოქვეყნებით lari.ge-ზე. ალგორითმი ასეთია: საავტორო სტატია თქვენი ინტელექტუალური პროდუქტია, ამავდროულად ის უნდა აინტერესებდეს სხვას და მისი წაკითხვით ისინი შეაფასებენ თქვენს ნიჭს -ეს უკვე თქვენი ”რეკლამაა”, ეს ხდება ირიბად. სტატიაში თქვენ თავზე არაფერს ამბობთ, მაგრამ თქვენ ხართ სტატიის ავტორი და ამას ხედავენ სხვები. რაც მეტია კარგი სტატია, მით მეტია შემფასებელთა რაოდენობა, მაშასადამე მეტ ადამიანს მიაწოდეთ თქვენში "ჩამალული ოქროს" შესახებ და ამას ათასებზე თუ გავამრავლებთ (საქართველოში მეტი არცაა საჭირო) შედეგიც მიღწეულია. ეს არაა უბრალოდ სტატიების გამოქვეყნება, კარგი სტატიების გამოქვეყნებით თქვენ იღებთ ცნობადობას, ხალხს უკვე აინტეერსებთ თქვენი აზრი სხვა საკითხებზეც და ა. შ.
ახლა გადავიდეთ იმაზე, თუ როგორ მოხვდება თქვენი სტატია ათასობით მკითხველთან. საძიებო სისტემისთვის ყველა სტატია დამოუკიდებელი ვებ გვერდია (სწორედ ამ დონის SEO ოპტიმიზაციას უზრუნველყოფს lari.ge), ამიტომ მას აქვს შანსი დამოუკიდებლად ამოვარდეს ძებნის შედეგებში და მას წაიკითხავენ google-ში და სხვა საძიებო სისტემებში მაძიებლები, ასევე lari.ge-ს თავადაც ყავს საკუთარი მკითხველების არმია, 2500 დაინტერესებული (უნიკალური) მომხმარებელი დღეში.
ახლა გავაკეთოთ ელემენტარული კალკულაცია: ვთქვათ თქვენ გაქვთ გამოქვეყნებული ერთი კარგი პროფესიონალური სტატია, რომელსაც დღეში წაიკითხავს მინიმუმ 5 ადამიანი. ნახევარი წლის განმავლობაში მას წაიკითხავს უკვე 1500 ადამიანი. სტატია არაა თარიღით გამოქვეყნებული სიახლე, ამიტომ მას მუდმივად წაიკითხავენ, და თუ თქვენ თვეში 2 ან 3 სტატიას მაინც გამოაქვეყნებთ, წარმოიდგინეთ რამდენი მკითხველზეა აქ უკვე საუბარი. ნახევარ წელიწადში 18 ან მეტი სტატია, ხოლო მკითხველები კი ათასობით ადამიანი. თქვენ უკვე გიცნობთ ათასობით ინტელექტუალური და საქმიანი ადამიანი, ისინი არიან იმ სფეროს წარმომადგენლები საითკენაც თქვენ მიისწრაფვით. ანუ თქვენ უკვე გააკეთეთ დიდი საქმე, გაარღვიეთ დახურული სივრცე და ხდებით ცნობადი.
შემდგომ ეტაპზე თქვენ ეჩვევით და წერთ მეტ სტატიას. საბოლოოდ თქვენ იღებთ შედეგს, ფორმირდება თქვენი იმიჯი, როგორც ამ სფეროში კარგი პროფესიონალისა, ვისაც რამე მოეკითხება. ეს არის დიდი შრომის პირველი ნაყოფი. კომპანიის შემთხვევაში ეს შედეგი იქნება კომპანიის საქმიანობის ან პროდუქციის პიარი, რომელთანაც დაკავშირებულია კომპანიის სახელი. კომპანიას გაეზრდება კლიენტები, რეალიზაცია...
ამის შემდეგ თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ეს რეიტინგი და მოახდინოთ მისი განვითარება სტატიების გამოქვენების გაგრძელებით, თუმცა ავტომატურად გადადიხართ მეორე ეტაპზე, სადაც თავისთავად ჩნდება პიარის სხვა საშუალებებიც. არაა გამორიცხული დაგიკავშირდნენ სხვა კომპანიებიდან და შემოგთავაზონ თანამშრომლობა, მე ვიცი რომ კომპანიები ეძებენ ასეთ ხალხთან თანამშრომლობას. ასევე, ვინაიდან თქვენ ინტერნეტში გაგიჩნდათ კარგი პროფესიონალის იმიჯი, ადვილად გიპოვიან ჟურნალისტები. მათ დავალებული აქვთ აიღონ საინტერესო ინტერვიუები ახალი ცნობადი სახეებისგან, თქვენ შესაძლებელია მიგიწვიონ სხვადასხვა ანალიტიკურ თუ სადისკუსიო გადაცემებში და ა. შ. თქვენ მოზომილად და აუჩქარებლად უნდა განავითაროთ ეს მიღწევები. ამ მიმართულებით აქტიურობა გაზარდეთ მხოლოდ გამოცდილების გაზრდასთან ერთად. უარი არ თქვათ აქტიურ ცხოვრებაზე და ხელი შეუწყვეთ თქვენ მიერ დატრიალებული ბორბალის სვლას. მაშასადამე მე შევეცადე მაგალითისათვის წარმომედგინა გარკვეული ლოგიკა - თუ რა, როგორ შეიძლება მოხდეს.
