საინვესტიციო ფონდი “აკიო”-ს შექმნისას (მის შესახებ სხვა წერილებში მოგახსენებთ) გამოუცდელი ვიყავი და კონვერტაციისას გავიღეთ ზედმეტად $26.7. მას შემდეგ რაც ბროკერმა შეგვიძინა ერთ-ერთი კომპანიის 44 აქცია $25.58-ად, ნაღდი ფული ანგარიშზე დარჩა $23.78. კიდევ ერთი აქციის საყიდლად დამაკლდა $1.8. რომ არა ჩემი შეცდომა, მე კიდევ ერთ აქციასაც შევიძენდი.
ეს შეცდომა თავიდან უმნიშვნელოდ ჩანს, მაგრამ ვნახოთ რა ფასი აქვს მას 10 ან 20 წლის განმავლობაში. 10 წლის შემდეგ, ჩემი გაანგარიშებით, ჩემს მიერ შეძენილი აქცია უნდა გაექვსმაგდეს ფასში. ე.ი. 1 აქცია 10 წლის შემდეგ ეღირება 6 X $25.58 = $154, ხოლო ოცი წლის შემდეგ 36 X $25.58 = $920.
მაშასადამე, ის $1.8 არქონამ, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუნდაც ბროკერს შემოეთავაზებინა თუნდაც 0.3 თეთრით უკეთესი გაცვლითი კურსი, 10 წლის განმავლობაში იძლევა დაახლოებით $130 ზარალს, ხოლო 20 წლის განმავლობაში დაახლოებით $900 ზარალს.
ამით იმის თქმა მინდა, რომ ყოველი შეცდომა, რომელიც თუნდაც 1 ცენტი ღირდეს, 10-20 წლის განმავლობაში მრავალ ასეულჯერ მეტ დანაკლისს იწვევს. 1 ცენტი, რომელიც დააკლდება კიდევ ერთი აქციის ყიდვას, გაცილებით უფრო ზარალიანია, ვიდრე $10, რომელიც გადარჩება და ნაღდ ფულად დარჩება საბროკერო ანგარიშზე.
LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.