ვენჩურულმა კაპიტალისტმა ბრედ ფელდმა თავისი ცხოვრების განმავლობაში ისეთი მეწარმეებისა აურაცხელი რაოდენობა ნახა¸ რომელთაც სურდათ საკუთარი პროექტის დაფინანსება და ამასთან უამრავ სხვადასხვა შეცდომებს უშვებდნენ. ზოგჯერ უმნიშვნელოს, მაგრამ ხანდახან ისეთებსაც, რომლებიც უბრალოდ უსვამდნენ ხაზს ფულის მიღებაზე მათ იმედებს. მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილი 8 შეცდომა მუდმივად გვხვდება. და თუ თქვენ გსურთ მიიღოთ თქვენი პროექტის დაფინანსება, ეცადეთ, რომ ისინი თავიდან აირიდოთ.
მაშ ასე, აი ის 8 შეცდომა , რომლებსაც უშვებენ ინვესტიციეის მიღების მსურველი მეწარმეები (ბრედ ფელდისა და სხვათა მიხედვით).
1) აუდიტორიის არცოდნა. ბრედ ფელდმა ინვესტიციები ჩადო უამრავ სოფტვერულ და ინტერნეტ-კომპანიაში. მაგრამ მას დღემდე აკვირვებს ის, რომ მასთან მოდიან ფულის ჩადების თხოვნით სატელეკომუნიკაციო კომპანიაში, ბიოტექნიკურ კომპანიაში, ან კიდევ რიტეილის წარმომადგენლები. მეწარმეებმა წინადადებით ისეთ ვენჩურულ კაპიტალისტს უნდა მიმართონ, რომელიც ნამდვილად არის დაინტერესებული იმ ბაზრით, რომელზედაც ისინი საქმიანობენ.
2.) 74-გვერდიანი ბიზნეს-გეგმის გაგზავნა ფოსტით (ჩვეულებრივი ან ელექტრონულით). შეიძლება 1972 წელს გამართლებულიც იყო, მაგრამ დღეს საჭიროა შემოიფარგლოთ მოკლე ელექრონული შეტყობინებით, რომელშიც საჭიროა მოკლედ წარადგენთ ინფორმაციას თქვენი კომპანიისა და პროექტის შესახებ. შეიძლება მასში ოთხგვერდიანი executive summary-ს ჩადებაც. მთელი საქმე იმაშია, რომ რომ ინვესტორს არა აქვს ზედმეტი დრო თქვენი ბიზნეს-გეგმის გასაცნობად. იდეამ ის მართლა უნდა დააინტერესოს და მხოლოდ მაშინ გეტყვით, თუ რა უნდა გააკეთოთ.
3) არ დააგზავნოთ მასიურად თქვენი წინადადებები. არ ღირს ასობით ვენჩურულ კაპიტალისტისათვის ერთნაირი ელექტრონული შეტყობინებების დაგზავნა. ეს ცუდი პრაქტიკაა. ყველა წერილი პერსონალიზებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვეთრად კლებულობს ინვესტორის დაინტერესების შანსები.
4) თქვენ მრჩველთა დიდი სია გაქვთ, მაგრამ მხოლოდ ერთი დამფუძნებელი. არ აიყვანოთ კომპანიაში ბევრი კონსულტანტი. გრძელ სიაში, ჩვეულებრივ, ისეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებსაც კომპანიისათვის ნაკლები სარგებელი მოაქვთ.
5) თქვენ ფიქრობთ, რომ არსებობს ყოველ ვენჩურული კაპიტალისტთან რაღაც უნივერსალური მიდგომა, მაგრამ ეს ასე არ არის, რადგან ყველა ინვესტორი თავისებურია და მას ინდივიდუაური მიდგომა სჭირდება. დადეთ ფსონი იმაზე, თუ რა სჭირდება ნამდვილად მოცემულ ვენჩურულ ინვესტორს.
6) ძალზე დიდი ბიზნეს-გეგმა. მას რაც უფრო დიდ აკეთებთ (ფურცლების მოცულობის მიხედვით), მით ნაკლებია დაფინანსების მიღების ალბათობა (თუმცა, ყოველთვის არა). ძალიან ბევრი ადამიანი უგზავნის თავის გეგმას ინვესტორებს, ხოლო თითიეული ასეთი გეგმის გაცნობას დიდი დრო მიაქვს. ხანდახაბ ბიზნეს-გეგმა ისე ღლის წამკითხველს, რომ მის შემდგენელს დაფინანსების მიღების არანაირი შანსი აღარ აქვს.
7) ბევრი დეტალი მხოლოდ სპეციალისტისთვისაა გასაგები. არ ღირს თქვენს ბიზნეს-გეგმაში და პრეზენტაციაში ინვესტორისათვის გაუგებარი სპეციალიზებული ტერმინების, სლენგისა და მსგავსი რამეების დიდი რაოდენობით შეტანა. უკეთესია ასეთი მასალებისათვის ცალკე დანართის გაკეთება, თუ ისინი მართლაც საჭიროდ მიგაჩნიათ
8) ზოგიერთი მეწარმე ვენჩურულ კაპიტალისთან ურთიერთობისას ახსენებს ამ სფეროში სხვა სპეციალისტებთან (ინვესტორებთან) ნაცნობობას . ეს სრულებითაც არ არის საჭირო. უფრო მეტიც, სჯობს ასეთი ინფორმაცია თქვენთვის შეინახოთ.