რატომ არის სასარგებლო საავტორო სტატიების გამოქვეყნება პორტალზე Lari.ge-ზე
1. პირველ რიგში იმიტომ რომ Lari.ge -ზე ეს არის უფასო. Lari.ge სთავაზობს ნებისმიერ ადამიანს ან კომპანიას გაიაროს რეგისტრაციასაიტზე, შექმნას თავისი "ანგარიში" და გამოაქვეყნოს სტატიები სხვადასხვა კატეგორიებში. საიტზე შესაძლებელია სრულყოფილი სტატიის დადება სურათებით და ვიდეოთი (სტატიების განთავსების ტექნიკური დახმარება). თუ რა კრიტერიუმებს უნდა პასუხობდეს სტატია იხილეთ ამ ბმულზე.
2. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ თქვენ გამოაქვეყნებთ მინიმუმ 10 სტატიას, მაშინ lari.ge ავტომატურად გაგაწევრიანებთ თავის ექსპერტთა კლუბში, რომლებიც თავიანთი ფოტო სურათებით გამოჩნდებიან სპეციალურ შექმნილ ბლოკში პირველ გვერდზე. lari.ge გეგმავს ამ ფორმატის უფრო გაფართოებას და ხელს შეუწყობს ამ ხალხის ცნობადობის გაზრდას, მათთან პირადი ინტერვიუების გამოქვეყნებას საჭირბოროტო საკითხებზე, რომ ახალი საღი აზრი მიეწოდოს საქართველოს მოსახლეობას. თუ სტატიები იდებოდა კომპანიის და ორგანიზაციის სახელით გარკვეულ საკითხებში ექსპერტის რანგში ასევე გამოვა კომპანიის მენეჯმენტიც.
3. Lari.ge-ს თავად ყავს საკუთარი აქტიურ მომხმარებლები, ვებ გვერდზე ყოველდღიურად 2500-მდე უნიკალური მომხმარებელი შედის და ეცნობა სტატიებს და ახალ ინფორმაციას, ეს რაოდენობა ფაქტიურად დაემატება საძიებო სისტემით სტატიის მკითხველთა რაოდენობას. საიტი წარმოადგენს პროფესიულ საიტს, ის არაა გასართობი და ყველა მომხმარებელზე გათვლილი, ეს თვისება მას აძლევს მეტ რეიტინგს პროფესიული პიარის კუთხით, მისი შედეგი ბევრად მეტია ვიდრე 10000 მომხმარებელიანი ნებისმიერი სხვა გასართობი ტიპის საიტისა.
4. საიტი Lari.ge-ს აქვს სრულყოფილი SEO ოპტიმიზაცია Google -ს საძიებო სისტემაში, ამიტომ ამის წყალობით მასზე განთავსებული სტატია გაივლის სრულყოფილს ოპტიმიზაციას და სწრაფადვე მოხვდება Google -ს საძიებო ბაზაში როგორც დამოუკიდებელი გვერდი.
5. საიტი Lari.ge-ზე საიტის გამოქვეყნებისას ყველა სტატიას ავტომატურად მიეთითება ავტორის ვინაობა, ფსევდონიმი, ან კომპანიის სახელი (რომელსაც ირჩევს მომხმარებელი), ამიტომ ყველა გამოქვეყნებული სტატია იქნება იდენტიფიცირებული, როგორც თქვენი საკუთრება;
6. Lari.ge-ზე გამოქვეყნებულ სტატიებს აქვთ ყველა სოციალურ ქსელში გაზიარების შესაძლებლობა, რაც საშუალებას იძლევა გაათმაგებულად გავრცელდეს თქვენი სტატია სოციალურ ქსელებში ავტომატურად. ასევე თქვენი სტატია ჩაჯდება Lari.ge-ს საკუთარ სოციალური ქსელის გვერდზე. თქვენ სტატიას ასევე ექნება კომენტარის შესაძლებლობა, რომელიც ასევე ვრცელდება სოციალურ ქსელში. ყველა ასეთი გაზიარება და კომენტარი დამატებით უამრავი მკითხველის მოზიდვის საშუალებაა.
