ერთ სიცხიან ივნისის თვის დღეს კუნთმაგარ მამაკაცთაგან შემდგარი ბრიგადა ასრულებდა რაღაც სამუშაოებს რკინიგზის ერთ მონაკვეთზე. მათ მოუახლოვდა ნელა მოსრიალე ვაგონი, რომელიც, ყველა ნიშნებით, ინდივიდუალური დაკვეთით დამზადებული ჩანდა. ვაგონიდან გამოიხედა ერთმა წარმოსადეგმა ჯენტლმენმა და გამოსძახა მშრომელებს:
- დეივ ეს შენ ხარ?
დეივი, ბრიგადის ხელმძღვანელი გამოეპასუხა:
- რასაკვირველია ჯიმ და მე მოხარული ვარ შენი ნახვით.
ზრდილობის ამ ჟესტების შემდეგ დეივ ანდერსონი ავიდა სპეცვაგონში, სარკინიგზო კომპანიის პრეზიდენტ ჯიმ მერფისთან. დაახლოებით საათი საუბრობდნენ მამაკაცები და შემდეგ კი დეივი დაუბრუნდა თავის ბრიგადას, ხოლო ვაგონმა გზა განაგრძო.
დეივ ანდერსონის ბრიგადა გარს შემოეხვია მას და აშკარად გაოცებულებმა კითხვები დააყარეს, თუ რას ნიშნავდა მისი ასეთი შინაურული ურთიერთობა კომპანიის პრეზიდენტთან. დეივმა უახსნა, რომ 20 წელზე მეტი ხნის წინათ მან და ჯიმმა ერთსა და იმავე დღეს დაიწყეს მუშაობა ამ კომპანიაში. მაშინ, ცნობისმოყვარე ქვეშევრდომებმა დაუსვეს ლოგიკური კითხვა: როგორ მოხდა, რომ დღეს დეივი პაპანაქება სიცხეში ხელმძღვანელობს მუშებს, ხოლო ჯიმი კონდიციონერით აღჭურვილ სპეცვაგონში მოკალათებულა კომპანიის პრეზიდენტის სავარძელში?
სევდიანი ტონით, ნახევრად ხუმრობით და ოდნავ გამომსჭვივალი შურით დეივმა აუხსნა განსხვავება მასა და ჯიმს შორის:
- რას გეტყვით იცით, ბიჭებო? ოცდასამი წლის წინათ მე მოვედი აქ, რათა მემუშავა საათში 1 დოლარისა და 75 ცენტისთვის, ხოლო ჯიმ მერფი მოვიდა, რათა ემუშავა რკინიგზისათვის.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.