ბიზნეს პორტალი
Bookmark and Share
პაროლის აღდგენა

LARI.GE - ბიზნეს პორტალი

ბიზნეს კატალოგი
წერილის გაგზავნა!
მისამართი: ინვესტიციაინვესტიციასაქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების გზა

ჰოსტინგი და დომენის ყიდვა

საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების გზა
 | რეიტინგი 3 


მაქვს
ერთი აზრი და ვფიქრობ ის საკმაოდ კარგია იმისათვის, რომ თქვენც გაგიზიაროთ.


საქართველოში, როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, ბევრი დაბრკოლებების გადალახვა უწევს. ეს ნორმალური ამბავია და არაფერია განსაკუთრეული ამაში. განვითარებულ ქვეყნებში უფრო სერიოზული პრობლემების გადაწყვეტა უწევთ ბიზნესმენებს, ვიდრე ის პრობლემები, რომელსაც ქართველი ბიზნესმენები აწყდებიან.


ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, ერთ გარემოებაზე მინდა მივაპყრო თქვენი ყურადღება. ვინაიდან განვითარებულ ქვეყნებში კაპიტალის ბაზრების ინფრასტრუქტურა (კერძოდ საფონდო ბაზრები) ჩამოყალიბებულია, ამ ქვეყნების ბიზნესმენებს დიდი არჩევანი აქვთ კაპიტალის მოსაზიდად. არსებობს უამრავი ფინანსური იარაღი კაპიტალზე ყველანაირი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. ეს ძალზე მნიშვნელოვანი გარემოებაა. ჩვენთან, საფონდო ბაზრის პარალიზებულ მდგომარეობაში ყოფნის გამო, ბიზნესმენებს კაპიტალის მოზიდვის (საკუთარი სახსრების გარდა) ორი რეალური გზა რჩებათ: 1) ბანკების კრედიტები და 2) კერძო პირებიდან ვალების აღება. პირველი შედარებით ხელმისაწვდომია (14%-24%), მეორე კი მეტისმეტად ძვირი (24%-36% და მეტი). ეს მაშინ, როდესაც განვითარებულ ქვეყნებში კაპიტალის მოზიდვის დიდი არჩევანი, კერძოდ აქციების და კორპორატიული ობლიგაციების გამოშვება, საპროცენტო და საკრედიტო სვოპები, ფულის ბაზრები და ..


მართალია აქციების და ობლიგაციების გამოშვება საქართველოს პირობებშიც შეიძლება, მაგრამ ვინაიდან არ არსებობს ფასიანი ქაღალდების აქტიური მეორადი ბაზარი (საფონდო ბაზარზე სულ რამდენიმე ლიკვიდური ფასიანი ქაღალდი ბრუნავს) ინვესტორები დიდი ენთუზიაზმით არ არიან განწყობილი ახალი გამოცემების დასაფინანსებლად.

ყოველივე ამას აბრკოლებს საფონდო ბაზრების შესახებ კანონის არაადეკვატურობა. იმისათვის რომ გამოცოცხლდეს საფონდო ბაზარი და ქართველ ბიზნესმენსაც მიეცეს კაპიტალის მოზიდვის დიდი არჩევანის საშუალება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მათი მოგებების ზრდას (ნაკლები თუ დაუჯდათ კაპიტალი, მაშასადამე მოგება გაეზრდებათ), ბევრად მეტი ადამიანი მიიღებდა სარგებელს ამისგან. მეტი მოგება, ნიშნავს ბიზნესის უფრო სწრაფ განვითარებას, ახალ სამუშაო ადგილებს, მეტ გადასახადებს ბიუჯეტში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანებს მიეცემათ ცხოვრების ხალისი და მომავლის მეტი რწმენა (რაც მეტი აქვს ადამიანს შემოსავალი, მით ოპტიმისტურად უყურებს მომავალს).

თუკი სიმართლეს თვალს გავუსწორებთ, ქართველებს არ გვაქვს ამ საქმის გასაკეთებლად აუცილებელი ცოდნა და გამოცდილება. საწყის ეტაპზე, სანამ ქართველები აუღებდნენ ალღოს საფონდო ბაზრის მექანიზმის მართვას, უპრიანი იქნებოდა საფონდო ბაზარი გრძელვადიანი იჯარით უცხოელი გამოცდილი სპეციალისტებისთვის მიგვექირავებინა.

ერთხელ გაჟღერდა ტელევიზიით, რომ ტაივანის საფონდო ბირჟის მესვეურებს შეხვდნენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და შესთავაზეს საქართველოს საფონდო ბირჟის ამუშავება (ტაივანის საფონდო ბირჟის წლიური ბრუნვა $2 ტრლნ.), მაგრამ საუბარი საუბრად დარჩა.

ჩემი აზრით ამ იდეის ხორცშესხმით დიდი ბიძგი მიეცემა ქართულ ეკონომიკას და გრძელვადიან პერსპექტივაში ბევრად სწრაფი ნაბიჯებით განვითარდება ესა თუ ის დარგი (თუ, რასაკვირველია, სწორი მენეჯმენტი იქნა გატარებული).

 

 



ავტორი: ირაკლი პატარაია (უმცროსი)
 

უკან

 

 

 


LARI.GE-ს ადმინისტრაცია: ზემოთ მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს საავტორო სტატიას (წესები). ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს აღნიშნული მასალის გამოქვეყნებაზე. თუ გექნებათ დასაბუთებული პრეტენზია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად.

 
 
 

უძრავი ქონების ბროკერის სასწავლო ტრენინგ კურსი

 

 

სასწავლო კურსები - Study Courses

 

 
 
studyonline.ge