როგორი სტატია მოგიტანთ მაქსიმალურ პიარს, ანუ როგორ უნდა დაიწეროს სტატია, რომ ის გამოჩნდეს საძიებო სისტემების პირველ გვერდზე:
1. პირველ რიგში თქვენი სტატია უნდა იყოს აქტუალური და საინტერესო მომხმარებლითვის, ეს შეიძლება იყოს თქვენი ინტელექტუალური პროდუქტი, ან რამე თარგმნილი საინტერესო მასალა. მარტივად რომ ვთქვათ პორტალი ვერავის ”დააძალებს” მის წაკითხვას. მხოლოდ საინტერესო და წაკითხვადი სტატია მოგიტანთ შედეგს. სტატიის წერის დროს უნდა დაიცვათ შემდეგი წესები: გაეცანით წესებს;
2. კომპანიის ან პროდუქციის პიარისათვის დაწერილ სტატიაში იწერება საინტეერსო სტატია ამ პროდუქსიის გამოყენებაზე, ამით მიღებულ შედეგზე, რომელსაც აქვს ზოგადად არასარეკლამო განცხადების სახე, მაგრამ რეკლამა და პიარი კეთდება შიგნით ირიბად, უშუალო ხსენებით კომპანიის სახელწოდების, მისი ვებ გვერდის ან პროდუქტის. პიარის სტატია უნდა დაიგეგმოს ბიზნეს-გეგმის დონეზე;
3. სტატია ზუსტად უნდა შეეფერებოდეს არჩეულ კატეგორიას, რომელშიც თქვენ ის განათავსეთ, სხვა შემთხვევაში მისი ეფექტურობა იქნება სუსტი;
4. სტატია მინიმუმ უნდა იყოს ერთი სრულყოფილი გვერდი, დიდი სტატიები უფრო მეტად ფასობს საძიებო სისტემებისათვის ;
5. გამოქვეყნებამდე გირჩევთ სტატია კიდევ დააკორექტიროთ. სასურველია სტატიაში მოატავსოთ ”საძიებო სიტყვები და ფრაზები”. რა იგულისხმება ამაში? თქვენ უნდა წარმოიდგინოთ თავი იმ მომხმარებლის ადგილზე, რომელიც Google-ს საძიებო სისტემაში წერს საძიებო სიტყვას ან ფრაზას და სურვილი აქვს მოიძიოს თქვენი სტატიის ტიპის ინფორმაცია, წარმოიდგინეთ რა სიტყვებს ან ფრაზებს გამოიყენებს ის ამისათვის. გააკეთეთ ამ ვარიანტების ანალიზი. ამისათვის არსებობს პროგრამული საშუალებებიც, მაგრამ აქ მათი განხილვა გაართულებს ყველაფერს, უკეთესია თავად გაანალიზოთ ანალიტიკურად. საბოლოოდ რა საძიებო სიტყვებს და ფრაზებს ამოარჩევთ (3-დან 10-მდე) ეცადეთ მაქსიმალურად ბევრჯერ გამოიყენეთ ეს ფრაზები სტატიაში, რაც ბუნებრივად და ორგანულად უნდა იყოს სტატიაში და არა უბრალოდ შიგნით უფუნქციოდ ჩაყოლებული.
ბოლოს მინდა დავაზუსტო შემდეგი, აღნიშნული ”პიარის” შედეგს ადამიანი იგრძნობს რამდენიმე თვის შემდეგ, როგორც აღვნიშნე ეს გზა არის ნელა განვითარებადი, სამაგიეროდ ხანგრძლივი მოქმედებაში. განთავსებული სტატის საძიებო სისტემაში მოხვედრა ხდება 2-5 დღეში, მაგრამ ძებნის ზედა დონეებზე გადასვლას ასევე დრო დასჭირდება (ერთ თვემდე ან მეტი). სამაგიეროდ თავად პორტალზე სტატია თავიდანვე თავში იქნება და შემდეგ ჩავა ქვევით. მაგრამ ამას მნიშვნელობა არა აქვს.
რატომ არის lari.ge დაინტერესებული ამ პროექტის განვითარებით. ამის მიზეზის მიხვედრა რთული არაა, ეს ხელს შეუწყობს საინფორმაციო სივრცის გარღვევას, ახალი ცნობადი სახეები გამოჩენაც. თქვენც იცით რომ ამჟამად უმეტესად სულ ერთი და იგვე სახეები ჩანან საინფორმაციო სივრცეში და სხვა ნიჭიერი პროფესიონალების აზრი ვერ წვდება ხალხს, არ ხდება მათი თვითრეალიზაცია, მათი რესურსის გამოყენება. პორტალმა lari.ge-მ გადაწყვიტა თავისი წვლილი შეეტანა ამ საქმეში. პორტალი გეგმავს ამ პროექტის კიდევ უფრო განვითარებას. ამ პროექტთან დაკავშირებით ჩვენ ასევე მივესალმებით თანამშრომლობას და და კომპეტენტურ რჩევებსაც.
მადლობას მოგიხდით ამ სტატიის წაკითხვისათვის და მოხარული ვიქნები თუ გამოგადგებათ ეს ინფორმაცია და ის შესაძლებლობები რასაც აქ გტავაზობთ. თუ გექნებათ სურვილი გამოთქვით და გაუზიარეთ ერთმანეთს თქვენი შეხედულებები კომენტარების მეშვეობით.