ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ბიზნესის ალქიმიაწარმატების ალქიმიახასიათი და რეპუტაცია

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

ხასიათი და რეპუტაცია
 | რეიტინგი 3 

 

ცხოვრებისეული სიტუაციები ქმნიან რეპუტაციას.

ჭეშმარიტება, რომელსაც ემხრობით, განსაზღვრავს თქვენს ხასიათს...

რეპუტაცია - ეს არის სხვების წარმოდგენა ადამიანზე.

ხასიათი - ეს არის ის, თუ რას წარმოადგენს ადამიანი სინამდვილეში...

რეპუტაცია - არის ფოტოსურათი,

ხასიათი - არის სახე...

რეპუტაცია ადამიანს უჩნდება გარედან,

ხასიათი კი ვითარდება ადამიანის შიგნით...

რეპუტაცია - ეს არის ის, რითაც მიდიხართ ახალ სამუშაოზე,

ხასიათი - არის ის, რაც რჩება თქვენი წასვლის შემდეგ...

რეპუტაცია ყალიბდება წამიერად,

ხასიათი - მთელი ცხოვრების მანძილზე...

ადამიანის რეპუტაციას შეიტყობთ ერთ საათში,

ხასიათს - კი ვერ ჩასწვდებით ერთ წელიწადშიც...

რეპუტაცია - ჩნდება როგორც სოკოები წვიმის შემდეგ,

ხასიათი - სამუდამოა...

რეპუტაცია ან გაგამდიდრებთ, ან გაგაღატაკებთ,

ხასიათი კი - ან გაგაბედნიერებთ, ან გაგაუბედურებთ...

რეპუტაცია - არის ის რასაც აწერენ ადამიანის საფლავის ქვას,

ხასიათი - კი არის ის, რასაც ამბობენ ანგელოზები ღვთიური ტახტის წინ...

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 
 
 
studyonline.ge