ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიაშენ იცი როგორ მოჰყავთ ბამბუკი?

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

შენ იცი როგორ მოჰყავთ ბამბუკი?
 | რეიტინგი 3 

 

თქვენ იცით როგორ მოჰყავთ ბამბუკი?

მას შემდეგ რაც გლეხი დასთესს ბამბუკს, მან უნდა მორწყას ის ყოველდღიურად 90 დღის განმავლობაში. გლეხმა არ იცის რა ხდება მიწის საფარის ქვეშ. რამდენი თესლი გაიხარებს, რამდენი არა. მან ისიც არ იცის 90 დღის შემდეგ რა მოხდება, რამდენი ამოიწევერება, იქნება არც ერთი არ გადარჩეს? მან უნდა რწყას თავისი ყანა ყოველდღიურად და ერთი დღეც რომ არ მორწყას, შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაიყაროს. ბამბუკის თესლისთვის არ არსებობს „საპატიო მიზეზი", ის ვერ გაიგებს, გლეხმა რომ უთხრას: „იცი თესლო, დღეს ძმაკაცებთან უნდა წავიდეს საქეიფოდ, 10 წლის უნახავი მეგობრები ვიკრიბებით, ხვალ პახმელიაზე ვიქნები და ერთი ორი დღე ვერ მოგრწყავ", არც ავადმყოფობა არ იქნება მიღებული გამართლებად. გლეხმა, რაც არ უნდა მოხდეს, ყოველდღე უნდა მორწყას ყანა. სამაგიეროდ, დაახლოებით 90 დღის შემდეგ, როგორც კი ბამბუკი ამოიწვერება მიწიდან, ის 10-14 დღეში აღწევს ზრდასრულ სიმაღლეს.

ამ გზას გადის ყველა ის წარმატებული ადამიანი, რომლის შესახებაც ჩვენ ვგებულობთ პრესით იქნება თუ ტელევიზიით. ისინი წლების მანძილზე ვითარდებიან, იხვეწებიან, ათასგვარ დაბრკოლებებს უმკლავდებიან და არავინ იცის მათი არსებობა გარდა ნათესავებისა, მეგობრებისა და კოლეგებისა. და ერთ მშვენიერ დღეს, მას შემდეგ რაც ისინი „ამოიწვერებიან მიწიდან" მოვლენები გაცილებით სწრაფად ვითარდება და მიღწევებიც ბევრად სწრაფად მიიწევენ წინ.

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge